Georgian politician and diplomat. He served as First Secretary of the Georgian Communist Party (GPC), the de facto leader of Soviet Georgia from 1972 to 1985 and as Minister of Foreign Affairs of the Soviet Union from 1985 to 1991. Shevardnadze was responsible for many key decisions in Soviet foreign policy during the Gorbachev Era. Following the dissolution of the Soviet Union, he was President of Georgia (or in equivalent posts) from 1992 to 2003. He was forced to retire in 2003 as a consequence of the bloodless Rose Revolution.
ცოტა ხნის წინ, 2019 წლის 20-21 ივნისის ღამის მოვლენების შემდეგ, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება დაანონსდა - ნულოვანი ზღვარით. ამან ბევრს "იმელის" პარლამენტი გაახსენა, ამ მოგონებამ კი სოციალურ ქსელში მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გამოსვლები გააცოცხლა. ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ საქართველოს უახლესი ისტორია ძალიან ცუდად ვიცით მათ, ვინც უშუალოდ ვერ მოესწრო ამ პროცესებს. მეგობრების რჩევით გადავწყვიტე შევარდნაძის მემუარები წამეკითხა - ისტორია მისი ერთ-ერთი მთავარი მონაწილის პერსპექტივიდან დამენახა.
ჩემს ცნობიერებაში შევარდნაძესა და მისი პერიოდის საქართველოზე წარმოდგენები ძირითადად მცირე ასაკში ჩამოყალიბებული მოგონებებია. ოჯახის წევრების, სკოლის, დარდუბალას, ინტერნეტ იუმორისა და სხვა მსგავსი არააკადემიური წყაროებიდან მიღებული სტერეოტიპები - შერეული ბავშურ წარმოდგენებთან პოლიტიკის შესახებ - იმ გრძნობებში ჭარბობს, რომლებიც ამ პერიოდზე ფიქრისას მიჩნდება. არადა, დიდი მონდომებით ვსწავლობდი და ვსწავლობ პოლიტიკურ ფილოსოფიას, ისტორიას, სოციოლოგიას და მეტ-ნაკლებად აქტიურად ვარ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა, წიგნის დასაწყისისთანავე, კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, თუ რა დონეზე გაუაზრებელი მაქვს საქართველოს უახლესი ისტორია, რა დონეზე გაუაზრებელია ეს ჩვენს თაობაში - გაცილებით უკეთ ვიცით სხვა ქვეეყნების პოლიტიკური ისტორიები.
ამ თითქმის 500 გვერდიანი წიგნის კითხვის დროს აღმოვაჩინე, რომ ედუარდ შევარდნაძე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველი თანმიმდევრული ლიბერალი იყო. საბჭოთა საქართველოს კომუნისტურ პარტიაში დაწყებული გზიდან, საბჭოთა უმაღლეს პოლიტიკაში, აფხაზეთის კონფლიქტში, შემდეგ “იმელის” პარლამენტში და ბოლოს, კრწანისის რეზიდენციაში დამთავრებული გზის აღწერით თვალს ვადევნებთ შევარდნაძის, როგორც უშუალოდ პროცესებში ჩართული ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის თვალით დანახულ ისტორიას, მისეული პოლიტიკური და ისტორიული ანალიზით. შეიძლება, წიგნში ნათლად არ ჩანს, თუ რატომ და როგორ გადაიქცევა კომუნისტური პარტიის ბეჯითი კომუნისტი მოხელე დასავლური დემოკრატიისა და ლიბერალიზმის ერთგულ მსახურად, მაგრამ წიგნის კითხვისას ვხვდებით, რომ ეს გარდასახვა ნამდვილად მოხდა და იქვე შეიძლება ამის მიზეზების ამოკითხვაც. საბჭოთა კავშირის უმაღლესი პირის მიერ მარგარეტ ტეტჩერისადმი გამოთქმული სიმპათიები უფრო გაგაკვირვებთ, ვიდრე წიგნის დასაწყისში ახლაგაზრდა შევარდნაძის სტალინისადმი სიმპათიები, რომლებიც არც ისე დაფარულად არის მონათხრობი. პერესტროიკის დროინდელი საბჭოთა საგარეო პოლიტიკის შევარდნაძისეული გაგება და თხრობა საინტერესო თავსატეხს უჩენს პოლიტიკური მეცნირებით დაინტერესებულ მკითხველს. მართალია, წიგნში ნაკლებია თეორიული ანალიზი და მეტია პირადი შთაბეჭდილებები და განცდები, მაგრამ ეს ხომ მემუარებია და არა სამეცნიერო ნაშრომი.
