დავით ჭოჭუას „ალდენორი“ „სინათლის ორდენის ქრონიკების“ პირველი წიგნია, რომელიც ბოროტ ძალასთან დაპირისპირებული ადამიანების ამბავს მოგვითხრობს. არარეალური სამყარო, სადაც მოქმედება ვითარდება, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ჩასაფრებულ საფრთხეს, შიშს, ღალატს, ერთგულებას, მეგობრობასა და სიყვარულს იტევს.
კარგი გარემო აქვს ავტორს შექმნილი. დაძაბული, ბნელი, ბევრი რამე ხდება. მთავარი გმირი კარგია, განსაკუთრებით ის მომეწონა ორხელა ხმალს რომ არ იყენებს ^_^.
ალბათ ძნელია როცა თან გიყვარს ავტორები (გლენ კუკი და საპკოვსკი მაგალითად) და წერ საკუთარ ფენტეზი ნაწარმოებს, მათ გავლენას გაექცე, შესაბამისად აქაც იგრძნობა რაღაც მომენტებში, თუმცა არაგამაღიზიანებლად, პირიქით მეტ მუღამს აძლევს წიგნს.
შემეძლო 5 ვარსკვლავიც დამეწერა, მაგრამ 4 ორი გაურკვეველი მიზეზის გამო:
1. რა ხდება თავში "აჩრდილები"? საერთოდ რა ისტორიაა და რა შუაშია კორბი მთელს დანარჩენ წიგნთან. 2. ბევრგან შემხვდა და ცოტათი გამაღიზიანა ისეთმა ფრაზებმა როგორიცაა მაგალთად "მარტო ვიბადებით. სიკვდილთანაც მარტო ვრჩებით ბოლოს". ცოტა კონტექსტიდან და წიგნის ატმოსფეროდან ამოვარდნილი მომეჩვენა რამოდენიმეჯერ.
საბოლოო ჯამში, კარგი წიგნია, ღირსეული. ძალიან ველოდები მეორე წიგნის გამოსვლას, მაგარი ინტრიგა დაიდო ბოლოში.
2 ვარსკვლავი ჯამურად. 5 ვარსკვლავი სურვილისა, მონდომების და ტალანტისთვის. დროის გამონახვას აქ ვერ შევიყვან, რადგან ჰობის განმარტებაა ეგ.
როდესაც ადამიანი, განსაკუთრებით კი ჰობის ფარგლებში, შეეჭიდება ფენტეზის ჟანრს და შეძლებს თუნდაც მინიმალურად ორიგინალური, გამორჩეული და ავთენტური სამყაროს შექმნას - უკვე მიღწევაა. განსაკუთრებით დღეს, როდესაც ერთ დროს ჩა(და)ქვესკნელებული ჟანრი, რომლით დაინტერესებასაც მხოლოდ ე.წ "ნერდ-გიკი"-სებრთა (რბილად, რომ ვთქვათ) საზოგადოებას მიაწერდნენ, განიცდის ანომალიურ პოპულარობას. აღნიშნული პოპულარობა, რომელიც სრულიად და მხოლოდ დაკავშირებულია ყინულისა და ცეცხლის სიმღერებთან, რომელთაც თავის მხრივ, არანაირი კავშირი არა აქვთ ჟანრთან და წარმოადგენენ ჟანრში დამკვიდრებული სტანდარტების, შაბლონების და კლიშეების გამოყენებით (ზოგ შემთხვევაში მავნებლური კლიშეებით და ბილიკებით, რომლის დამკვიდრებაშიც დიდი როლი მიუძღვის, მათ შორის, ბევრისათვის საყვარელ ჯორდანი ბიძიას), ისტორიული ფიქციის შეფუთვას (თუმცა მარტინთან, საქმე ბილიკებამდე ნამდვილად ვერ მიდის). სწორედ, ამ მიზეზით განიცდის დღეს ჟანრი (წარსულში მხოლოდ სუბკულტურა) მსგავს ანომალიურ პოპულარობას. ცალკე საკითხია, რამდენად ჯანსაღია ეს ბუმი (თუმცა ბუმი უფრო წინა ათწლეულში გვქონდა) მთლიანად ჟანრისთვის და რას მოიტანს გრძელ ვადიან პერსპექტივაში ეს პროპაგანდა. თუმცა ფაქტია, რომ ძალიან ბევრი მწერალი შედის დღეს გაჩენილი მოთხოვნის შესავსებად, რის გამოც, სრულიად გადათხრილად და გადაკვალულად გვევლინება დღეს სარბიელი და ყოველი მცდელობა ჟანრში ახლებური