ამ წიგნში იმ დისკუსიების ტექსტური ვერსიებია თავმოყრილი, რომლებსაც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ერთი წლის მანძილზე გოეთეს ინსტიტუტში მართავდა. დისკუსიების თემა საბჭოთა წარსულის გააზრება გახლდათ და ბევრ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავდა - საბჭოთა მწერლობას, კინოს, არქიტექტურას, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ნაციონალიზმს, სტალინურ რეპრესიებსა და დეპორტაციებს, აკრძალულ ლიტერატურას, დისიდენტების მოღვაწეობას, საბჭოთა კავშირის დაშლას, ლუსტრაციის პოლიტიკას და იმ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 20 წლის დაგვიანებით - 2011 წელს მიიღო.
იყო როგორ ფრიად საინტერესო დისკუსიები, ასევე თითქმის არასაინტერესოებიც. მთლიანობაში საკმაოდ ნედლი, ცოტა მოუმზადებელი და ქაოტური შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ რაღაცა ახალიც გავიგე. ბევრი არა, მარა ეგეც საქმეა... არ ვიცი ეს ლაბორატორია აგრძელებს თუ არა მუშაობას, მაგრამ თუ აგრძელებენ, წარმატებებს ვუსურვებ და წესით უფრო და უფრო საინტერესო დისკუსიები უნდა გამოვიდეს დროთა განმავლობაში.