Jump to ratings and reviews
Rate this book

სიბრძნის სიმფონია

Rate this book
"ამ წიგნს შვიდასამდე ავტორი ჰყავს. ესაა ბრძენთა კრებული. მათი ლაკონური ნააზრები ძმობის დუღაბით კრავს მარად ძველი და მარად ახალი სიბრძნის საგანძურს, სულიერად და გონებრივად ამაღლებს, აწრთობს, აძლიერებს და სრულყოფს.

მოაზროვნე ადამიანი ქვეყნის პირველი საოცრებაა. აზროვნების უზენაესი გამოხატულება მახვილგონიერებაა. აფორიზმი მახვილგონიერების სასინჯი ქვაა. ყოველ ჭეშმარიტ მოაზროვნეს აქვს თავისი აფორიზმი. ეს ტრადიცია მუდამ იყო ჩვენშიც და უნდა გაგრძელდეს მომავალშიც.

გამოჩენილ ადამიანთა რჩეული აზრების, ციტატების, აფორიზმების, ფრთიანი თქმების ყოველი რამდენადმე სრული კრებული სწორედ სიბრძნის სიმფონიად გვესახება. მრავალფეროვანი და მდიდარია ეს საგანძური."

816 pages, Hardcover

First published September 1, 1989

7 people are currently reading
172 people want to read

About the author

Akaki Gelovani

13 books8 followers
მწერალი, მთარგმნელი. ესეების, ნარკვევების, პოპულარული ბროშურების ავტორი.

პირველი ნაწარმოები 14 წლისამ გამოაქვეყნა. მესტიის პედაგოგიური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1953 წლიდან სისიტემატურად ბეჭდავდა ლექსებს, მოთხრობებს, რომანებს. აღსანიშნავია წიგნი მსოფლიო ხელოვნების კორიფეებზე „მარად ცოცხალი ხელოვნება“. აკაკი გელოვანმა თარგმნა შ. ცვაიგის „მაგალანი“ და „დიდი ბალზაკი“, ჰ. ლაქსნესის „ისლანდიის ზარი“, ფ. ბოდენშტედტის „ათას ერთი დღე აღმოსავლეთში“, ა. გრიფიუსის „ქეთევან ქართველი“, რ. შუდერის „მიჯაჭვული ტიტანი“, გ. შვაბის „ოქროს საწმისი“ და სხვა. აკაკი გელოვანი ესეების, ნარკვევების, პოპულარული ბროშურების ავტორია. 1983 წელს გამოსცა მის მიერ შედგენილი ვრცელი მოთოლოგიური ლექსიკონი. მისი მოთხრობა „ჰუჯაბი- ქართული ტაძარი“ გამოიცა ხუთ ენაზე.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
26 (74%)
4 stars
2 (5%)
3 stars
3 (8%)
2 stars
1 (2%)
1 star
3 (8%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews50 followers
August 29, 2015
ეს ისეთი წიგნია - აი ბავშვობაში რაღაცის წაკითხვა რომ გინდა და სულ თვალში რომ გხვდება, მაგრამ შორიდან უვლი, თითქოს გრძნობ - ჯერ ალბათ ადრეა. ოღონდ ერთხელაც გადმოიღებ, ცალი თვალით ჩაიხედავ... ო, სურათებიც ყოფილა! და აბზაცებიც ძალიან ბევრია და საერთოდ - თითქმის სულ აბზაცებია და იწყება და იწყება.

აფორიზმების კრებული თითქოს რა უნდა იყოს ისეტი, მაგრამ ჩემთვის ეს წიგნი იყო ალბათ რეალური სამყაროს შეცნობის უპირველესი წყარო. კი, მანამდე წაკითხულ წიგნებში ბევრია გეოგრაფიაც, ისტორიაც, ბიოგრაფიებიც და ა.შ. მაგრამ, ეს აი ნამდვილია რა... შესავალი ნუ ხო, კაი მაგრამ მერე ეგრევე როგორ იწყება:

ეგვიპტე

"ო, დიდო ოსირის!.. მომეცი გზა მზისკენ! ღმერთი-მფარველი წარმოსთქვამს სიტყვებს, რომელნიც ალაგმავენ დამღუპველებს, რომელნიც იხსნიან დაღუპვისგან იმას, ვინც მოვიდა". მიცვალებულთა წიგნი.

ხოდა, მიდი და გაუძალიანდი ეხლა ასეთ რამეს... და მოდის და მოდის, მოაქ და მოაქ! ანტიკაო, ბიზანტიური პოეზიაო, სპარსული პოეზიაო, ჩინეთიო, ინდოეთიო - რა გინდა სულო და გულო. დაჟე მაქრსიზმის კლასიკოსებიო... ქართული სიბრძნეო. მოკლედ ეგაა, მეტი რაღა ქნას?
Profile Image for Zura Gurgenishvili.
3 reviews1 follower
March 17, 2018
აუ ეს წიგნი მქონდა და ვიღაცამ დამიკარგა. სანთლით ვეძებ. ვინმეს თუ გაქვთ, მომყიდეთ პლს.
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.