„ეს წიგნი დავწერე ყველა გოგოსთვის, ვინც იბრძვის, ცხოვრობს და წინ მიიწევს, ყველა გოგოსთვის, ვისაც ხშირად უფიქრია, რომ მეტი აღარ შეუძლია და, მიუხედავად ამისა, მხრებში გამართულს გაუგრძელებია გზა, ვისაც ბევრჯერ დაუძლევია შიში და არასოდეს უთქვამს უარი საკუთარ თავზე. „ქალაქი წყალზე“ დავწერე ყველა ბიჭისთვის, ვისაც ჰყოფნის სიყვარული, ამბიცია და სიამაყე, გვერდით ძლიერი გოგო ჰყავდეს, თუმცა, ალბათ, იმ ბიჭებისთვისაც დავწერე, რომლებსაც სწორი არჩევანის გასაკეთებლად, ბიძგი სჭირდებათ. უფრო მეტიც - დავწერე იმ ბიჭებისთვისაც, ვინც მცდაი ნაბიჯი უკვე გადადგა.“ სალომე ბენიძე
რამდენიმე წლის შემდეგ დავიწყე ხელახლა და პირველი ორი თავის მეტს ვერ გავუძელი. რა სიკვდილს დიდი მკერდი და დაბერილი ტუჩები ჰქონდა, უფალო. სიზმარში უფრო ლამაზი რომ ვიყავი იმიტომ ვუყვარდი დანიელსო?💀და თან მერე ამბობს ძლიერ ქალებზე დავწერეო. ქალს ესიზმრება როგორ კვდება და “ვიგრძენი, როგორ დაისვენა სხეულმა და მზის მიმართულებით განაგრძო სვლა. იქით, სადაც ვერასდროს შეხვდებოდა დანიელს და მის ახალ სიყვარულს, ჩემს სიკვდილს.”💀უკომენტაროდ. ბებიას ბაბუა რომ სცემდა მთელი ცხოვრება და ამას მაინც იმდენად უყვარდა რომ მოკვდა კი არ გაუხარდა მოძალადე რომ მოიშორა, თურმე “ქმრის გარდაცვალებიდან შვიდი წლის თავზე გაუბედავს ბებიას ნოტების გახსენება”💀 ამის მეტს ვეღარ ვუძლებ. ეს არ არის ძლიერ ქალებზე დაწერილი წიგნი, არც ლიტერატურული ღირებულება აქვს, კარგი ალაგ-ალაგ ლამაზი წინადადებები არის, მაგრამ მე იდეურად ქალების ასეთ დამამცირებელ წიგნს ვერ მოვიწონებ.
და ამდენი ხნის მერე , ძლივს დავუბრუნდი წიგნებს და გუდრიდს.დაბრუნებაც ასეთი უნდა.
არ ვიცი სხვებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თუ არა მთვარეს და ოქროსფერ/მზისფერ ფერს. თუმცა ჩემთვის აქვს. და რაც უფრო ხშირად მხვდებოდა ორივე,მით უფრო ვრწმუნდებოდი რომ ეს წიგნი არის მხოლოდ ჩემთვის,მაგრამ თან ყველასთვის. ყველასთვის და თან არავისთვის. ახლაც თან დამსდევს ფორთოხლის,ალუბლის,კოწახურის და ლიმონის სუნი. ამ წიგნმა დამამშვიდა. სალომე კი არის წარმოუდგენელი. იმედია მალე ახალი წიგნით გაგვახარებს.
ლიდია - მიყვარს მისი მზისფერი თმა. მიყვარს როგორ უყვარს მთვარე.მიყვარს როგორ უცაბედად წასცდებოდა სიცილი. მიყვარს როგორ უყვარს ზღვა და თუ როგორ არ სჭრიდება პირისპირ დადგომა,წყლის ხმის შესაცნობად. მიყვარს როგორ უყვარდა ბავშვობაში ავად ყოფნა.როგორ აწვენდა ირენე უზარმაზარ აუზში,როგორ ტივტივებდა და ისმენდა ირენეს სიმღერას. ლიდია არ იყო ჩვეულებრივი გოგონა.
