ფრანსუაზ საგანი დაიბადა 1935 წელს საფრანგეთში. 18 წლის იყო საგანი, როცა პირველი რომანი - „სალამი, სევდავ!“ გამოაქვეყნა. რომანს დიდი წარმატება ხვდა წილად, ითარგმნა მრავალ ენაზე და „კრიტიკოსების“ ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. მალე საგანმა კიდევ რამდენიმე რომანი გამოსცა: „ერთი თვის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ“, „გიყვართ ბრამსი?“, „საოცარი ღრუბლები“ და სხვა. ყველა რომანში მოცემულია ფრანგი ახალგაზრდობის ერთი წრის ცხოვრება - მოწყენილი, უპერსპექტივო და უიმედო.
Born Françoise Quoirez, Sagan grew up in a French Catholic, bourgeois family. She was an independent thinker and avid reader as a young girl, and upon failing her examinations for continuing at the Sorbonne, she became a writer.
She went to her family's home in the south of France and wrote her first novel, Bonjour Tristesse, at age 18. She submitted it to Editions Juillard in January 1954 and it was published that March. Later that year, She won the Prix des Critiques for Bonjour Tristesse.
She chose "Sagan" as her pen name because she liked the sound of it and also liked the reference to the Prince and Princesse de Sagan, 19th century Parisians, who are said to be the basis of some of Marcel Proust's characters.
She was known for her love of drinking, gambling, and fast driving. Her habit of driving fast was moderated after a serious car accident in 1957 involving her Aston Martin while she was living in Milly, France.
Sagan was twice married and divorced, and subsequently maintained several long-term lesbian relationships. First married in 1958 to Guy Schoeller, a publisher, they divorced in 1960, and she was then married to Robert James Westhoff, an American ceramicist and sculptor, from 1962 to 63. She had one son, Denis, from her second marriage.
She won the Prix de Monaco in 1984 in recognition of all of her work.
ერთადერთი წიგნია, რომელიც 10-ზე მეტჯერ მაქვს წაკითხული, რაც მხოლოდ იმის ბრალი არ უნდა იყოს, რომ მოცულობით პატარაა. აქვს ამ წიგნს რაღაც, რაც მახსენდება ხშირად და მეძახის. შემაშინებელი, ჩემთვის ერთდროულად უცხო და სრულიად გასაგები, ნაცნობი ატმოსფერო შექმნა ფრანსუაზ საგანმა ამ მცირე რომანში. ისეთი პატარა, ძნელად გამოსაჭერი დეტალები აქვს დაჭერილი და აღწერილი, რომ სხვა ტექსტების წაკითხვის გარეშეც ოსტატია ჩემთვის. ზოგჯერ სრულიად უმიზეზოდ მომაგონდება ხოლმე, სიმონის ნივთები რომ ყველგან იყო მიყრილი, რომ იქნებ არც არაფერი გადახდენია და უბრალოდ 25 წლისაა, პოლის კვირადღის შევსებას როგორ ცდილობს როჟე ფიქრებით, პოლი პირველად რომ "დაინახავს" სიმონს, მანქანაში ტირილისას მინის საწმენდს რომ ჩართავს, მანქანაც რომ პატარაა და ჩაჯდომისას სულ წინდა ეხევა, "ჩვენ" რომ მუდამ როჟეს გულისხმობს, სიმონის "განაჩენი" და კიდევ რამდენი... უამრავი, უამრავი წვრილმანია, რომლებიც ნაღმებივით ფეთქდება ტექსტში და მარწმუნებს, რომ ტყუილად არ მიყვარს ასეთი სიყვარულით. "გიყვართ ბრამსი?" კი ის შეკითხვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება (ჯერჯერობით მგონი 5 ან 6 (შვიდი ხომ არა?) წელია გასული პირველი წაკითხვიდან და ფაქტია, მახსოვს) და რატომაც მემახსოვრება, ეგ მგონია ამ რომანის მთავარი მოტივიც, სათქმელიც და დედააზრიც. ვიცი, რომ უამრავი უკეთესი ტექსტი დაწერილა, თან აქ, ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერი ხდება და ამის გაზეპირებას იმ სხვა ტექსტების კითხვა ჯობია, მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებს. მიყვარს ეს წიგნი. ბავშვობიდან შემორჩენილ იშვიათ სიყვარულთაგანია.
