საოცარი და ძალიან კარგი ესეი საოცარი და ძალიან კარგი ადამიანისგან. წიგნი რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს. მნიშვნელობა არ ააქვს ეს იქნება კათოლიკე, ორთოდოქსი, ლუთერანი, კალვინისტი, მეთოდისტი, ბაპტისტი თუ რა.
200 გვერდიანი წიგნში იმაზე მეტია ნასაუბრები და ნაფიქრი ვიდრე ჩვენ, ქართველები, ვფიქრობთ ხოლმე.
თავიდან ბატონი სიორენი (არ ვიცი სიორენად როგორ გადმოითარგმნა Soren მაგრამ...) წინასიტყვაობით იწყებს, სადაც გვამცნობს, რომ ესეი მიუძღვნა იმას, რომ ადამიანებმა გამოიჩინონ ცნობისმოყვარეობა თავისუფალ წუთს. შემდეგ ნახევარ გვერდიანი ლოცვა და იწყება ესეი სხვადასხვა თემაზე, თუმცა შინაარსობრივად გადაკვანძულია ერთმანეთზე.
თავიდან საუბარს იწყებს თუ რატო მოკვდა იესო და გვეუბნება, რომ ნამდვილი ადამიანი მაშინ გამოიცდება, როცა მისი საყვარელი ადამიანი გარდაიცვლება. მაშინ დავინახავთ გაყვება თუ არა იგი მის მორალებს და დარიგებებს. მას მაგალითად მოჰყავს ქალი, რომელსაც ქმარი ძალიან უყვარდა. თუ ეს ქალი ამ ქმარს მისი გარდაცვალებისთანავე მიატოვებს, ესეიგი იგი მისთვის არ იყო ღირებული. როცა მასწავლებელი, რომელსაც უკან მიჰყვები, გვერდით გაიწევს, ზუსტად მაშინ გამოცდები შენ. მარტივია როცა ის გვერდით გყავს და მიჰყვებოდე, მაგრამ როცა წავა მაშინ იწყება მთავარი არსი და დროება. კირკეგორი იესოს მიყოლაში ხედავს სიხარულს, რადგან მისთვის იგი არის ადამიანი, რომელიც მუდამ სწორს საუბრობდა და მოკვდა კიდევაც ჩვენთვის. არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც სწორს საუბრობდნენ მაგრამ ისინი მხოლოდ მიწიერით არიან შემოსაზღვრულნი, ხოლო ქრისტე მიწაზეც და ზეცაშიც შენს გვერდით არის და გადაგარჩენს.
კირკეგორის აზრით ადამიანი სატანჯველში ცხოვრობს, არ ააქვს მნიშვნელობა ქრისტიანი იქნება თუ არა ქრისტიანი. თუმცა ქრისტიანს უფრო მარტივად გადააქვს ტანჯვა, რადგან მისთვის სასიხარულოა, როცა ღმერთის გამოცდით იტანჯება, რადგან მან იცის, რომ გზას, რომელსაც მიჰყვება და ამასთანავე ეს გზა თვით სივიწროვეა, გაიყვანს იქ, სადაც ღმერთი მას სამუდამო ნეტარებას მიანიჭებს. იგი გვეუბნება, რომ თუნდაც ტანჯვამ გასტანოს 70 წელი ეს მარადიულ ნეტარებასთან ახლოსაც კი ვერ მივა.
,, სიხარული იმაშია, რომ ღმერთთან მიმართებით ადამიანი არასდროს იტანჯება უდანაშაულოდ", - ამბობს კირკეგორი. და მართლაც, იგი ყოველთვის მართლია, რადგან ცოდვა მას არ ჩაუდენია და მუდამ ჩვენს გვერდით დგას, ჭირში თუ ლხინში. ადამიანი ყოველთვის უშვებ შეცდომას და ის უშეცდომო არასდროს ყოფილა და ამის გამო ის ვერ წარმოჩნდება ღმერთთან მართლად. კირკეგორი ამბობს, რომ თუ იარსებებდა რაღაც, რაშიც ადამიანი ღმერთთან მიმართებაში იქნებოდა მართალი, მაშინ ტანჯვა არ იქნებოდა სამართლიანი მისთვის. მაგრამ ვაი, რომ არსად და არაფერში ადამიანი არ არის მართალი ღმერთთან მიმართებაში. კირკეგორს ტანჯვა მიაჩნია კარგად, რადგან ადამიანი ტანჯვაში გამოიცდება. მისთვის ქრისტიანული გზა მხოლოდ გზა არ არის, არამედ თვით სივიწროვე და ეს სივიწროვეა ზუსტად სიხარული, რადგან თუ ჩვენ გვექნებოდა უამრავი გზა, რომელიც გადაგვარჩენდა, მაშინ რთული იქნებოდა არჩევა სად წავსულიყავით, თუმცა გზა მხოლოდ ერთადერთია და ეს ქმნის სივიწროვეს და ეს სასიხარულოა, რადგან ადამიანმა იცის, რომ ზუსტად, მხოლოდ ეს სივიწროვე გადაარჩენს. თუ ადამიანს ექნებოდა 10 გზა და უნდა აერჩია ერთი, ეს არ იქნებოდა სამართლიანი, თუმცა როცა მხოლოდ ერთი ასეთი გზა არსებობს, რომელიც ქმნის სივიწროვეს, სასიხარულოა, რადგან ადამიანს არ უწევს ფიქრი თუ რომელი აირჩიოს.