ეფი - ჯერ არ ვიცი მიყვარს თუ არა.მაგრამ მასში ის მიყვარს ,რომ ჯერ კიდევ მისთვის უცნობ დედას წერს გულღია წერილებს. ნეტავ მართლა რას იზამდა ეფის მამა სხვა ქალის ქმარი რომ ყოფილიყო? დაივიწყებდა? "საკუთარ დედას რომ არ იცნობ,ხანდახან ესეც კარგი ყოფილა" ეფი ჩემთვის ამოუცნობი დარჩა.
ილარია "და მე ვიყავი წყალი რომელიც იქცა გუბედ და დადგა" არ ვიცი ილარია უნდა შემეცოდოს თუ არა.მაგრამ მგონი ეს გრძნობა მაინც მეუფლება.მისი რა ბრალი იყო ზღვამ რომ მოიტანა? სწორედაც რომ არ იყო.
ელენა მიყვარს მისი ლიმონის კოწახურისა და ალუბლის სურნელი. მისი გამჭვირვალე ვარდისფერი კაბა.მიყვარს როგორ უყვარდა და როგორ იღებავდა კოწახურით ტუჩებს.ის იყო საიდუმლოება. ერთი დიდი საიდუმლოება.
კატარინა თავიდანვე ვიცოდი რომ განსაკუთრებული იქნებოდა. გოგონა,რომელსაც უყვარდა კაქტუსები, ეშინოდა ტბებისა და ზღვების,რადგან მიიჩნევდა,რომ ის რაც მუდამ ერთ ადგილას დგას, სანდო არ არის.ერთადერთი,რაც კატარინამ მოუშინაურა იყო მდინარე.მიყვარს მისი ჭრელი თვალები და თეთრი თმები. კატარინას ტბის ეშინოდა.საბოლოოდ კი თავად იქცა ტბად.
მარია მარიამ იმიტომ მომხიბლა , რომ ის მართლაც არავის ჰგავს.მომწონს რომ საკუთარი თავი არ ყავდა ნანახი და ის რომ მხოლოდ სარკეს ნატრობდა თან სევდიანი იყო თან არა.ალბათ ოდესმე მეც შევიგრძნობ მზის სუნს.
"მარტოობა სასჯელია, რომელიც მუდამ გაყინული ფეხებით უნდა მოიხადო."
"ჩადგა წყალში შიშველი,ბადეშემოხვეული და დაკვრა დაიწყო.მთვარის შუქით ევსებოდა თვალები და ძილში იძირებოდა"
"როცა მან ჩემში შემოაღწია,მთვარე გადიდდა,გადიდდა და ცას გადაეფარა"
"ყველა გოგოს შეუძლია იყოს ქალღმერთი თუ მოინდომებს"
ეს წიგნი გავდა ჩემს სიზმრებს.. რომლებსაც თითქმის ყოველ ღამე ვხედავ. და თითქმის ყოველ ღამევე მავიწყდება. უბრალოდ მათ არსებობას ვგრძნობ, სადღაც კანქვეშ.. არვიცი რა ვთქვა.. ალბათ ყველა გოგომ უნდა წაიკითხოს , არა, ყველამ არა. მარტოობა მოშინაურებულმა გოგოებმა. გამორიცხულია ვერ იპოვოს საკუთარი თუნდაც უმცირესი ისეთ თვისება, რომელიც მიჩქმალული აქვს ყოველდღიური ცხოვრებიდან და თვიტონაც ვერ უსწორებს თვალს. დიახაც. ეს საოცარი წიგნია ზღვებზე,გემებზე, ფორთოხლებზე, ბრიწეულისსუნიან ბედნიერ დღეებზე, თევზებზესევდაზე, მიტოვებაზეც და გოგოებზე, რომლელთაც მიუხედავად ყველაფრისა მხრები არ ჩამოყარეს საკუთარი ცრემლებისგან თავადვე განიწმინდნენ და იშვნენ.
