"ჩვენ არც დასავლეთი ვართ და არც აღმოსავლეთი. ვართ სამხრეთი. ხალხი არის სამხრეთელი...“ აქ, სამხრეთის უბანში, დენთის და პოეზიის სუნი ტრიალებს. როცა თბილისში ბავშვები ასფალტზე ცუდად დახაზულ კლასობანას თამაშობენ, მათი მამები აფხაზეთში, გაყიდულ ომში იბრძვიან.
ეს უფრო ესეისტური რომანია, რომლის პერსონაჟებსაც თითქოს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ. მონმარტრსა და პარიზიდან 30-იანი წლების საქართველოში გადავდივართ, ბოლოს კი 90-იან წლებში ვხვდებით.
კორტასარის ბუენოს-აირესული ღამეები, კამო და ისტორიიდან გამქრალი ექიმი კირშენბლატი, ომიდან დაბრუნებული მამის გამოგონილი მაკონდო... –
ეს ყველაფერი ახალგაზრდა მწერლის, მარი ბექაურის წიგნში გვხვდება; უბანში, სადაც პრეზიდენტზე ანეკდოტებს იგონებენ და მეზობელთან გადადიან ხახვის გამოსართმევად.
Mari Bekauri, born on 8 January 1990 in Tbilisi, Georgia. She graduated from Tbilisi State University with a specialization in psychology. She actively appeared in the literary arena in 2009 when her story "Sisters" was published. Following this, she was published in various literary publications.
At the 2009 "autumn Legend" competition her short story "The Laundry Blues" was esteemed by the Tbilisi City Hall committee. In The same competition in 2010, she was nominated the "Jury's Favourite" for the short story "Walls". She won the first prizes in the "Crane" 2010 literary competition and in the 2011 "Fresh Grass" literary festival. In 2012, the short story "Sisters" was included into the "Anthology of Georgian Prose" published in the U.S. under the title "Contemporary Georgian Fiction". Mari's short stories have been included into the "15 Best Short Stories of the Year" collection, published annually by Bakur Sulakauri Publishing in Tbilisi in 2009, 2010 and 2012. Her first short story collection "Electrogeneration" was published in 2012.
“სამხრეთის უბანი” რაღაცნაირი ისტორიაა. ცოტათი დაუჯერებელი,ცოტათი სასაცილო და ცოტათი ისეთი, გული რომ უნდა შეგუკუმშოს და აუცილებლად ფანჯრისკენ გაიხედო. ესაა ძალიან ლაღი და თავისუფალი,უწყვეტი თხრობა, სადაც რაღაცნაირად კორტასარი,ჯოკონდა,ჰოლანდია,ალბერტ ბანდურა და საქართველო ერთმანეთს უკავშირდება. საქართველო მართლა “სამხრეთის უბანია,” თავისი ქართული ზღაპრების არარეალური რეალურობითა და რაც მთავარია, თავისუფლების გიჟური სურნელით. უკვე ვიცი, რომ მარი ბექაური ჩემი საყვარელი თანამედროვე მწერალია.
ჩემი საყვარელი მუსიკოსის ჯიმ მორისონის გამოსახულების გამო წავიკითხე და ძალიანაც ვისიამოვნე. "This is the end Beautiful friend This is the end, My only friend, the end Of our elaborate plans, the end Of everything that stands, the end No safety or surprise, the end I'll never look into your eyes again".
უსაყვარლესი წიგნი. არ ველოდი დაწყებამდე ასე თუ მომაწონებდა თავს. მართლაც ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება ისეთია. სასიამოვნო საღამოს გასატარებლად ერთ-ერთი საუკეთესო.