Jump to ratings and reviews
Rate this book

ბიძია სევას ამბები

Rate this book
"მე გაგაცნობთ მას, ნამდვილ, ცოცხალ ბიძია სევას, უცნაურ კაცს, რომელსაც უყვარს თეთრი ბლის კომპოტი, ბევრი სიცილი და პატარა ბავშვები"...
ბიძია სევას უმცროსი მეგობარი, რვა წლის ცოტნე, სასაცილო და საოცარ ამბებს გვპირდება.
მაინც ვინ იყო ბიძია სევა?! – არ გეგონოს, რომ ის ან წიგნის სხვა გმირები ავტორმა გამოიგონა.
ბიძია სევა მართლა ცხოვრობდა ძველი თბილისის ერთ–ერთ უბანში, თითქმის მთელი ქალაქი იცნობდა და მართლა ისეთი მხიარული იყო, როგორც ამ წიგნშია.
დაუჯერე პატარა ცოტნეს, წაიკითხე მათი მეგობრობის მხიარული ისტორია, გაიცანი ბიძია სევა და არ ინანებ – ისევე გულიანად იცინებ, როგორც ცოტნე, მისი უმცროსი ძმა პაატა და მათი მშობლები იცინოდნენ.

160 pages

9 people are currently reading
75 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
30 (53%)
4 stars
16 (28%)
3 stars
9 (16%)
2 stars
1 (1%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Mariam Nats.
14 reviews1 follower
December 6, 2025
თითოეულ ჩვენგანს რომ ჰყოლოდა ბავშვობაში ერთი ბიძია სევა, ბევრად უფრო მხიარული და საინტერესო ბავშვობა გვექნებოდა.
საოცრად ადამიანური და ჯადოსნური პერსონაჟია.
ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაციები კი ძალიან ალამაზებს ამ წიგნს.
ბიძია სევა ყოველთვის ყურადღებით უსმენს ბავშვებს და მათ განცდებს სერიოზულად იღებს.
მას შეუძლია ყველაზე ჩვეულებრივი დღე პატარა საოცრებად გადააქციოს.
მასთან ბავშვები უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ თავს.
იცის, როგორ ასწავლოს რაღაცები თამაშ–თამაშით.
ბიძია სევა ის ადამიანია, რომელიც არასდროს ივიწყებს,როგორი იყო ბავშვობა.
მას შეუძლია იუმორით და სითბოთი გადაატანინოს ბავშვებს სირთულეები.
ბიძია სევას შინაგანად დიდი გული აქვს და ეს იგრძნობა ყველაფერში, რასაც აკეთებს.
ყველა მშობელს ვურჩევდი ამ წიგნის წაკითხვას და შემდეგ შვილისთვის/შვილებისთვის გაზიარებას.
Profile Image for Mao Vekua.
42 reviews1 follower
March 14, 2025
ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე კარგი და საინტერესო ნაწარმოებია სკოლის მოსწავლეებისთვის. დიდხანს ვეძებდი ისეთ წიგნს, რომლის კითხვის პროცესში მთელ კლასს ჩავრთავდი და ვფიქრობ, ვიპოვე. ძალიან სახალისო, სიყვარულით და სითბოთი სავსე ნაწარმოებია. გაგაცინებს, დაგასევდიანებს, არ მოგასვენებს. ერთი ამოსუნთქვით იკითხება და თან ბევრი სამსჯელო საკითხია, ამიტომაც საკლასო გარემოში სამუშაოდ მასწავლებლებისთვის კარგი მასალაა.
და ვისაც უბრალოდ დროის გაყვანა, მსუბუქი ნაწარმოები გინდათ, გირჩევთ.
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.