თურმე ბათუმში არის ძალიან კარგი წიგნების მაღაზია - წიგნები ბათუმში. ქონიათ თავისი გამომცემლობაც, ორიენტირებული ფანტასტიკა/ფენტეზიზე. შემთხვევით მოვხვდი და ნახევარი ხელფასის წიგნებიც შემომეყიდა, ხალხიც კარგი, ფასებიც მისაღები (სკიდკაც გამიკეთეს, ერთი მაჩუქეს კიდეც), წიგნების დიდი არჩევანი, სიტუაციაც გადასარევი, ისიც გამეხარდა რომ თურმე მალე თბილისში აპირებენ ფილიალის გახსნას... მაგრამ, კინაღამ წყალში ჩაყარეს ყველაფერი, როცა ეს წიგნი მირჩიეს. ზოგადად რა თქმა უნდა ყველა წიგნს ყავს თავისი მკითხველი, როგორც ასეთი ცუდი წიგნი არ არსებობს, ისევე როგორც რეალურად არ არსებობს რაიმე "ობიექტური" აზრი და შეხედულება ნებისმიერ თემაზე, მაგრამ როცა ხედავ და აღნიშნავ, რომ ადამიანმა იყიდა ნიცშე, სოლჟენიცინი, შალამოვი, ბულგაკოვი, ბენკსი, კაფკა, დოსტოევსკი და გეკითხება რაიმე საინტერესო ქართული ხომ არ გაქვთო - სალომე ბენიძე რატომ უნდა ურჩიო? :) მეც ბრმად ვენდე. მაგრამ, ძალიან ძალიან კაი ახალგაზრდები იყვნენ ფრიად, ისწავლიან.
თვითონ წიგნი კი რა გითხრათ აბა - მოკლე მიმოხილვაშიც წერია, ავტორიც ხაზგასმით წერს რომ ეს წიგნი ჩემთვის, ჩემი მეგობრებისთვის და ყველა შეყვარებული გოგოსთვის დავწერეო და რადგან არც ავტორი ვარ, არც მისი მეგობარი და არც შეყვარებული გოგო - არ მომეწონა. ა, ხო კიდე იმ ბიჭებისთვისაცო "ვინც მცდარი ნაბიჯი უკვე გადადგა"-ო :) ეტყობა ჯერ არ გადამიდგია.
მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ ამაზე გაცილებით ცუდი წიგნებიც არსებობს, მოკრძალებული და სუბიექტური აზრით, რა თქმა უნდა!
P.S. ავტორს Herta Müller-ის კარგად წაკითხვას ვურჩევდი - მე მომწონს თუ არ მომწო��ს (არ მომწონს!), ძალიან მაგარი მწერალია და მისგან ბევრის სწავლა შეიძლება.
UPDATE (ერთ-ერთი რევიუს ჩემივე კომენტარიდან): პირველ რიგში ხაზს ვუსვამ, რომ გამოვდივარ პრეტენზიული მკითხველის ძალიან სუბიექტური პოზიციიდან და ამ წიგნის "ობიექტურ ხარისხზე" ვერაფერს ვიტყვი, თუ შეიძლება საერთოდ ასეთი რამე არსებობდეს ბუნებაში.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ წიგნში მთავარია უფრო ფორმა, ვიდრე შენაარსი, რადგან არაფერ ისეთ საინტერესო, ახალ, ამაღელვებელ ან უჩვეულო ამბავს არ ყვება, მუთ უმეტეს ისეთს, რომელიც რამეს გასწავლის ადამიანს, ისეთს, რაც მანამდე არ იცოდი. ამიტომ, შინაარსის კუთხით - არაფერი ფაქტიურად.
რაც შეეხება ფორმას - ეს ნამდვილად არ არის სტანდარტული, მაგრამ არც ეს ფორმა გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებული სიახლით - დიდად ვერ ვერკვევი ჟანრების ონტოლოგიაში, მარა რაღაცა მისტიკური (ფსევდო)რეალიზმის მსგავსი რამაა. ამ ასეთი რამეები ბევრი არ მაქვს წაითხული, მაგრამ სხვა ავტორებიდან Herta Müller მომაგონა, არც ჰერტა მიულერი მომწონს, რაღა დაგიმალოთ, მაგრამ მის შემთხვევაში ეს ფორმა არის 1. ძალიან მაგარი და 2. მასში შეფუთულია საინტერესო ამბავი. "ქალაქი წყალზე" კი არის ფორმა ფორმისთვის, ლამაზი შესაფუთი ქაღალდი (რაც თავისთავად სულაც არაა ცუდი), მაგრამ მასში შინაარსი არაა შეფუთული. კიბატონო, არსებობს ისეთი ჟანრებიც, სადაც ფორმაა თვითონ საინტერესო, მაგრამ ეს არაა ის შემთხვევაა, აქ პოეზიაც ცოტაა და ნუ მოკლედ არაა დადაიზმი :D
რაც შეეხება იმას, რომ ასეთი კარგი რევიუებია, ეს უბრალოდ ემოციური კონიუნკტურაა და არა მხოლოდ ამიტომ, მაგრამ ამიტომაც მგონია, რომ არაა გამორიცხული სალომე ბენიძემ უახლოეს მომავალში რაიმე ლიტერატურულ კონკურსში რაიმე ნომინაცია მოიგოს.