ელემენტების შეტანისა, განსაკუთრებით ჰობისტის მხრიდან, სრულიად დასაფასებელია. ორმაგად განსაკუთრებით კი, ფენტეზის ჟანრში, რომელიც არ არის მარტივი საწერი, თუნდაც დათოსნაირი (თაობაში ერთი-ორი) ვუნდერკინდისთვის. მთავარ სირთულეს კი, ჭეშმარიტი და სამაგალითო ფენტეზის წერაში (პირადი მოსაზრება) წარმოადგენს ხისტი ბალანსის არსებობა სამყაროს აგებას, პერსონაჟების ზრდას და ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური ჩაძრომების და ზოგადად ავტორისეული მსოფლმხედველობას შორის. სამყაროს სწორი აგება და მისგან გამომდინარე ატმოსფერულობა არის ერთადერთი საწყისი პირობა კარგი ფენტეზის არსებობისა. სხვა დანარჩენი, მოთხოვნა არანაირად არ უნდა მიესადაგებოდეს აღნიშნულ ჟანრს და შეეხება უკვე სხვა კატეგორიის და სიმაღლის მხატვრული ლიტერატურის ნაწარმოებებს (https://www.goodreads.com/user/show/8...). ის საკითხი კი, რამდენად „სწორი“ მიმართულებით წავა ჟანრი, ცალკე განხილვის თემაა. მე პირადად მიმაჩნია, რომ უფრო მეტი წვერებიანი და სათვალიანი ბიძია გვეყოლება, მუცელზე დაკიდებული დიდი ჯვრით და დაბალი ხარისხის ტექსტებით. გარდა ჟანრში შესასვლელი სირთულეებისა, რომელიც ყველა მსურველისათვის საერთოა და ნიშა სულ-უფრო და უფრო ვიწროვდება, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის რეალიები. მე როგორც მივხვდი მხოლოდ ერთი პროფესიონალი ავტორი გვყავს ფენტეზის ჟანრში https://www.goodreads.com/author/show.... მისი წიგნები მონიშნული მაქვს და აუცილებლად მაინტერესებს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, არც პროფესიონალი რედაქტორები უნდა გვყავდეს მაგ მიმართულებით. გარდა ამისა, სარედაქტორო და ზოგადად ორგანიზაციული საკითხები მსავსი ტექსტების გამოსაცემად, წარმოადგენს ძალიან შრომატევად და ძვირადღირებულ პროცესს. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი, ვერ მოიძებნება ჩვენთან ყველა ის სპეციალისტი, რომლებიც სასიცოცხლოა მსგავსი ტექსტების დასაწერად. შედეგიც სახეზეა, ტექსტის პრობლემების მინიმუნ ნახევარზე მეტი, შეიძლებოდა მოგვარებულიყო კარგი რედაქტორის და სატესტო მკითხველების მიერ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მივიღეთ სანახევროდ გამომცხვარი ტექსტი. ზოგან „ზედმეტად ყოველდღიური“ ენით გაზავებული ქართული, ზოგანაც ზედმეტად გადამლაშებული, მაგრამ მაინც შთაგონებული და კრეატიული შედარებები, მეტაფორები და ალეგორიები. ამ ყოველივეს ამძაფრებს, ნაჩქარევი ტემპით გაფუჭებული ეპიზოდები, რომელთაც, მხოლოდ გამოცდილი გარეშე თვალი სჭირდებოდა. ის, რომ მომენტებში ცნობილი მწერლების გემო დაჰკრავს, სულაც არ არის საპრობლემო, მითუმეტეს დამწყებისათვის. აი, ატმოსფერული სამყარო კი, მარტივად არ მოდის და გამოცდილების შედეგია. საბოლოო ჯამში, მისია დასაფასებელია - დაწერილიყო ავთენტური ტექსტი. ის რაც აქამდე არავის უკეთებია. ძალიან დასანანია, რომ ვერ მოესწრო ტრილოგიის დასრულება. ძალიან დასანანია.
