მიხეილ ჯავახიშვილის ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობა ფსიქიატრისა და მისი პაციენტის ურთერთობის ამბავს მოგვითხრობს, რომლის ფონზეც იხსნება მოთხრობის ტრაგიკული კვანძი. ფსიქიატრი -ფრიდონ დარაშვილი ( მისი სახელისა და გვარის ფონეტიკური შედგენილობა ფროიდს გვახსენებს) შვილმკვდარ დედას, სიდონიას დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლებასა და განკურნებაში ეხმარება. მოთხრობის სპეციფიკიდან გამომდინარე, იგი ყოველთვის იყო მკითხველის, მათ შორის ფსიქიატრიისა და ფსიქოლოგიის სპეციალისტთა ყურადღების ობიექტი, მაგალითად, არსებობს ცნობილი ფსიქიატრის, ავლიპ ზურაბაშვილის მოსაზრებები ამ მოთხრობის გარშემო, სადაც ფსიქიატრი მიხეილ ჯავახიშვილის „გენიალურ ფსიქოლოგიზმზე“ საუბრობს და მას დოსტოევსკის ადარებს.
Mikheil Javakhishvili (Georgian: მიხეილ ჯავახიშვილი; other surname: Adamashvili, ადამაშვილი) (November 8, 1880 – September 30, 1937) was a Georgian novelist who is regarded as one of the top twentieth-century Georgian writers. His first story appeared in 1903, but then the writer lapsed into a long pause before returning to writing in the early 1920s. His recalcitrance to the Soviet ideological pressure cost him life: he was executed during Joseph Stalin's Great Purge and his writings were banned for nearly twenty years. In the words of the modern British scholar of Russian and Georgian literature, Donald Rayfield, "his vivid story-telling, straight in medias res, his buoyant humour, subtle irony, and moral courage merit comparison with those of Stendhal, Guy de Maupassant, and Emile Zola. In modern Georgian prose only Konstantine Gamsakhurdia could aspire to the same international level."[1]
უძლიერესი ფსიქოლოგიური მოთხრობაა და ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ნაწარმოები.
"შენ მიწა უბედურ ქვეყნად მიგაჩნია, ზეცა კი- სამოთხედ. აი, აქა სცდები, სიდონი. აქ არის შენი სენის სათავე. მე კი გეუბნები: მარტო მიწაზეა ჭირიც და ლხინიც, ჭმუნვაც და სიხარულიც, სიცოცხლეც და სიკვდილიც. იქ კი - შენგან მოგონილ ცაში - არც ერთია, არც მეორე, არც მესამე. იქ არაფერია, სრულებით არაფერი - გარდა ისევ შენგნითვე შეთითხნილ სიცრუისა."
ქართველ კლასიკოსებს საოცრად გამოსდით ქალის პერსონაჟის შექმნა. რამდენადაც არ მწამს და არ მჯერა ბევრი უცხოელი მწერლის ქალი პერსონაჟების, იმდენად გული შემტკივა და მიჩუყდება ქართველი ავტორების პერსონაჟებზე. ეს ნაწარმოებიც არ არის გამონაკლისი - ერთ ამოსუნთქვაზე რომ წაიკითხავ და ამავდროულად რომ დაგანგრევს.
ქართულ ლიტერატურაში თითზე ჩამოსათვლელი გვყავს განათლებული მწერლები-ანუ, ისეთები, ვინც გამუდმებით მუშაობდა საკუთარ თავზე, ეცნობოდა და ითვისებდა ახალ თემატიკას და გადაჰქონდა ლიტერატურაში. მიხეილ ჯავახიშვილი ასეთ მწერლებს მიეკუთვნება და ეს მოთხრობაც ამის დასტურია. მე მგონი, არათუ ქართულ, მსოფლიო ლიტერატურაშიც არ იქნება ბევრი ისეთი ნაწარმოები, სადაც პაციენტის და ფსიქიატრის ურთიერთობა ასე იქნება ასახული. სიმბოლოებიც არის ნაწარმოებში, თუნდაც იგივე კურდღელი - რომელიც ერთი მხრივ, უმწეობის და შიშის განსახიერებაა. სიდონიას აშინებს წარსული, რცხვენია მისი და უფრთხის მის გახსენებას, იმიტომ, რომ იცის - არ შეუძლია, რომ თავიდან დააბრუნოს დრო და შეცვალოს ის წინაპირობები, რამაც მისი ბავშვის სიკვდილი გამოიწვია. მეორე მხრივ კი, კურდღელი იმ ადამიანის სახსოვარია, ვინც ამ ყველაფრისაკენ უბიძგა ქალს... ბოლო სცენა ექიმის და პაციენტის ერთობლივი გამარჯვებაა. სიდონიამ დათრგუნა შიში, გადააბიჯა წარსულს, ხოლო, ბიძინა და კურდღელი კი ერთად გაქრნენ მისი ცხოვრებიდან.
