"ქართული პროზის საგანძური". ტომი 61 გიორგი ლეონიძის წიგნი "ნატვრის ხე" მოთხრობების კრებულს წარმოადგენს, რომლებიც ერთმანეთში არის გადაჯაჭვული და პოეტის გამორჩეულ ოსტატობას გადმოსცემს. თითოეული მოთხობა თავისი პერსონაჟებით, ტრაგედიზმით და გულწრფელობით მკითხველის მეხსიერებაში წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. წიგნი 1962 არის დაწერილი, ხოლო ამავე სახელწოდების ფილმი - 1976, რეჟისორი თენგიზ აბულაძემ გადაიღო. „დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო – ასე იტყოდნენ ჩემს ყრმობაში. ჩემი სოფლის ტყისპირებში, ყოველ გაზაფხულზედ ია ბღუჯეულად ამოდიოდა, არემარე სულ ლურჯად გადაიბურებოდა ხოლმე. მეგონა, მთელი ქვეყნის დედებს აქ ეტირნათ, იმდენი ია ამოსულიყო ჩემი სოფლის მშვენიერ მიდამოებში. იის სიყვარული დედამ შთამაგონა, იასავით სპეტაკი ადამიანი იყო. თვითონაც ხომ პირველი იების მოსვლის დღეებში გაგვშორდა. ამ წიგნს ვუძღვნი ძვირფას დედას, რომელმაც მასწავლა იების სისპეტაკისა და მშობლიური მიწის სიყვარული". გიორგი ლეონიძე
სარჩევი: დედას მშობლიურ ხეთა ჩრდილებში ნატვრის ხე ჩვენი ჭერამი თაღრია ფუფალა მეეტლე იაგორა ხვედია ორი შემოხედვა სამთო საბალახე მოხუცი გუთნისდედის სიკვდილი ჩირიკი და ჩიკოტელა სახელის მილოცვა ღვინჯუა დეიდა მაიკო სოფლის შარაზე ციციკორე მარიტა ჩორეხი ნიშარძეულის წყალი ჭამპურა ბუნბულა ამბავი ესტატე ლაფაჩისა
რამდენი არაჩვეულებრივი, უღრმესი, სულის ამაფორიაქებელი მოთხრობაა ამ წიგნში შესული... რომელი ერთი გავიხსენო, რომელი გამონათქვამი, რომელი აბზაცი გავიხსენო... შედევრებია ყველა. აი, ერთი პატარა, გამაგიჟებელი მონაკვეთი "მარიტადან:
"ვუყურებდი მხიარულ, მზიან ყვავილს და არა მჯეროდა, რომ მარიტა აღარ ამშვენებს დედამიწას! არც ის მეჯერებოდა, რომ ამ მტვერსა და ნაგავში ასეთი ბრწყინვალე ყვავილიანი ხე ამოსულიყო თავისით! მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება? ვინ იცის?!"
რა ვიცი, რა უნდა იყოს ამაზე ღრმა, შთამბეჭდავი და თან შემზარავი, რა უნდა იყოს ამაზე ძლიერი მხატვრული სიტყვით შესრულებული ნაწერი. გარდა უკიდურესად ჭკუის სასწავლებელი ამბებისა ამ დიდი მწერლის ნაწარმოებებში ძალიან ყურადსაღებია მისი ლექსიკა. უამრავი, ძველი, უძველესი და ახლა უკვე დაკარგული ქართული სიტყვაა ნახსენები თითოეულ ამ მოთხრობაში. ვცდილობ ამოვიწერო, დავიმახსოვრო, განმარტებები მოვიძიო ძველი ქართული ენის ლექსიკონში, სხვა არსებულ ლექსიკონებშიც. რატომ უნდა დაიკარგოს ამდენი ლამაზი, მშვენიერი სიტყვა თუ ტერმინი? აი, მაგალითად, "ციციკორეში", პირველივე აბზაცში ნახსენებია ორი გადასარევი სიტყვა:
ურძენი და ლიტაო. "ურძენი" ("ურძენი", "ურძანი", "ურძნი" – ამ ფორმებით გამოიყენებოდა ქართლში, მთიულეთში, ხევსურეთში, ფშავში; იგივე "უზანი"; გარეკახურად "სამწიფელა", თუშურად "თურსა" და ა. შ.) ლინგვისტების ანალიზით "ყურძენის" დიალექტურ ფორმად ითვლება და ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობდა, რომ ეს სიტყვა ქართველთა შორეული წინაპრის, ურარტუს ენაზე, ვენახს ნიშნავდა. ლიტაოც ძველი ქართული სიტყვაა და სწორად აზრდილი, უტოტებო ხეს ნიშნავს თუ ნიშნავდა. სამწუხაროდ წარსულში დარჩა ეს სიტყვა, კაცი აღარ მეგულება მისი მახსენებელი. და სავსეა ლეონიძის არაჩვეულებრივი მოთხრობები ასეთი მშვენიერი, ყურისთვის, გონებისთვის სასიამოვნო სიტყვებით. არ უნდა შეწყვიტოს ახალგაზრდა თაობამ, მომავალმა თაობებმა, ასეთი ქართველი მწერლების ნაწარმოებების კითხვა.