ხოლო სიზმარ-ცხადის ზღვარზე სიარული აქ ფრიად მიამიტურია, ძალიან. ჩემთვის მაგის ეტალონი ბორის ვიანია, ცოტაც კაფკა და ნუ პელევინიც ცოტათი.
მაგრამ, ასეთი წიგნი რომ დაწერა ქართველმა ავტორმა რა თქმა უნდა ძალიან კარგია და ვუსურვებ წარმატებებს!
ისეთი წიგნია, შენ თავში ეჭვი რო გეპარება და ყველანაირ ეჭვს გაგიქრობს. ისე კარგად იკითხება 2-3 საათში ისრუტავ მთელ ინფორმაციას და ამბავს. არ მეგონა ამხელა გავლენას თუ მოახდენდა მაგრამ ძაააალიან კარგია ❤️
როდესაც ფიჭვების ქალაქიდან მონაბერმა საამოდ გრილმა ნიავმა ბეტონის ჯუნგლების ნაცრისფერ კანიონებს ჩამოუქროლა, რევიუს ავტორმა გადაწყვიტა, პირველ რიგში საკუთარ თავთან ყოფილიყო მართალი. მიმომხილველს ახსოვდა, რომ როდესაც ჯერ კიდევ მიწიდან ახლად ამოწვერილი ნორჩი ნერგი იყო, იმთავითვე ცუდ გუნებაზე აყენებდა წიგნებში განფენილი ბუნების აღწერები და მხატვრული შედარებები, კითხულობდა მათ და შემდეგ მუდამ სწუხდა ამაზე, მაგრამ წლიდან წლამდე, მრავალი რგოლის მომატების და საბოლოოდ გახევების შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ერთი წიგნისთვის საკმარისზე მეტი იხილა და რევიუს წერას მიჰყო ხელი. მიმომხილველის სახლში მზე ორჯერ შემოანათებდა ხოლმე. განთიადისას, სიფრიფანა თეთრ ფარდებს მზის სხივები ოქროსფრად აათამაშებდნენ ხოლმე და მიმომხილველს დილიდანვე ცუდ ხასიათზე აღვიძებდნენ. აი მიმწუხრის ჟამს კი, როდესაც დედა ვარსკვლავი დასავლეთის ქარაფებს ეფარებოდა, მეზობლის ფანჯრიდან არეკლილი ოქროს სხივები მეორედ შეანათებდნენ მის ოთახში და გონს აუმღვრევდნენ, დააეჭვებდნენ, თუმცა ის ხვდებოდა, რომ მზის ანარეკლი სხივებით მის ფანჯრის რაფაზე მდგარი ნორჩი ყლორტები ვერ გაიხარებდნენ.
“ყველა გოგოს შეუძლია გახდეს ქალღმერთი, თუ მოინდომებს” - ყველა მწერალსაც შეუძლია გახდეს კარგი მწერალი, თუ ძაან მოინდომებს და ყოველ მეორე წინადადებაში მხატვრულ სახეს არ გამოიყენებს ^_^
თუ გგონიათ ვიცი რაუნდა ვთქვა ძალიან ცდებით მხოლოდ რამდენიმე ფრაზას ამოვიღებ და გეტყვით რომ ყველამ უნდა წაიკითხოს ეს წიგნი "მე ვიყავი ზღვა, რომელიც დაშრა" "შენ წყლის შვილი ხარ , შენი სიკვდილი შეუძლებელია" "ყველა გოგოს შეუძლია ,იყოს ქალღმერთი , თუ მოინდომებს..."
