მამაჩემი კანდიდ ჩარკვიანი 14 წლის მანძილზე, 1938‑იდან 1952 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს და რეგულარულად ხვდებოდა სტალინს სხვადასხვა ვითარებაში. თავის საფუძვლიან მემუარულ ნაშრომში „განცდილი და ნააზრევი“ იგი მოგვითხრობს მისი დროის საბჭოთა საქართველოს ცხოვრების ყველა ასპექტის შესახებ და დეტალურად აღწერს სტალინთან შეხვედრების არაერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს.
ამ წიგნში თავმოყრილია ფრაგმენტები კანდიდ ჩარკვიანის მემუარებიდან, რომლებიც ყველაზე სრულად ახასიათებენ სტალინის რთულ და წინააღმდეგობრივ პიროვნებას მიუხედავად ორთოდოქსი მარქსისტი ავტორის აშკარა სიმპათიისა იოსებ სტალინისა და კომუნისტური წყობის მიმართ, მკითხველი უთუოდ შეიგრძნობს იმ სუსხიან ატმოსფეროს, რომელიც სუფევდა ზეცენტრალიზებულ, ერთი ადამიანის ნებას ტოტალურად დამორჩილებულ სახელმწიფოში. (გელა ჩარკვიანი)
მოგონებების 3/4 სტალინის ტრაკიდან დანახული სამყაროა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის შექმნის პროცესში დიდი ხნის მკვდარია, შთაბეჭდილება იქმნება, ბელადს რამე რომ არ ეწყინოს, მაინც მის საამებლად დაწერილ ისტორიებს ჰყვება ავტორი. მხოლოდ რამდენიმე ფაქტია ყურადსაღები და ისინიც ან გელა ჩარკვიანის სხვა წიგნებში ან კიდევ სხვა პიროვნებების მიერ მოყოლილი ამბებიდან მახსოვს.
გაცილებით საინტერესო იქნებოდა კანდიდ ჩარკვიანის აზრი 1921 წლის ოკუპაციაზე, აჯანყებების სისხლით ჩახშობებზე, იძულებით კოლექტივიზაციაზე, რეპრესიებსა და მეორე მსოფლიო ომის დროს 700k ქართველის გაწვევაზე, ანტისემიტიზმსა და სადავო ტერიტორიების მოწინააღმდეგე ქვეყნებისათვის გადაცემაზე.
სტატისტიკოსი თუ არ ხარ, რიგითი მკითხველისათვის ნაკლებად საინტერესოა რამდენი ტონა მანდარინის მოყვანა დაავალა მოსკოვმა საქართველოს და რამდენ ჰექტარზე უნდა დათესილიყო დატოტვილი ხორბალი.
ძალიან ცოტა რამაა აქ საინტერესო - ფაქტიურად არაფერი. ყოველ შემთხვევაში, თუ ავტორი გულწრფელია და არაფერს მალავს (რაც საეჭვოა, რა თქმა უნდა), გაცილებით მეტ დეტალს ელოდები იმ ადამიანისგან, რომელსაც უშუალო შეხება ქონდა სტალინთან და ფაქტიურად საქართველოს მმართველი იყო ამდენი წლის განმავლობაში, თანაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, თანც ბერიას მერე.