წიგნში განხილულია: ფუტკრების ცხოვრება; ყვავილების საზრიანობა; ტერმიტებისა და ჭიანჭველების ცხოვრება მათ ბუნებრივ პირობებში. თუკი მწერების - ფუტკრების, ტერმიტების, ჭიანჭველების - დაკვირვება მეცნიერულ სიბრტყეში ხდება, მაშინ ისიც არანაკლებ თვალსაჩინოა, რომ ფაუნისა და ფლორის ამ ჩაძიებას მწერალი მიჰყავს ფუნდამენტურ საკითხამდე, ესაა სიცოცხლისა და ცხოვრების საიდუმლო.
Maurice Polydore Marie Bernard Maeterlinck (also called Count Maeterlinck from 1932) was a Belgian playwright, poet, and essayist who was a Fleming, but wrote in French.
He was awarded the Nobel Prize in Literature in 1911 "in appreciation of his many-sided literary activities, and especially of his dramatic works, which are distinguished by a wealth of imagination and by a poetic fancy, which reveals, sometimes in the guise of a fairy tale, a deep inspiration, while in a mysterious way they appeal to the readers' own feelings and stimulate their imaginations".
The main themes in his work are death and the meaning of life. His plays form an important part of the Symbolist movement.
ფუტკრები, ყვავილები, ტერმიტები და ჭიანჭველები, მიყვები და ეცნობი ამ თანმიმდევრობით მეტერლინკის ნატურფილოსოფიას და დასასრულს, ეს პაწია, "უსულო" არსებები შენი სხეულის ნაწილებად გადაგექცევიან. მეტერლინკს სამყაროს სისავსე შემოაქვს ადამიანის სულში. ეს რაღაცნაირი დანაწევრებულობა, განცალკევებულობა ერთიანდება, თუმდაც მცირე დროით, წიგნის კითხვისას და დაკარგული თვითრწმენა, ბუნების ერთიან, კეთილ მამოძრავებელ ძალად გარდაისახება, რომლის ნაწილს, აბსოლუტური ფლორა და ფაუნა, ადამიანის ჩათვლით, შეადგენს.