ეს წიგნი მესამედ წავიკითხე და მხოლოდ ახლაღა გადავწყვიტე რივიუს დაწერა. პირველი წაკითხვისასაც 5 ვარსკვლავი დავუწერე და დარწმუნებული ვარ შემდეგ წაკითხვებზეც, და დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთხელ წავიკითხავ, არ მოვაკლებ. მოკლედ, ეს წიგნი არის ძლიერ, დამოუკიდებელ, ლამაზ, კეთილ, ნიჭიერ გოგონებზე, რომლებმაც ნამდვილი სიყვარული შეიგრძნეს, მაგრამ საკმარისად ვერ შეიყვარეს, უღალატეს, იმედები გაუცრუეს, მიატოვეს დაისე დაინგრნენ და გაუფერულდნენ, რომ დაავიწყდათ საკუთარი ძლიერება, დამოუკიდებლობა, სილამაზე, სიკეთე და ნიჭიერება, არადა, ყველაზე ნაკლებად კაცების ვალიდაციაზეა დამოკიდებული მათი ეს თვისებები. წიგნს, თავისთავად, ასდის ფორთოხლის, კოწახურის, ლიმნის და სხვათა სურნელი, მაგრამ მაინც გაჟღენთილია მარილიანი ცრემლებითა და ზღვის გემოთი. ჩემთვის ყოველთვის სიმბოლური იყო ზღვა, მთვარე და მზე, რაც ამ წიგნში მრავლადაა და ყველა პერსონაჟს დაჰყვება. ალბათ სალომე ჩვენთვისაც და წიგნში ყველა გოგოსთვისაც ცდილობდა ეთქვა: არა, შენი სილამაზეზე არაა დამოკიდებული კაცს როგორ ეყვარება. არც სიძლიერეზე, და არც იმაზე შენ რამდენად გეყვარება ის. მთავარია ჩვენს თავში დავძლიოთ შიშები, ვიპოვოთ ზღვის ფსკერამდე ჩასასვლელი ძალა და ჩვენც, ანასავით მივხვდებით "ჩვენ - გოგოები, ვიყავით იურატე, რადგან ყველა გოგოს შეუძლია, იყოს ქალღმერთი, თუ მოინდომებს."
პირდაპირ წიგნი წაიკითხეთ, თორემ რივიუები რომ ნახოთ შეიძლება იმხელა მოლოდინი გაგიჩნდეთ, ვერასდროს ვერც ერთ წიგნზე რომ ვერ გაამართლებს :დ ლამაზად დაწერილი წიგნია, ზღაპრულ-სიურეალისტურ ქალაქში მომხდარ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ და ამავე დროს დაკავშირებულ პერსონაჟებზე. წაკითხვამდე მეგონა ცოტა "ფემინისტური" წიგნი იყო "ძლიერ. დამოუკიდებელ" ქალებზე, ნუ ესეც რივიუებიდან, ���აგრამ კითხვისას პირიქით მომეჩვენა. ისტორიები მაინც კაცებთან ყოფნის ბედნიერებას ან ვერ ყოფნის უბედურებას უტრიალებდა გარშემო, მომენტებში ცოტა პათეტიკურადაც მეჩვენებოდა, "ნუ გეშინია, მე შენთან ვარ" ესეთი რომანტიკული, ნოუთბუქისეული მომენტებით. თუმცა ესეც ყველა პერსონაჟს/ამბავს არ ეხება, ზოგი ამბავი მთელი თავისი ჯადოსნურობით უფრო ემოციური, კომპლექსური და მრავალმხრივი იყო. მთლიანობაში ამ წიგნის ფორმა და წერის სტილი მართლა კარგია, ზოგადად ამ მწერლის ნაწერები მომწონს ხოლმე, ამიტომ მიუხედავად იმისა რომ ამ დებიუტით არ აღვფრთოვანდი დიდი ინტერესით ველოდები შემდეგს.
"ერთი ღამით შეყვარებაც სიყვარულია. მითუმეტეს , სიყვარულია სამი თვით , სამი კვირითაც და სამი დღით შეყვარება. ასე გადავწყვიტე. სხვა გზა არა მაქვს. თეოდორეს ვუყვარდი." სულ მაგიჟებდა ეფის ეს წერილი . ალბათ კიდევ ბევჯერ დავუბრუნდები წიგნს რომელიც სავსეა წყლით :) <3
ძალიან კარგი წიგნია, უმთავრესი ისაა, რომ ძალიან ემოციურია. ამ წიგნში ნახავთ ძალიან ბევრ ერთი შეხედვით ზღაპრულ პერსონაჟს, მაგრამ თუ დააკვირდებით, მიმოიხედავთ თქვენ გარშემო, ძალიან ბევრ რეალურ პიროვნებას აღმოაჩენთ, რომელიც სიყვარულმა დაანგრია, დაჩაგრა, გული გაუტეხა, გაახმო, ცრემლის მდინარედ აქცია, გააფერმკრთალა.. მე ასეთი ბევრი მინახავს, სამწუხაროდ.