რაც შეეხება შევარდნაძის მიერ შეფასებულ და დანახულ, პოსტ-საბჭოთა საქართველოში მისი დაბრუნების პერიოდს, აქ რამდენი მსგავსებაა მაშინდელ პოლარიზებულ საზოგადოებასა და დღენვადელს შორის, მათ შორის იმ კუთხით თუ რამდენად ცოტა გვახსოვს და ვიცით ამ თაობამ აღნიშნული პერიოდის შესახებ. არათუ ანალიზი, ფაქტების ცოდნაც კი მწირია. პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური მკვლელობები და ტერორისტული აქტები, სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფებები, ოდიოზური ფიგურები, სამხედრო კონფლიქტები და დაკარგული ტერიტორიები დღემდე ტრავმატული წერტილია, რომელზეც უბრალოდ არავინ არ საუბრობს და არც უნდა არავის საუბარი. ადამიანური და მორალური თვალსაზრისით, ვფიქრობ ეს წიგნი სხვა თუ არა იმ მინიმალურ ეთიკურ ნორმას მაინც აკმაყოფილებს, რომელსაც იმ ტრაგიკულ პერიოდში, როგორც ჩანს არავინ ითვალისწინებდა და ბევრი არც ახლა ითვალისწინებს: ცეცხლზე ნავთს არ ასხავს, კონფლიქტის გამწვავების ნაცვლად ცდილობს მის ჩაცხრობას - დიპლომატი იყო მაინც.
წიგნში ძალიან კარგად ჩანს, თუ რამდენად მყიფე შეიძლება იყოს სახელმწიფოებრიობა ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, როგორ გავიარეთ ბეწვის ხიდზე 1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების გზაზე. თუმცა, ამ მწარე გამოცდილებიდან ცოტა ვისწავლეთ. იმ დროისკენ გახედვა ბევრისთვის რთულია, ბევრისთვის უინტერესო ან უხერხულია. ზოგს სხვა მხრიდან უფრო ეიმედება გაკვეთილის მიღება, თუმცა ეს ჩვენი ისტორიაა, რომელსაც რაც უფრო დიდ ხანს ავარიდებთ თვალს, მით უფრო მეტად დავაყენებთ ჩვეენს საერთო საზოგადოებრივ ცხოვრებას რისკის ქვეშ. რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ შევარდნაძისადმი, ეს წიგნი ნამდვილად არის ღირსეული მცდელობა ამ თვალის გასწორებისა და მისი წაკითხვაც ნამდვილად სასარგებლო იქნება, განსაკუთრებით კი იმ თაობისთვის, ვისაც 90-იანებში შიმშილს ლამფის შუქზე ლამაზი ზღაპრებით გვავიწყებდნენ.
პ.ს. წიგნის ბოლოს, ის მომავალ თაობას მიმართავს, სადაც სასიამოვნოდ გამაკვირვა გლობალურ ტერორიზმთან ერთად, გლობალურ დათბობაზე დასმულმა აქცენტმა.
ჯამში საკმაოდ საინტერესო წიგნია. მართალია მელა რისი მელაა, ყველაფერი რომ სინამდვილე დაეწერა, მაგრამ მაინც წაიკითხავთ ძალიან ბევრ ისეთ ამბავს, რომელსაც მხოლოდ ედიკასგან მოისმენთ. ძალიან ბევრ საკვანძო მომენტზე საუბრობს და დამიჯერეთ, ღირს მისი თვალით დანახული მოვლენების წაკითხვა. ოღონდ კითხვისას წარმოიდგინეთ ედიკას ხმა და ტემბრი და მიმიკები, ბევრად უფრო გაამრავალფეროვნებს წაკითხულს :)
მართალია წიგნის პირველი ნახევარი (კომუნისტურ ეპოქაზე) სრულიად არაფრისმთქმელი ამბებია აბსოლუტურად არაფერზე, მაგრამ საქართველოში დაბრუნების ეპიზოდიდან ჩემთვის უფრო საინტერესო გახდა. მით უმეტეს, ჯაბას წიგნის პარალელურად ვკითხულობდი და წინააღმდეგობრივი ეპიზოდები ბევრს საუბრობს ორივე მათგანზე.
რა შეიძლება ითქვას ედიკაზე? გადაჭარბებულია მოსაზრებები როგორც მის ნიჭიერებაზე, ასევე მის უარყოფით როლზე საქართველოსთვის.
შევარდნაძის აღმასვლა საბჭოთა მმართველობაში ნებისყოფასა და შრომისმოყვარეობასთან გამიქსული ფარისევლობისა და მლიქვნელობის წყალობით მოხდა. წარმატებული მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში კი იმით იხსნება, რომ დასავლეთი იღებდა ყველაფერს მისგან, რაც უნდოდა, შევარდნაძე კი თმობდა და თმობდა, რადგან ეკიდა საბჭოთა კავშირის ძლიერება და პოზიციონირება. იმ ეტაპზე მისთვის მნიშვნ���ლოვანი სოციალური კაპიტალის შენება იყო.
შევარდნაძე არასოდერს არ ყოფილა ბოროტი, შურისმაძიებელი და მოკლევადიან მიზნებზე დახამებული. იყო მიმტევებელი, მშვიდობისმოყვარე და შორსმჭვრეტელი.
