ერთი მხრივ - თბილისი, სტუდენტური ქალაქი. დედის წერილები. ოთხმოცდაათიანი წლები.კრიმინალური საძმო. ფიზიკის ინსტიტუტი. სისხლი. ფული. შურისძიებები. პოსტსაბჭოთა საქართველოს ნაცნობი ნიშნები.
მეორე მხრივ - სიკვდილზე და სიცოცხლეზე დაკვირვება, სიყვარულთან გაუცხოება, ვერ ახდენილი ოცნებები, წარსულის შიში, საზღვრებთან ამაო ბრძოლდა და მთვარეზე გაუხსნელი კოოპერატივი. მიჰყევით ლევან ბარამიძეს - მისი ამბავი მოკლეა და ბევრს მოგითხრობთ.
Giorgi Kekelidze (Georgian: გიორგი კეკელიძე) is a Georgian poet, essayist and the founder of the first Georgian digital library lib.ge. Since March 2012 he is a General Director of the National Parliamentary Library of Georgia.
Born in Ozurgeti, Giorgi Kekelidze graduated from the Department of Philology at Tbilisi State University with Master's degree in Humanitarian Sciences. From 2006 to 2008 he worked at the penal Institution of Rustavi as a teacher of the Georgian language and literature. Since 2009, he has presented various literary-critical programs at different radio stations. From 2010 he is a literary columnist for the popular magazine Tabula. He delivers lectures on Classical literature at the Free University of Tbilisi. Since 2012 he hosts a literary show "Interpretation" on the Akhali Arkhi television channel.
საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტისას, დამჯდარი ქინდლი წავიღე. დამტენი დამრჩა. თბილისში, წიგნების კარადიდან შემთხვევით ავარჩიე ორი წიგნი, ჯინსის კურტკის ჯიბეში რომ ჩამტეოდა და რიგში ყოფნის დროს თავშესაქცევი რომ მქონოდა. კეკელიძის და მეორე აღარ მახსოვს, მგონი ბორხესის.
სიუჟეტი ნაცნობი - ლევან ბარამიძის, ფიზიკოს-ქურდ-მკვლელის გადმოსახედიდან დანახული 90იანების ბნელი საქართველო და სიკვდილ-სიცოცხლეზე დაკვირვება. კეკელიძის სტილი მომეწონა. ბევრიც ვიცინე, განსაკუთრებით ხვლიკოციდის ისტორიაზე. დროის გასაყვანად იდეალური წიგნია. ა, და თავისუფლებას რომ კოკა-კოლის გემო აქვს. :)
ბნელი 90-იანები, თბილისი, სიღარიბე, ომი... გავიგეთ და ყელში ამოვიდა. კარგი რაღაცეებიც არის წიგნში, იუმორიც მომეწონა, მაგრამ ეს დათო ტურაშვილი და ჯინსების თაობა Wannabe-ობა მაინც ცუდი რაღაცაა.