ეს წიგნი არის ქალებზე, რომელთაც უდიდესი სიყვარული ატარეს გულით.. თუმცა, ვერ დავეთანხმები ავტორს, რომ ეს წიგნი კაცებისთვისაცაა. კაცი კაცია, რაც არ უნდა წაიკითხოს და როგორც უნდა შეაგონო, თუ ის შეცდომის დაშვებას აპირებს, ის ამ შეცდომას დაუშვებს.. ეს ჩაკეტილი წრეა. ძალიან მომეწონა პერსონაჟების კავშირი წიგნში, თითქოს სრულიაც ახალი პერსონაჟა, მაგრამ მაინც გსმენია მათზე უკვე წაკითხული ფურცლებიდან..
მე მიყვარს ეს ქალაქი წყალზე და ვიცი, რეალურ ცხოვრებაში რომელ ქალაქზეც არის საუბარი. ქალაქზე, რომელიც ალბათ მაინც ყველაზე მეტად მიყვარს.. და სადაც აუცილებლად მექნება ჩემი საკუთარი სახლი ოდესმე.. ბევრი პერსონაჟი ვიცანი და ეს წიგნი უფრო მეტკინა, ვიდრე ბევრ უბრალო მკითხველს..
კითხვა როცა დავიწყე, არ მეგონა თუ ამ წიგნს დადებითად შევაფასებდი. აქვს რამდენიმე დიდი მინუსი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მგონია, რომ წასაკითხი წიგნია. თავისთავად, წიგნს რომ სქესი გააჩნდეს, ეს წიგნი გოგო იქნებოდა და ჩვენი რელოაბიდან გამომდინარე, გოგოებისთვის, თან ცოტა უფრო რომანტიკოსი გოგოებისთვის ბევრად უფრო მომხიბვლელი იქნებოდა.
კარგია რომ მწერალს აქვს პერსპექტივა, თხრობის საინტერესო სტილი და ემოციური ერთიანობა კითხვის დროს. შეიძლება ითქვას, ისეთი წიგნია, ავტორს რომ გაგაცნობს. მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ორიგინალური სიუჟეტის მიღმა იმალება ფრიად ბანალური ფაბულა, რომელზეც აგებულია მთელი ეს ამბავი. ქალები, რომლებსაც კაცები სჭირდებათ და თუ არ ჰყავთ, ვერ აგრძელებენ მათ გარეშე. აკლია იდეა და აზრის ორიგინალურობა, რაც წიგნში ჩემთვის ყველაზე მომხიბვლელია. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ წიგნის რამდენიმე პერსონაჟზე აგება გაცილების საინტერესოა, ვიდრე ერთი ერთპროფილიანი ქალის ისტორია. ასე რომ, kudos for that სალომე ბენიძეს.
ეს წიგნი მიყვარს, მაგრამ მე4დ გადაკითხვისას შევამჩნიე, რომ ზედმეტად გადავსებულია მხატვრული ხერხებით. ახალბედა მწერალი რომ ჩანახატებს დაწერს ყველა ეპითეტის თუ მეტაფორის გამოყენებით რაც ახსენდება. ამ ეფექტს ტოვებს მომენტებში. სიყვარულის წიგნია და ძალას გაძლევს და ალბათ ეს უფრო გვჭირდება ხანდახან ვიდრე ლიტერატურული შედევრები.
