ცენზურა, როგორც წესი, ტოტალიტარული რეჟიმების პირმშოა. თუმცა იდეოლოგიურ ცენზორზე მკაცრი შეიძლება საზოგადოება, ან, თუნდაც, საკუთარი ეგო გამოდგეს. ამ, და ცენზურასთან დაკავშირებულ სხვა მრავალ საინტერესო თემას მიეძღვნა რადიოგადაცემების ციკლი "დიალოგი ცენზურაზე", რომლის ავტორი და წამყვანი ლაშა ბუღაძე სტუმრებთან ერთად მიმოიხილავს, რა როლს თამაშობს ადამიანის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ ცხოვრებაში ცენზურა, განვითარების რა ეტაპები განვლო ამ ფენომენმა და რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში.
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს რადიოგადაცემების ციკლის – "დიალოგი ცენზურაზე" – ბეჭდურ ვერსიას. გადაცემები გადიოდა რადიო "შოკოლადის" ეთერში 2013-1014 წლებში. პროექტი დაფინანსდა ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" მიერ. გადაცემების აუდიოვერსიის მოსმენა შესაძლებელია რადიო "შოკოლადის" ვებგვერდზე (www.shokoladi.ge).
Lasha Bugadze (Geogian: ლაშა ბუღაძე), born in Tbilisi in 1977 is a Georgian novelist and playwright. He graduated from I. Nikoladze Art College and Shota Rustaveli Theatre and Film Georgian State University, the Faculty of Drama and Ivane Javakhishvili Tbilisi State University, the Faculty of Art. He is the author of numerous novels and of plays that have been performed in many European cities. His works have been translated into French and English. Bugadze focuses his critical and ironic attention on inter-generational relationships and describes situations in which people fall victim to their prejudices, rigid ideas or stereotypes. He won the Russia and Caucasus Region category of the BBC International Radio Playwriting Competition in 2007 and one of the two top prizes in 2011 for his play The Navigator. Bugadze is a writer and presenter of literary programs broadcast on radio and TV by the Georgian public broadcaster. He is also a gifted cartoonist. He lives and works in Tbilisi.
ძალიან კარგი წიგნია, გადაცემებიც ძალიან მომეწონა და კრებულიც მშვენიერი გამოვიდა!
ერთადერთი რამაა, რაც მგონია, რომ უკეთ შეიძლებოდა გაკეთებულიყო: ზოგიერთ თემებზე მხოლოდ ერთი პოზიციიდან იყო დანახული და განხილული პრობლემა. კარგი იქნებოდა ვინმე საპირისპირო პოზიციის მქონე რესპოდენტიც ყოფილიყო.
ბოლო თავად კი 2010 წლის სტატიის („პირველი რუსის“ ამბავი) ჩართვა იყო მშვენიერი გადაწყვეტილება! კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ დღეს მთავარი ცენზორი არის მედია!