საბოლოო ჯამში, შევარდნაძე იყო კომუნისტისა და ლიბერალის ჰიბრიდი. ერთპიროვნული ძალუფლების გამტკიცების პარალელურად, მის დროს მედია და ოპოზიცია იდეალურ პირობებში იყვნენ. თუმცა საინტერესოა, ნუგზარ საჯაია რომ ჰყოლოდა 2003 -ში, სხვანაირად განვითარდებოდა თუ არა მოვლენები.
შევარდნაძის მთავარი დამსახურება მაინც ის არის, რომ მან წარმატებით შეასრულა ის მისია, რისთვისაც საქართველოში ჩამოვიდა - ქვეყანა იხსნა სამოქალაქო ომების მოჯადოებული წრისაგან და სახელმწიფოებრიობის კონტურები მოხაზა. მთავარი შეცდომა კი ალბათ კიტოვანია. ეშინოდა გამსახურდიას შეცდომის გამეორების და კიტოვანი თავის დროზე არ მოახრჩო, რისი შანსიც ჯაბას მიხედვით მას ჰქონდა და ისედაც ჩანს, რომ წინაზე გამოცდილებამ მეტისმეტად დააფრთხო. სწორედ ამ შეცდომას მოჰყვა მეორე და უფრო მძიმე შეცდომა - აფხაზეთი. დასაფასებელია, რომ აფხაზეთის ეპიზოდში გულწრფელად აღიარებს კიდევ ერთ ეპიზოდურ შეცდომას არძინბასთან მოლაპარაკების ხელიდან გაშვებასთან დაკავშირებით. მდგომარეობას მისი ძველი შეცდომაც ამძიმებდა, ელცინის წინააღმდეგ რომ ჰქონდა გალაშქრებული გორბაჩოვის დასაცავად.
ჩაისთან ერთად დაწერილი და წასაკითხი წიგნია. დინჯად, ფიქრით.
გული მწყდება, რომ აქამდე არ წავიკითხე. ნორმალურად არავინ ვიცით საქართველოს უახლესი ისტორია. 2024 წელია, ყველა ისევ ქუჩაში ვდგავართ, მაგრამ მაინც არ გვაქვს წარმოდგენა საქართველოზე.
გარდა იმისა, რომ ინფორმატიულია, საინტერესოა თვითონ შევარდნაძის გარდაქმნებიც. როგორ იყო სტალინის მოტრფიალე, როგორ გახდა პერესტროიკის მომხრე, როგორ მიიღო მონაწილეობა კედლის დანგრევაში, როგორ დაასრულა წიგნი გლობალური დათბობის საფრთხეზე საუბრით.
დიდი ფიგურა იყო ქართულ პოლიტიკაში. ალბათ ასეთი დიდი მოთამაშე დამოუკიდებლობის მოპოვების მერე აღარ გვყოლია.
წიგნი კარგია - საკუთარ სისუსტეებზეც გველაპარაკება და სიძლიერეზეც. მემუარებია, შესაბამისად მხოლოდ პირადი ინტერპრეტაციები და განცდები აქვს, მაგრამ მაინც კარგად იკითხება მისი როლი და მიზნები ქვეყნის თუ მსოფლიოს მიმართ.
მოკლედ, ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს, ვისაც აინტერესებს საქართველო.
ბევრი ცილისწამება და ლანძღვა-გინება იყო ბაბუს მიმართ პრეზიდენტობამდეც, პრეზიდენტობის შემდეგაც და, სამწუხაროდ, სიკვდილის შემდეგაც.
ბატონი ედუარდი არ ამბობს რომ რაც გააკეთა ყველაფერი კარგი ქნა და არც იმას ამბობს რომ რაც გააკეთა ყველაფერი ცუდი იყო.
ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით რა პერიოდში და როგორ საქართველოში მოუწია შევარდნაძეს დაბრუნება და სხვა თვალით შეხედავთ მის ცხოვრებას, უფრო ობიექტურად.
ძალიან საინტერესო იყო. სამწუხაროა, რომ 90-იანებისა და 2000-იანების საქართველოზე მეტი არ უწერია. არ მეყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს ამბები. ბევრად მეტის მოყოლა და გაზიარება შეეძლო, თუნდაც კიტოვანი-იოსელიანთან ურთიერთობებზე. ფაქტია, წიგნი უფრო საერთაშორისო საზოგადოებისთვის დაწერა, რომ მათ გაეგოთ მეტი შევარდნაძის ფიგურის შესახებ. გულწრფელობა და დეტალები აკლდა მოკლედ ბოლო წლების ისტორიებს - ისე კი, ძალიან საინტერესო იყო.
გულწრფელად მრცხვენია ამის აღიარების მაგრამ ისეთი ინტერესით ყვებოდა საბჭოთა კავშირზე და გორბაჩოვის იდეებზე რომ რაღაც მომენტში მინდოდა არ დანგრეულიყო ის ქვეყანა და შესაძლებლობა ქონოდათ იდეების განხორციელების. We listen we don’t judge