ბავშვობაში წაკითხული არც მახსოვდა. ყველა სტრიქონი პოეზიას გავს,მსუყეა და გემრიელი,წინადადებები ყურძნის მტევნებივით დახუნძლულია... ამ ნოსტალგიის გაგებას ალბათ ასაკიც უნდა,შენც უნდა გენატრებოდეს და გტკიოდეს,შენც უნდა წაგივიდეს ხალხი იმ ქვეყნად,შენც უნდა დააფასო ვიღაცის ჭაღარა,ბავშვობაც შორეულ მოგონებად უნდა ჩამორჩეს,რომ ეს წიგნი გულთან მოვიდეს და ცრემლი ჩამოგიგოროს. 4 ვარსკვლავი იმიტომ,რომ ძალიან დამასევდიანა. მეტჯერ აღარ წავიკითხავ
ამ წიგნის ერთ-ერთი ძლიერი მხარე (გარდა პერსონაჟების მრავალფეროვნებისა) მდიდარი ქართული ლექსიკაა, ან, როგორც ლეონიძე თვითონ წერს - "მუხლადი, ბედაური, მაძღარი" სიტყვების სიმრავლე :3
თვითონაც მიკვირს ამას, რომ ვწერ, მაგრამ... იშვიათად მღლის წიგნი და ამ წიგნმა დამღალა. ენა ლამაზია, პოეტის ენაა და არ დაიწუნება, მაგრამ დაშაქრულ-დამტკბარი ნოსტალგიით, რომელიც ვერაფრით გავიზიარე, ამსუყებული ვარ. პერსონაჟებიც, რომლებზეც აგებული აქვს თხრობა, ნახევრად მითიური, მტვერწაყრილი ექსპონატებია. თითქმის ვერავის თანავუგრძნე. გიორგი ლეონიძის პოეზია და ამ წიგნის ეკრანიზაცია მირჩევნია.
10/10✨ ეს ის წიგნია უამრავი ადამიანის ჩამქრალ იმედს რომ იტევს,ამ წიგნში სოფლის მცოვრებლებს აქვს თავ-თავიანთი ოცნება,ოცნება რომელის ასრულებისთვისაც სიკვდილამდე იბრძვიან, ამ ბრძოლაში გადის მათი წუთისოფელი და მათი სურვილები აუსრულებელი რჩება, ყველა თავის ბოლო ჩამქრალ იმედს გავდა,თითქოს ჩემში ის ადამიანები სახლობდნენ და მათი აუსრულებელი სურვილები მე მტკიოდა,მტკიოდა ის რომ ადამიანებს არ გააჩნდათ გვერდში დგომა, არ შეეძლოთ უბრალოდ სხვისი სურვილი რეალობად ექციათ, დახმარებოდნენ და განა მარტო მათი- ერთი ადამიანის კეთილდღეობისთვის ქონდათ ჩანაფიქრები? არა, ისინი ყველაზე ზრუნავდნენ, მათ უნდოდათ სოფელი უკეთესი გამხდარიყო, საქაღთველო ერთიანი ყოფილიყო მაგრამ, დამხმარე არ ჰყავდა ამ თითო-ოროლა კაცს, დადიოდნენ ტყე-ღრე მთელი მათი ცხოვრება რომ იქნებ იმედის ნაპერწკალი გაჩენილიყო,პატარა ნაპერწკალზეც კი მთელ იმედის კოშკს აგებნენ,მაგრამ ისე იღუპებოდნენ-ეს ოცნებები აუსრულებელი რჩებოდათ. გულის ტკივილია ეს წიგნი💔 ,,თუ შენს გუნებას დილიდანვე მზის სხივი არ შეჰყვა, ძნელი იქნება ცხოვრება!იმ პირველმა სხივმა უნდა მოგივარაყოს გუნება!უნდა აგყვეს და შენც მას უნდა აჰყვე!მაშინ ჰნახავ,-არასდროს არ დაღამდები!”🌝
გიორგი ლეონიძე მეტად გასაოცარი და სიღრმისეული მწერალია.მისი სიღრმისეულობა იმით შეიძლება აიხსნას,რომ მისი თითოეული სტრიქონი განსაცვიფრებელია. ის საოცრად გადმოსცემს ყველა თავისა და მოთხრობის შინაარსს...მოთხრობების კრებული ასეთი კარგი ცოტა თუ ვიცი... ცენტრალური მოთხრობა მგონია,რომ "მარიტაა", რომელიც გვიჩვენებს თუ რა ხდება, როდესაც ხალხისაგან იქმნება ბრბო და დაუნდობლად ექცევა ყველას, ფეხქვეშ თელავს ყველა გრძნობას, მათ შორის, სიყვარულსაც ...
ნაწარმოებში ორი ადამიანი ჩანს ძირითადად, რომლებსაც თავ-თავისი ოცნებები აქვთ. ავტორის დამოკიდებულება დიაკვან ელეფთერთან ძალიან ნათლად ჩანს, იგი მის ოცნებას ოცნებად არ თვლის (განსხვავებით ელიოზისგან), მას საერთოდ მეოცნებედ არ თვლის, ღვინის სმა და თრობის სურვილი ოცნება ნამდვილად არაა.
ოცნება არის საშუალება, რაღაც მიზანი, რომელიც ბევრ ადამიანს ეხმარება ცხოვრების გაგრძელებაში, აძლევს რაიმე მიზეზს, რითაც შეუძლია ყველაფერი შეიცვალოს ან შეცვალო.
ჩემი აზრით, ელეფთერისნაირი ადამიანები არიან, აი არ მახსენდება შესატყვისი სიტყვა, მოკლედ, უბრალოდ ცხოვრების დინებას რომ მიყვებიან, რაც აქვთ კმაყოფილდებიან და ელემენტარულ რამეს, რისი ასრულებაც თავისუფლად შესაძლებელია, ნატრობენ და არქმევენ ოცნებას.
This entire review has been hidden because of spoilers.