Jump to ratings and reviews
Rate this book

ანწუხელიძე- ომის ნამსხვრევები

Rate this book
90-იანი წლების სისხლიანი დაპირისპირება აფხაზეთსა და შიდა ქართლში, 2008 წლის აგვისტოს ომი, ფერფლად ქცეული ქართული სოფლები, მიძინებული ჭრილობები... რუსულ იმპერიალიზმთან ორ საუკუნეზე მეტ ხანს გაუნელებელი ომის უახლესი ნაკვალევი, სახელები, ამბები და ტკივილები, რომლებიც ცალკეული ადამიანების მეხსიერებაშია შემორჩენილი, კოლექტიური მეხსიერების კუთვნილება ხდება. „ანწუხელიძე. ომის ნამსხვრევები“ წარმოუდგენელი ძალის წიგნია ომში ჩაბმულ რიგით ადამიანებზე, რომლებსაც განგებამ და გარემოებებმა განუსაზღვრეს ისტორიული მისია – ეჩვენებინათ ინდივიდუალური წინააღმდეგობის ძალა და საქართველოს ბედმა თუ უბედობამ შვა ათასობით უსახელო გმირი და დააწერინა მწერალს ერთგულების, თავგანწირვისა და უდრეკობის ასობით მაგალითის დამტევი და იმის იმედით გაჟღენთილი წიგნი, რომ გმირები, რომლებიც აქამდე დაიხოცნენ, კიდევ მოვლენ! და მარად ცოცხალი იქნება გიორგი ანწუხელიძე – თავისუფალი და გაუტეხელი საქართველოს იდეის განსახიერება.

312 pages, Paperback

Published January 1, 2026

Loading...
Loading...

About the author

Giorgi Kekelidze

24 books43 followers
Giorgi Kekelidze (Georgian: გიორგი კეკელიძე) is a Georgian poet, essayist and the founder of the first Georgian digital library lib.ge. Since March 2012 he is a General Director of the National Parliamentary Library of Georgia.

Born in Ozurgeti, Giorgi Kekelidze graduated from the Department of Philology at Tbilisi State University with Master's degree in Humanitarian Sciences. From 2006 to 2008 he worked at the penal Institution of Rustavi as a teacher of the Georgian language and literature. Since 2009, he has presented various literary-critical programs at different radio stations. From 2010 he is a literary columnist for the popular magazine Tabula. He delivers lectures on Classical literature at the Free University of Tbilisi. Since 2012 he hosts a literary show "Interpretation" on the Akhali Arkhi television channel.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
4 (100%)
4 stars
0 (0%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 3 of 3 reviews
11 reviews
November 11, 2026
ეს არ არის წიგნი, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავ, ამისთვის რამდენიმე დღეა საჭირო, რადგან ემოციურად იმდენად მძიმეა, რომ ერთი ისტორიიდან მეორეზე გადასვლისას ღრმად ჩასუნთქვა და მცირე პაუზაა საჭირო.
ეს არის ცოცხალი, დაუმუშავებელი ტკივილის ისტორიები, რომელთა წაკითხვისასაც ხშირად გიჭირს გაიაზრო, რომ ეს ყველაფერი გამოგონილი არ არის და თითოეული ამბის მიღმა რეალური ადამიანების ცხოვრება დგას. ადამიანების, რომელთათვისაც ომი ისტორიის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი თავი კი არა, მთელი ცხოვრების ტრაგედია აღმოჩნდა.
კითხვის დასრულების შემდეგ აცნობიერებ, რომ ომი მხოლოდ წარსულში მომხდარი მოვლენა არ არის. ის არ მთავრდება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტით. ის გრძელდება და ცოცხლობს გადარჩენილთა მოგონებებში, დაკარგულ ახლობლებში, დანგრეულ სახლებში და იმ მუდმივ ტკივილში, რომელიც თაობებს დაჰყვება.
ეს ისტორიები, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, გვიჩვენებს რუსეთის ოკუპაციისა და ომის დროს ჩადენილ სასტიკ ქმედებებს - მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვას, დევნილობას, ოჯახების განადგურებას.
წიგნის სათაურიც სიმბოლურია. გიორგი ანწუხელიძის სახელი იმ ათასობით ცნობილი თუ უცნობი ადამიანის სიმბოლოდ იქცა, რომლებმაც მტრის წინაშე ღირსება არ დათმეს. მისი თავგანწირვა ის ხაზია, რომელიც ამ მძიმე ამბებს ერთ ეროვნულ მეხსიერებად აკავშირებს.
როგორც ისტორიკოსს, მინდა აღვნიშნო, რომ სახელმძღვანელოებში ძირითადად თარიღებს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, სამხედრო მანევრებსა და გეოპოლიტიკურ კონტექსტს ვკითხულობთ. ეს წიგნი კი ავსებს იმ უზარმაზარ სიცარიელეს, რასაც სტატისტიკა ვერ იტევს. ის გვიჩვენებს ისტორიის ადამიანურ ფასს. როდესაც კონკრეტული ადამიანის მონათხრობს კითხულობ იმის შესახებ, თუ როგორ ტოვებდა საკუთარ სახლს, ისტორია წყვეტს იყოს აბსტრაქტული - ის ცოცხლდება და კონკრეტულ სახეს იძენს.
ამიტომაც არის ასეთი წიგნების არსებობა მნიშვნელოვანი, რომ ომი მხოლოდ თარიღებად, ბრძოლებად და ისტორიულ მოვლენებად არ დაგვრჩეს და არ დაგვავიწყდეს ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც ამ ისტორიის ნაწილი გახდა. ზოგჯერ ყველაზე დიდი უსამართლობა მხოლოდ ის კი არ არის, რაც ადამიანებს გადახდათ თავს, არამედ ისიც, რომ დროთა განმავლობაში მათი ტკივილი შეიძლება უბრალო სტატისტიკად იქცეს.

მადლობა ავტორს ამ ისტორიების შეგროვებისა და ჩვენამდე მოტანისთვის!
Profile Image for Natia Morbedadze.
970 reviews91 followers
November 8, 2026
ეს წიგნი ყველა ოჯახში უნდა იყოს და თუ ოდესმე სასოწარკვეთა შეგვიპყრობს, შემოგვეპარება ფიქრი, რომ ასეთ მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლა არ ღირს, გავიხსენოთ ომგამოვლილი ადამიანების ნამდვილი ისტორიები. აუტანლად მტკივნეული იქნება, მაგრამ მაინც გავიხსნათ ოდნავ პირშეკრული ჭრილობები, სისხლი და ცრემლი დავღვაროთ ფურცლებზე და ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეების წინაშე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა თუ ბედნიერების ფასად იბრძოლეს ოკუპანტის წინააღმდეგ. ომმა ნამსხვრევებად აქცია მათი ცხოვრება, მაგრამ დანაბება გულშიც არ გაუვლიათ. ანწუხელიძის (კრებითად) დროშა არასდროს გათელილა. ის ამაყად ფრიალებდა, ფრიალებს და იფრიალებს.
Displaying 1 - 3 of 3 reviews