მოკლედ, შთაბეჭდილებებს იშვიათად ვწერ, სიტყვები არ მყოფნის ხოლმე ძირითადად, აქ კი უნდა მეთქვა ჩემი სიტყვა. დავასრულე და მოტეხილი არა, გამართული ვარ. თავიდან ვიფიქრე, რომ 4/5ს დავუწერდი იმის გამო, რომ ასეთ პანიკაში და არაადეკვატურ მდგომარეობაში ჩამაგდო, შურს ვიძიებდი ვიფიქრე, თუმცა დასასრულმა ყველა ნაღველი გააქარწყლა და სრულიად სამართლიანად დაიმსახურა ობიექტური და ამასთანავე ჩემი სუბიექტურად გაბრაზებული 5/5. განვლილ ცხოვრებას გადავხედე და ვიფიქრე, რომ ცოტა ადრე უნდა წამეკითხა ეს წიგნი. არ ვიცი სხვებს რა შეგრძნებებს დაგიტოვებთ, შეიძლება მხატვრული თვალსაზრისით შეაფასოთ ან სიუჟეტი მოგეწონოთ. მე ეს წიგნი ვიცხოვრე. ეს სულ სხვა რამე იყო, მხოლოდ წიგნი არა. ვერაფერს ნახავთ ამ წიგნში არარეალურს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ზღაპრულადაც ხატავს ავტორი. მთელი სიმძაფრით შევიგრძენი და შვებით ამოვისუნთქე. აქამდე სად ვიყავი ამის დედავატირე მართლა და მართლა რა
თავიდან ამ წიგნის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ყდაც არ მომწონდა დიდად, რამდენიმე დღის წინ კი წინასიტყვაობა წავიკითხე, რამაც მაშინვე მომანდომა ამ წიგნის წაკითხვა. რამდენიმე საათში წამეკითხა. ვზივარ გაყინული და ვფიქრო��, რომ ყველა გოგო ამ წიგნში საკუთარ თავს იპოვის, ისევე, როგორც მე ვიპოვე. ცოტა უჩვეულო იყო, კითხულობ წიგნს, რომელშიც თითქოს ავტორი შენი ცხოვრების გარკვეულ ეპიზოდებს იმეორებს. ალბათ ყველა წიგნს თავისი უნიკალური განმასხვავებელი გააჩნია სხვა წიგნებისგან, მაგრამ "ქალაქი წყალზე" ისეთია, რომ ვერ წარმოვიდგენდი მის არსებობასაც კი. ამ წიგნის კითხვისას კოწახურის, ვაშლისა და კარამელის არომატი იგრძნობა, თევზების სუნით გაჟღენთილი და მზისფერი სევდით გაშუქებული. ტირილამდე კარგი იყო ეს ყველაფერი...
"ოდესმე შვილს ვეტყვი, რომ სიყვარული, რომლის გამოც ის მოევლინა ქვეყანას, უფრო მშვენიერი იყო, ვიდრე გალაქტიკა, უფრო მტანჯველი, ვიდრე იანვრის ყინვა ჩრდილოეთის ზღვაზე და უფრო ღრმა, ვიდრე მამამისის თვალები. "
"თუ გსურს, დაიჯერო, რომ ლამაზი ხარ, საკუთარი თავი მის თვალებში უნდა ეძებო, ვისაც გინდა, რომ უყვარდე."
ეს და კიდევ მრავალი ისეთი სიტყვა, რომლის თქმაც ყოველ ქალს სურს. ალბათ, ნებისმიერი გოგო შეძლებს თავისი თავი აღმოაჩინოს წიგნში, რომლის ყველა პერსონაჟიც ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ მაინც განსხვავდება, რადგან ყოველ მათგანს საკუთარი უბედურება გააჩნია. თუმცა ყველა ბედნიერებას, თავისუფლებას, სიყვარულს, იდეალურ მამაკაცს ეძებს და სწორედ ესაა მათი ბედნიერებისა თუ უბედურების საწყისი.
Chick fic. თავიდან ბოლომდე. კარგი წიგნია, ლამაზად და სევდიანათ დაწერილი მაგრამ საჩემო არ არის. გოგოებს რატომ მოწონთ ეს წიგნი სიგიჟემდე ჩემთვის გასაგებია, კაცებს არც ისე. წიგნი დაწერილია ქალის მიერ, ქალებზე, ქალებისთბის. აი ქალური ბედნიერების სადღეგრძელო უნდა დალეულიყო ბოლოს. შევცდი ეს წიგნი რომ ავირჩიე.
თანამედროვე ქართველი მწერლებიდან ყველაზე მეტად მომწონს სალომე. 😍❣ ზღვა ემოციებია ჩაქსოვილი ამ წიგნში.. მადლობა, რომ ასეთი სიამოვნება მოგვანიჭე ამ წიგნის დაწერით სალომე. ❣