დასასრულს მინდა ავღნიშნო (კიდევ ერთხელ), რომ ის ყველაფერი რაც ზევით დავწერე, წარმოადგენს მხოლოდ ჩემ მოსაზრებას და მხოლოდ ჩემ მოსაზრებას only.
ამ წიგნის ნაწილები ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მქონდა წაკითხული, როცა დათო ჩემი ლექტორი იყო და მაშინაც მომწონა ნაწერები და წიგნი მთლად შესანიშნავია.
ყველაზე კარგი იცით რა არის? ღირსეული პერსონაჟები ჰყავს, დადებითი ადამიანები. თან მთლად წიგნივით არ არის ნაწერი. უფრო ფილმის ყურებას მოგაგონებთ. ა უნქტიდან ბ პუნქტამდე არ არის მთელი სიარულ აღწერილი და სად რამდენი ხე და რამდენი ყვავილი და ქვა დაინახა, და რამდენჯერ დაიძინა და რამდენჯერ ჭამა და ბლა ბლა ბლა. ეს ყველაფერი არაა. კითხულობ, რომ არის აქ, მერე არის გზაში მონაკვეთი, მერე უკვე ადგილზეა და ეს ყველაფერი საინტერესოდაა ძალიან გადმოცემული. იმის თქმა, მინდა, რომ ფილმად წარმოიდგენ, როცა კითხულობ და ნამდვილ���დ არაა ცუდი ფილმი :)))
თან ასეთი დონის ქართული ფენტეზი მეორე არ დაწერილა imho
ქართული ფენტეზის გამორჩეული ნიმუში, ოდნავ დაულაგებელი სიუჟეტით, ბევრი დამაბნეველი სახელით, მაგრამ ცნობადი, უცხო, ჭეშმარიტად ქართული და სასიამოვნო თხრობის სტილით. ალბათ ავტორს დიდი სამყარო ჰქონდა დაგეგმილი საკუთარი რუკებით, რასებით, ურჩხულებით და ა.შ. სამწუხაროდ არ დასცალდა... მთლიანობაში, მართლაც დასაფასებელი ნაშრომია, რასაც მეორედაც მივუბრუნდები.
ყველაზე კარგი, ჩემთვის, ამ წიგნში ნამდვილი ქართული გარემო იყო. კითხვისას ისეთი სიტყვები და წინადადებები მხვდებოდა, რომელიც შეუძლებელია, რომელიმე ნათარგმნი წიგნის ტექსტში შემხვედროდა. საუკეთესო ქართული ფენტეზია ნამდვილად. რაც შეეხება 4 ვარსკვლავს, ამის მიზეზი ისაა, რომ ისტორიის დეტალები სრულად ვერ გავიგე. ვფიქრობ, როგორც ვარსკვლავური ომების ტრილოგიის შემთხვევაში, რთულია პირველი ნაწილის შეფასება, თუ ყველას არ ნახავ, ისევეა ამ წიგნის შემთხვევაში. სამწუხაროა რომ მთლიანი ქრონიკები არ მაქვს წაკითხული, ალბათ ამიტომ გამიჭირდა მთლიანად სამყაროს აღქმა და ვერ გავიგე, მაგალითად კორბის ისტორიის ჩართვა რას ემსახურებოდა, სავარაუდოდ, რაიმე როლი ექნებოდა მთლიან ისტორიაში, მოკლედ 4 ვარსკვლავი მხოლოდ ამის გამო. აღფრთოვანებული ვარ გამოყრნებული სიტყვებით.