მე დიდად არ მიყვარს ბრამსი, მაგრამ მიყვარს კარგად ნაცნობი, მრავალჯერ ნანახი თუ წაკითხული პარიზული ამბები; მიყვარს იაფფასიანი ღვინის და სიგარეტის სუნად ამყრალებული, უაღრესად მელანქოლიური პერსონაჟები; მარად გაუგებრობაში მყოფნი, რაციონალურობისგან დაცლილნი და დღევანდელი დღით მცხოვრებნი…
ულამაზესი რამეა.💌 "ბრამსი" სწორ დროს წავიკითხე, გაზაფხულზე. ისეთი სასიამოვნო და თანაც იმედიანი, სევდიანია. საგანი არაჩვეულებრივად აღწერს ქალის ფიქრებსა და განცდებს. რომ არ იცოდე, რომ ქალის ნაწერია, მაინც მარტივად გაარჩევ.
"სალამი, სევდად", ეს ზაფხულში, საღამოს, მზის ჩასვლის წინ პლაჟზე, ან გვიან, აივანზე რომ აგრილდება ხოლმე, მაშინ წასაკითხი რომანია. ულამაზესია, საოცარი ფერები და შედარებებია. პირდაპირ ზღვას და მცხუნვარე ქვიშას გრძნობ. ფრანგული გემოვნება და დახვეწილობაა ყველგან. ფილმიც საოცრად კარგია გადაღებული. ერთ ფრაზას მივაქციე ყურადღება - "ახლაღა მივხვდი, რომ ცოცხალ, მგრძნობიარე არსებას დავესხი თავს და არა რაიმეს ცნებას." სესილ🫂
“განა ამ ჩვენს არეულ ცხოვრებაში ერთადერთი პატიოსნება ის არ არის, მთელი გულით გიყვარდეს ვიღაც და ბედნიერება მიანიჭო, თუნდაც ამისთვის შენი სანუკვარი შეხედულებების უარყოფა მოგიხდეს?!”
ისე არაფერი მაშინებს როგორც მარტოობა. ალბათ ყველა ასეა. ოღონდ არავის არ უნდა აღიაროს. მე კი ყოგჯერ ლამის ვიბღავლო: მეშინია! მეშინია! შემიყვარეთ!
სჯობს დიდმა მიზეზმა გაგაუბედუროს, ვიდრე პატარამ გაგაბედნიეროს!
ამგვარი თქმა: "არ მინდა გული გატკინოთ"... იმედს არამც და არამც არ წარუკვეთს არავის, იგი მეტწილად ფრჩხილებში ჩაისმის უშუალოდ რომანის წინ ან რომანის შემდეგ...
სარკიდან იმ ქალის სახე უმზერდა, რომელსაც ეს-ეს არის უთხრეს, მიყვარხარო.
ამ წიგნმა anxiety დამმართა. პირდაპირ ნათელი მაგალითი იმის,რომ ადამიანთა უმრავლესობას მიდრეკილება აქვა ტოქსიკური სასიყვარულო ურთიერთობებისადმი და ამის გარეშე უბრალოდ ვერ არსებობენ. ნერვები მომიშალა,მაგრამ ძალიან მაგარია და რა ვუყო,5/5.
არეული შეგრძნებები დამიტოვა, აზრს მოწყვეტილი იყო ორი ნაწარმოების ერთად შეკვრა, მაგრამ საბოლოოდ ერთ აზრამდე მიმიყვანა ადამიანი ყოველთვის იმ ფაზაში დაბრუნდება რითითაც დაიწყო.
This is my first book of Sagan that I've read and I loved it. Simon loved Paule with his whole heart. He literally loved her like crazy, but Roger and Paule couldn't live without each other even though they weren't happy. They were miserable together. But Paule still chose him instead of Simon. I was hoping that Paule and Simon would stay together but I still loved the ending. It was more real. Sagan is a great writer.
არდადეგებზე საკითხავად მშვენიერი წიგნია. მსუბუქი, ფრანგული რომანი. დასასრული მოსალოდნელი იყო. ქალის თითქოს გესმის და თან კატეგორიულად ეწინააღმდეგები. მოკლედ, ნორმალური ნაწარმოებია. ოდნავ უფრო კარგი, თუმცა განსაკუთრებული არაფერი.
"მარტოობაზე საშინელი განაჩენი არაფერია. პირადად მე, ისე არაფერი მაშინებს, როგორც მარტოობა. ალბათ ყველა ასეა, ოღონდ არავის უნდა, აღიაროს. მე კი ზოგჯერ ლამის ვიბღავლო:მეშინია, მეშინია, შემიყვარეთ.