"შენ მიწა უბედურ ქვეყნად მიგაჩნია, ზეცა კი - სამოთხედ. აქ არის შენი სენის სათავე. მარტო მიწაზეა ჭირიც და ლხინიც, ჭმუნვაც და სიხარულიც, სიცოცხლეც და სიკვდილიც. იქ კი - შენგან გამოგონილ ცაში - სრულებით არაფერი - გარდა ისევ შენგნითვე შეთითხნილ სიცრუისა."
შენ მიწა უბედურ ქვეყნად მიგაჩნია, ზეცა კი- სამოთხედ. აი, აქა სცდები, სიდონი. აქ არის შენი სენის სათავე. მე კი გეუბნები: მარტო მიწაზეა ჭირიც და ლხინიც, ჭმუნვაც და სიხარულიც, სიცოცხლეც და სიკვდილიც. იქ კი - შენგან მოგონილ ცაში - არც ერთია, არც მეორე, არც მესამე. იქ არაფერია, სრულებით არაფერი - გარდა ისევ შენგნითვე შეთითხნილ
სხვა სამყაროდან იყო ეს კაცი. "შენ მიწა უბედურ ქვეყნად მიგაჩნია, ზეცა კი - სამოთხედ. აი, აქა სცდები, სიდონი. აქ არის შენი სენის სათავე. მე კი გეუბნები: მარტო მიწაზეა ჭირიც და ლხინიც, ჭმუნვაც და სიხარულიც, სიცოცხლეც და სიკვდილიც. იქ კი - შენგან მოგონილ ცაში - არც ერთია, არც მეორე, არც მესამე. იქ არაფერია, სრულებით არაფერი - გარდა ისევ შენგნითვე შეთითხნილ სიცრუისა."
ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობა რაც კი წამიკითხავს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა ენაზე გავამახვილო ყურადღება. ტექსტი ულამაზესად არის გადმოცემული და ჯერ ასე მარტივად არ წარმომიდგენია გარემო წიგნის კითხვისას.
“რადგან იშვიათი საღამო იყო, მაძღარი მთვარე ცის შუაგულში დასეირნობდა და სარკმლიდან, კარიდან და ფიცრულ კედლებიდანაც კი დასდევდა ისედაც შეფიცხებულ სიდონიას.”
ეს ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ნაწილი იყო. მთავარ პერსონაჟს, სიდო��იას, თავიდანვე ეტყობა, თუ რაოდენ კომპლექსური ადამიანია. მიუხედავად იმ უსაზღვრო ბრალისა, რომელიც მას მიუძღვის, გული ვერ მიმდის იქამდე, რომ იგი ბოლომდე გავაკრიტიკო. დედობა რთული საქმეა, მრავალი ქალი ყოვლად იდენტობას კარგავს, რათა დედა გახდეს. სიდონიასთვის კი ეს რთული იყო. ახალგაზრდა ქალისათვის, რომელიც ამ საქმისა და პასუხისმგებლობისთვის გამოჭრილი არ არის.
მასში საკუთარ თავს ვხედავ და ალბათ არც თუ ისე სახარბიელოა, მაგრამ ის თავის მართლება, ზიზღი და აუტანლობა საკუთარი თავისადმი, დანაშაულის უკიდურესი გრძნობა, ეს ის რაღაცებია, რასაც ძალიან კარგად ვიცნობ. თუმცა, ფრიდონს ვეთანხმები, რომ ამ გრძნობებისაგან დამალვა და ცხოვრებისაგან დისოციაცია არ არის სწორი გზა. ყველანი ვცხოვრობთ იმ პრობლემებთან, რომლებიც ჩვენვე შევუქმენით საკუთარ თავს. არჩევნები, რომლებიც გავაკეთეთ და შეცდომები, რომლებიც დავუშვით.
ფრიდონის პერსონაჟი ასევე ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, გარდა პირადი ინტრესისა, კარიერული ინტერესიც დიდ როლს თამაშობს ამაში. უცნაური მიდგომა ჰქონდა მას, რა თქმა უნდა, ყოვლად განსხვავებული დღევანდელობისაგან, თუმცა ფაქტი, რომ ასეთ მიდგომებს შევხვედრივარ ჩემს პროფესორებშიც [რაც დიდად გასაკვირი არც არის], მეტწილად სახალისო იყო.
ერთი სიტყვით, აღარ ვიცი, ვინ უფრო მეტად მებრალება ამ წიგნში. ვაღიარებ, დასასრული იმდენად გრანდიოზული არ იყო, როგორსაც ველოდი, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს წიგნი მაინც ადგილს დაიკავებს, ჩემს ფავორიტებს შორის.
[ “მაგრამ ძილის მაგივრად ისევ ლაპარაკობს, რადგან მხოლოდ ლაპარაკით-ღა ჰლამობს შიშსა და ლანდების დაფრთხობას, რომლებიც ბუზებივით ეხვევიან და ფუტკრებივით ჰკბენენ.”
ეს ისე. ამ ადგილზე A Little Life გამახსენდა და ჯუდის შედარება. საინტერესოა პარალელი ტრამვებსა და მწერებს შორის.]
This entire review has been hidden because of spoilers.
