Jump to ratings and reviews
Rate this book

ჩემი საბედისწერო ნახევარი

Rate this book
თებეა ათწლიანი განშორების შემდეგ ხვდება ყოფილ შეყვარებულს — ლევის, რომელიც საზღვარგარეთ, იდუმალებით მოცულ გარემოებაში გამდიდრებული ბიზნესმენია. ლევის მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მომავალ არჩევნებში გამარჯვება და პოლიტიკურ ბრძოლაში თებეას დახმარება სჭირდება, რადგან ის, თავის მხრივ, გამოცდილი მარკეტინგის სპეციალისტი და ერთგული თანამოაზრეა სახელმწიფოს განვითარების საკითხებში. თებეამ და ლევიმ ერთმანეთი სტუდენტობის წლებში, რუსეთ-საქართველოს საზღვართან გამართულ მშვიდობიან აქციაზე გაიცნეს. წლების განმავლობაში ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული სამოქალაქო მოძრაობებში და ერთად იბრძოდნენ სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის. გაეცანით ნაწარმოებს და შეიტყვეთ, დათანხდება თუ არა თებეა მაცდურ შეთავაზებას შთამბეჭდავი გასამრჯელოს სანაცვლოდ, მაშინ, როდესაც ცოლისა და დედის სტატუსი, ქალების გარშემო გარკვეულ სტიგმებს რომ ქმნის სოციუმში, მისგან თავშეკავებას მოითხოვს.

563 pages

Published January 1, 2026

Loading...
Loading...

About the author

Tatuli Ghvinianidze

3 books52 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
3 (75%)
4 stars
1 (25%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Giorgi Ushveridze.
6 reviews
July 31, 2026
ჩემთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართული ბესტსელერია, რომელიც ბოლო პერიოდში წავიკითხე. ავტორის წერის სტილი გამორჩეულად დახვეწილი, ემოციური და დინამიკურია. წიგნში ძალიან კარგად არის გადმოცემული თანამედროვე საზოგადოების პრობლემები, პოლიტიკური რეალობა, ფილოსოფიური საკითხები და ადამიანური ურთიერთობების სირთულე. ეს არ არის სიყვარულის ისტორია, ეს არის რომანი არჩევანზე, პასუხისმგებლობაზე, თავისუფლებასა და იმ ფასზე, რომელსაც საკუთარი პრინციპების დაცვა მოაქვს.
წიგნიდან რამდენიმე გამორჩეული ციტატა:
„ჩვენ ირგვლივ აბსოლუტურად ყველაფერი პოლიტიკის შედეგია.“
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დამოუკიდებელ საქართველოში მოვკვდები.“
„ადამიანში იდეოლოგიის აღზრდა განათლებით იწყება.“
„ბოლოს და ბოლოს, სიკვდილი, რომელსაც თავად ირჩევ, არც ისეთი დასანანია, როგორც სხვის მიერ ნაადრევად წართმეული სიცოცხლე.“

⭐ შეფასება: 5/5
თუ გიყვართ რომანები, სადაც სიყვარული პოლიტიკასთან, ისტორიასთან, სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან და ღრმა ფილოსოფიურ კითხვებთან არის გადაჯაჭვული, „ჩემი საბედისწერო ნახევარი“ ნამდვილად იმ წიგნებს შორისაა, რომლებიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ.
90 reviews1 follower
August 1, 2026
მაქსიმალურად ვცადე დრო გამეწელა კითხვისას, რადგან არ მინდოდა დასრულებულიყო. სიუჟეტი კი ისეთი იყო, რომ წარმოუდგენელია ქართველში არ აღძრას მცირე აღელვება, პატრიოტული ჟინი.
როგორ უნდა გადარჩეს ადამიანი, რომლის ქვეყანა განადგურებამდეა მისული და ყველგან მტერი ბუდობს? შეიძლება კი ასეთ მდგომაროებაში სიყვარული იპოვო? იმდენად საინტერესო კითხვებზე სცემს ეს წიგნი პასუხს, რომ აუცილებლად მოგიწევთ მთელი გულისყურით ჩართვა ამ ამაღელვებელ და შთამბეჭდავ რომანში🤍
Displaying 1 - 2 of 2 reviews