დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს.
1991-2001წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, პროფესორი. 2001-2006წწ. ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2004-2006წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს განათლების რეფორმის პროექტის - "ილია ჭავჭავაძე" დირექტორი. 2006 წლიდან არის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
საკანდიდატო დისერტაცია თემა - "ისტორიის ონტოლოგიური დაფუძნება მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფიაში", დაიცვა 1992 წელს, სადოქტორო დისერტაციის თემა - "ყოფიერების და ცნობიერების ესთეტიკა", დაიცვა 1997 წელს.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები 1992 - ქართულ-ფრანგული ინსტიტუტის მერაბ მამარდაშვილის სახელობის პრემია 1990 - საქართველოს პრეზიდენტის ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი ხარისხის სტიპენდიანტი