6 წლის წინ წავიკითხე მეორე ნაწილი. 6 წლიანი პაუზის შემდეგ ჩავუჯექი ამას. განწყობა კითხვისას დაახლოებით იგივე იყო, როგორც მაშინ, მაგრამ ის ემოცია აღარ მოუტანია. ვერ ვიკაიფე ისე, როგორც ადრე. არადა ისეთი წიგნია და ისეთ ჟანრია, კაიფია მთავარი მუღამი. არ ვიცი, შეიძლება იმის ბრალია, რომ ამხელა პაუზა მქონდა. შეიძლება იმის ბრალია, რომ ადრე უფრო მისწორდებოდა კინგი ან, ზოგადად, ეს ჟანრი. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ უნაყოფო მიწები ორ ნაწილადაა გაყოფილი და მე მხოლოდ პირველი ნაწილი წავიკითხე. მეორეს წაკითხვა მეზარება, შეიძლება ოდესმე მოვუბრუნდე. მაგრამ ახლა არ ვაპირებ.