Jump to ratings and reviews
Rate this book

ვცადე

Rate this book
პირველი წიგნი, კაცმა რომ თქვას, დებიუტანტი ავტორის გაცნობისაა, სახელი და გვარი თუ დაგვამახსოვრა, უკვე დიდი საქმეა. ისეთი სადებიუტო კრებულებიც ვიცით, მართლა იშვიათი და საკვირველი ამბავი რომ უხარებიათ – ნამდვილი მწერლის დაბადების ამბავი. მე მგონი, არ უნდა მეშლებოდეს – ეს წიგნი ამგვარი შემთხვევაა. ამ ხუთი მოთხრობიდან ერთ-ერთი – ცა, ჩვენს ჟურნალში რომ დაიბეჭდა, მაშინ დავწერე: არილს ბევრი ახალგაზრდა გამოუყვანია ლიტერატურულ ასპარეზზე, მათგან საამაყოდ და თავის მოსაწონებლად რამდენიმე შემოგვრჩა და ისეთი ეჭვი მაქვს, ხვალ ივა ფეზუაშვილიც იმათ რიგში ჩადგება-მეთქი. ჩემდა სასიხარულოდ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიმტკიცდება ეს ეჭვი. (შადიმან შამანაძე) „გამორჩეულია“, „ორიგინალურია“, „კარგი იუმორი აქვს“, – ასე შევაფასეთ ჟიურის წევრებმა სტუდენტურ კონკურსზე პირველ საპრიზო ადგილზე გასული ივა ფეზუაშვილის მოთხრობა. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ივას ყოველი ახალი ტექსტის წაკითხვისას ვფიქრობდი, რომ ისინი წააგავდა კიბის საფეხურებს, კიბეს, რომელიც ცას უნდა მიადგა... და ცოტა ხანში ცაც გამოჩნდა, მოთხრობა, რომელმაც ტრადიციულად ჩამითრია, ჯერ ამბავს მომიყვა, დამაჯერა, მაცინა, გამაოცა და ბოლოს ისე მომიჭირა კისერში, მერე სადღაც გულთან, რომ მიწას დავხედე, ცას ავხედე და გავიფიქრე: „რა მაგარია, რომ ასე წერს!.." (თეონა დოლენჯაშვილი)

174 pages, Paperback

First published January 1, 2014

24 people want to read

About the author

Iva Fezuashvili

5 books23 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
9 (34%)
4 stars
13 (50%)
3 stars
3 (11%)
2 stars
1 (3%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 6 of 6 reviews
Profile Image for Tath.
36 reviews2 followers
March 9, 2023
ივას ნაწარმოებების კითხვა "უკუღმა" დავიწყე, ჯერ ბუნკერი, შემდეგ ფსკერის სახარება და ბოლოს ეს . ძალიან ცოტა მეგულება ქართველი თანამედროვე მწერალი რომელიც ასე ზუსტად და ასე შემზარავად გადმოსცემს ქართულ გულისამრევ რეალობას, წერის სტილი ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ♥️
მოკლედ, ველოდები მასკარაფონეს ♥️
Profile Image for Natia Morbedadze.
843 reviews83 followers
June 15, 2023
ამ კრებულით ივამ ცასავით დაზღვევის გარეშე გაიარა უწვრილეს თოკზე... ცადა და გამოუვიდა - ტრილოგიამდე ძალიან კარგი პატარა მოთხრობებით დაიწყო იმ რეალობის, ბინძური წარსულისა და აწმყოს ჩვენება, რომლის დავიწყება მომავალშიც იგივეს განმეორებას ნიშნავს...
Profile Image for Luka Khatiashvili.
98 reviews
Read
February 11, 2025
1. “ცა” , “კაია”
2. “მამაჩემი”
3.”ალჩუ”
4. “მარტივი მათემატიკა”
Profile Image for Sandro Mikeladze.
86 reviews3 followers
September 16, 2023
მოკლედ ეს კრებული ჩემთვის 3.5/5
მოვუყარე თავი ივას ყველა სერიოზულ დაფაბლიშებულ ტექსტს და ვგრძნობ, როგორ ვითარდება ეს ადამიანი ტექსტიდან ტექსტამდე. როგორ იხვეწება და როგორ ეძებს სწორ გზას სათქმელის ჩვენამდე მოსატანად.
ცა 5/5
მამაჩემი 2/5
ალჩუ 3/5
მარტივი მათემატიკა 5/5
კაია 3/5
Profile Image for Irma Mesablishvili.
16 reviews
August 6, 2022
ძალიან ვისიამოვნე 🥰🥰🥰
ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს გავიცანი ავტორი პირადად და ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რომ ასეთი საინტერესო ახალი მეგობარი შევიძინე.
Displaying 1 - 6 of 6 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.