"ჩემი აპოლოგია" ვუდი ალენის, თანამედროვე ამერიკელი მწერლის, სცენარისტის, მსახიობისა და რეჟისორის მოთხრობების სრული კრებულია, რომელშიც თავმოყრილია 1971-1980 წლებში შექმნილი 46 ნაწარმოები. ამ მოთხრობებს, ზოგი რომ პირველი სენდვიჩის შექმნის ისტორიას მოგვითხრობს და ზოგი - სლენგის წარმოშობისას, აერთიანებთ ვუდი ალენის დახვეწილი, ნატიფი, ინტელექტუალური იუმორი.
Noted American actor, screenwriter, and filmmaker Woody Allen, originally Allen Stewart Konigsberg explored the neuroses of the urban middle class in comedies of manners, such as Annie Hall (1977) and Deconstructing Harry (1997).
This director, jazz musician, and playwright thrice won Academy Award. His large body of work mixes satire, wit and humor in the most respected and prolific cerebral style in the modern era. Allen directs also in the majority of his movies. For inspiration, Allen draws heavily on literature, philosophy, psychology, Judaism, European cinema, and city of New York, where he lives.
"...ჩემი ცოლი გაგიჟდება, თუ გაიგებს, რომ ინტელექტუალურად ვერ მაკმაყოფილებს."
არავინ მკითხავს, მაგრამ თუ მაინც მკითხავთ - გეტყვით, რომ შესანიშნავია მისი დამოკიდებულება ყოფით ცხოვრებაზე. ის იცნობს გოეთეს, დოსტოევსკს, კამიუს, სარტრს, რომ არაფერი ვთქვათ ძველ ბერძნულ ტრაგედიებზე და მაინც ვერაფრით ახერხებს საბეჭდ მანქანაში მელნის ჩასხმას - ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ამას დღემდე ჩემი მოახლე აკეთებსო. ამიტომ რაღა დარჩენია, უნდა იხუმროს, თან, ამ ყველაფრის ფონზე, აბსურდულად. თან იმდენად, რომ აბსურდისტიაო შეიძლება იფიქრო :)
"ადამიანს არ შეუძლია თავისი სიკვდილი გადაიტანოს, თან კი იღიღინოს"
"განა უბრალოდ ღმერთი არ არსებობს, შაბათ-კვირას ხელოსანსაც ვერ იშოვი."
წიგნის ფესტივალზე, რამოდენიმე წლის წინათ, (შეიძლება ერთი წლის წინათაც) ერთი ცოტა მოპუტკუნო, თუმცა მაღალი და საკუთარ თავში დარწმუნებული კონსულნტანტი, მამაკაცი, ძლიერ ცდილობდა ჩემს დარწმუნებას, ამ წიგნის შეძენის და მისი ინტელექტუალური ფასეულობის ჩვენებას. (რეკონსტრუქცია)
- ეს ვუდი ალენის საუკეთესო მოთხრობების კრებულია, მერაბ ნინიძეს ბიოგრაფიასთან ერთად წაიღე, დამიჯერე არაფერს დაკარგავ, - ვა ვუდი ალენი? მოთხრობებს წერს? არ ვიცოდი - კი წერს და თან როგორს? ეს საუკეთესო საჩუქარია ძვირფასი ადამიანებისათვის - რა ღირს? - 6.50 - მჰმ, და ვუდი ალენის რამე ფილმი გაქვთ ნანახი? - დამიჯერე, აი რაც ფილმებშია იმაზე უკეთესი წერა აქვს - ჩემი გრძნობა ვერ იმეტებს ჯიბის ფულს ამ წიგნზე - რატომ? არ გიყვარს ვუდი ალენი? - ვუდი? გრანტ ვუდი მიყვარს, აი ვუდი ალენი... - რატომ? - კორეელი გოგონა იშვილა ვუდის მეუღლემ და სრულწლოვანებისას ვუდიმ მასზე იქორწინა... ანუ საკუთარ ნაშვილებთან იქორწინა -... ხო ეგ ცუდია, არ ვიცოდი - მერე სასამართლომ აუკრძალა ვუდის სხვა ნაშვილებ შვილებთან მიკარება 200 მეტრის მანძილზე - კაი აღარ გინდა ეს წიგნი, მომეცი - მერაბ ნინიძე შემიფუთეთ, ბავშვს ვერ ვაჩუქებ ვუდი ალენის წიგნს, ხო გესმის? - ინებეთ, კი მესმის - მადლობა, წარმატებული დღე
ეს კაცი გიჟია! :)) მართალია ყველა ჩანახატზე ვერ ვიხალისე, მაგრამ იყო რამდენიმე გამორჩეული, მაგლითად "ჩემი აპოლიოგია" მადამ ბოვარის ამბავი. ღმერთის მკვლელობა და ფილოსოფიური გამომძიებლობა, ზეინტელექტუალური მეძავები და ა.შ.