Jump to ratings and reviews

დოქტორი რაინეგსი და გრაფი კოჰარი საქართველოში

რაინერ პეტო დაიბადა 1950 წელს. იგი იყო ზაარლანდის რადიოსა და ტელევიზიის მხატვრული რედაქტორი და საკმაოდ ადრე დაიწყო წერა. მისი წიგნებია „1950-იანი წლების შვილი“ და „ჰალბერგი ხომ მხოლოდ ერთი ბორცვია“.
ზაარლანდურ-ქართული კულტურული ურთიერთობების ფარგლებში პეტო 1981 წელს მწერალთა დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში ეწვია საქართველოს. სწორედ ამ მოგზაურობის შემდეგ ის სიღრმისეულად დაინტერესდა საქართველოს კულტურითა და ისტორიით.
კვლევების დროს ის გადააწყდა საქართველოსთან დაკავშირებულ XVIII საუკუნის საიდუმლოებით მოცულ ფიგურას, წარმოშობით გერმანელს – იაკობ რაინეგსს.

ავტორი რაც უფრო მეტად იკვლევდა მის პიროვნებას, მით უფრო ნათელი ხდებოდა, რომ რაინეგსის ცხოვრების და საქმიანობის ფართოდ გავრცელებულ ვერსიები საბოლოოდ თავად მისი, თაღლითურად დამახინჯებული აღწერებიდან მომდინარეობდა.

რაინერ პეტომ 2000 წელს გამოაქვეყნა თავისი ხანგრძლივი კვლევის ნაყოფი – დოკუმენტებზე დაფუძნებული პროზა „დოქტორი რაინეგსი და გრაფი კოჰარი საქართველოში“, სადაც ავტორი ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევს რაინეგსის შესახებ არსებულ მითებს.

133 pages, Paperback

Published January 1, 2026

Loading...
Loading...

About the author

Ratings & Reviews

What do you think?

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
0 (0%)
4 stars
0 (0%)
3 stars
1 (100%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 1 of 1 review
Profile Image for Loreley.
461 reviews99 followers
June 16, 2026
შთაბეჭდილება დამრჩა რომ ავტორსაც ყელში ამოუვიდა ეს აფერისტი კაცი და მაგის ტყუილ-მართალში გარკვევა და მეორე ნახევარი ცოტა მიაფუჩეჩა :დ არადა ჩვენთვის მანდაა ყველაზე საინტერესო ნაწილი, როცა საქართველოში არიან უკვე მეფე ერეკლეს კარზე.
უკეთესი სტრუქტურა სჭირდებოდა ამ წიგნს იმჰო, თუმცა ამბავი უდავოდ საინტერესოა.
Displaying 1 - 1 of 1 review