ვფიქრობდი რა დავწერო მეთქი და ბოლოს მივხვდი,რომ ვერაფერსაც ვერ დავწერ. ვერაფერს, იმის გარდა, რომ გენიალური მოთხრობაა და ჯავახიშვილი კიდევ უმაგრესი მწერალი. სულ ესაა
მთელი მოთხრობა ვკვდებოდი. მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი ქართველი პროზაიკოსია ჯავახიშვილი. პ.ს. ბებიაჩემი ყველაზე მაგარი ქალია ამხელა ტკივილს რომ გაუძლო...
ახლა დავამთავრე ეს სულის შემხუთავი მოთხრობა. ძალიან ძლიერი და კარგი ფსიქოლოგიური ნაწარმოებია. ჯავახიშვილს მადლობა რომ ეს პატარა, 80 გვერდიანი ტკივილი დაგვიტოვა! შეუძლებელია უემოციოდ წაიკითხო, შეუძლებელია და თუ მაინც წაიკითხე და არ შეგიწუხა გული მაშინ ადამიანი არ ხარ.
როგორ კარგად არის პანაშვიდის სცენა აღწერილი! მუდამ მაღიზიანებდა ამ დროს იქ მყოფი ხალხის ბაასი და ერთმანეთში ჭორაობა. ასეთ დროსაც იმის თავი რომ აქვთ რო ვიღაც გაკიცხონ!
შვილის სიკვდილი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სასჯელია ამ ქვეყანაზე და ყველაზე რთული ლოდია რომლის ტარებაც მხოლოდ შვილმკვდარ მშობელს უწევს და ვერასდროს ვერავინ გაიგებს მას თუ თავადაც არ გამოუცდია.
ხშირია ასეთ დროს სხვა რეალობის შექმნა, რადგან აწმყოში არაფერია წარსულის ნანგრევების გარდა, წარსულის ტკივილების გარდა. სიზმრებში ცხოვრება იქ სადაც ისევ ერთად ხართ, სადაც ზამბახებს ისევ ერთად რწყავთ ბევრად ჯობია…
თუმცა გამოღვიძება საჭიროა! უნდა გამოიღვიძო და თავჩაღუნულმა მოითმინო არსებობა. უნდა იგრძნო ტკივილი, მოკვდე და თავიდან დაიბადო.
საერთოდ ყველამ უნდა წაიკითხოს! საერთოდ ყველას გირჩევთ!
“ისევ მარტო ხარ სანთლის გარშემო და მხოლოდ სულით გრძნობ არსებობას იმის, ვინც შენთვის აღარ არსებობს” <\\3 ოთარ ჭილაძის ეს ლექსი გამახსენდა…
“ამიტომ სჯობია, რომ შენვე დაუბრუნდე სინამდვილეს, რეალურს, დაყრუებულთა, ბრმათა და განდეგილთათვის იგი გარდუვალია, მოუტეხავი, ბძლეთა-მძლე და შეუნდობარი, ხოლო მორჩილთა და თვალხილულთათვის იგი ლმობიერია, მისანდობარი და ერთგული.”
ბერძენიშვილი ტყუილა არ იძახის ჯავახიშვილი ერთ–ერთი ყველაზე დიდი ქართველი მწერალია(პროზაიკოსი) თუ საერთოდ საუკეთესო არაო.. და მეც არ ვიძახი ტყუილა, რომ ამ კაცს რომ დასცლოდა, დღეს რეალიზმის ჟანრში ბევრი უფრო მაგარი რომანი გვექნებოდა.. საერთოდ ასეთი ტიპის მწერლები(თუნდაც დოსტოევსკი), ცხოვრების და შემოქმედების ბოლოს წერენ ე.წ. magnum opus–ებს, შესაბამისად კაცს რომელმაც ცამეტ წელიწადში 6 რომანი და ათეულობით ბრწყინვალე მოთხრობა შექმნა, რა თქმა უნდა ორი ამდენს კიდევ დაგვიტოვებდა სულ ცოტა კიდევ ათი–თხუთმეტი წელიც რომ ეცოცხლა.. დასანანია ნამდვილად.
ვფიქრობ , ეს წიგნი ისეთ ადამიანებს მოეწონებათ,ვისაც სტკივათ, ვინც განიცდის რაღაც ძალიან მძიმეს. მგონია,მიხეილის მიზანია, რეალიზმი და ილუზიები გავმიჯნოთ, გავიაზროთ, რომ ყველა გაჭირვება გადალახვადია , რომ ცხოვრებას მუდამ შეგვიძლია შევმატოთ ჭრელი ფერები.
ლაკონურად რომ ითქვას ძალიან მძიმე. ფსიქოლოგიურად დანაწევრებული, ადამიანის პორტრეტი. უიმედობის ზენიტი. "უცნობი ქალის წერილს" რომ ვკითხულობდი მაშინ მქონდა კითხვისას მსგავსი განცდა, მაგრამ ეჭვგარეშეა ეს გადაწონის სიმძიმით. თითქოს შემსწრე ხარ უშუალოდ მოვლენის.