Jump to ratings and reviews
Rate this book

ევოლუცია

Rate this book
შეიძლება თუ არა სიცოცხლის სხვადასხვა გამოვლინების შემსწავლელი მეცნიერებები ცოდნის ერთიან, უნიფიცირებულ სისტემად გაერთიანდეს? ამ და სხვა საიტერესო კითხვებზე პასუხს ზაზა კიკვიძისა და გიგი თევზაძის ნაშრომი გაგცემთ. ავტორები გვთავაზობენ ზუსტ, საბუნებისმეტყველო, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მონაცემების საკუთარ ხედვას და, ვფიქრობთ, ყველასთვის საინტერესო შედეგებამდეც მიდიან. რა დასკვნას აკეთებენ ისინი და რა პასუხს იძლევიან კითხვაზე: როგორ მივყავართ სიცოცხლის ახალ განსაზღვრებას სოციალური ქცევით გადარჩევის თეორიამდე და ღმერთის იდეის წარმოშობის ახსნამდე, ამას წინამდებარე წიგნის წაკითხივს შემდეგ გაიგებთ.

127 pages, ebook

Published January 1, 2015

28 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
2 (40%)
4 stars
0 (0%)
3 stars
3 (60%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 of 1 review
Profile Image for Michael.
117 reviews39 followers
December 5, 2015
თუ გსურთ რაიმე ახალი და საინტერესო წაიკითხოთ ევოლუციაზე და თანაც ქართულად მაშინ ეს წიგნი ნამდვილად ისაა რასაც ეძებთ.
წიგნის ღირსებების დასახელებისას უნდა აღინიშნოს: - გარდა იმისა რომ მსგავსი თემები იშვიათია ქართულ ლიტერატურაში ასევე აღსანიშნავია საკითხისადმი ინტერდისციპლინური მიდგომა. ავტორებს მიაჩნიათ რომ მონომეცნიერული მიდგომები ხშირად არ არის საკმარისი რთულ კითხვებზე პასუხის გასაცემად. ამიტომ გვთავაზობენ ევოლუციური ბიოლოგიის და სოციალური მეცნიერებების გარკვეული ასპექტების შერწყმას, სიცოცხლის განმარტებას ინფორმატიკის და მართვის თეორიებიდან გამომდინარე. ბიოლოგიური და ტექნოლოგიური ევოლუციის ერთ მთლიან მოდელში განხილვას. საინტერესოა ეს განსხვავებული ხედვის კუთხე, როგორ ხსნის სხვადასხვა თანამედროვე ცალკეულ მონომეცნიერულ პრობლემებს.
ავტორებს მიაჩნიათ რომ გარდა ბიოლოგიაში ტრადიციულად აღიარებული გარემოს სელექციური "ძალისა" უდიდესი მნიშვნელობა აქვს სოციალური ქცევის გადარჩევას, ამ სელექციურ "წნეხს" არანაკლები შესაძლებლობები გააჩნია, რადგან გარკვეული გენები რომლებიც ფენოტიპურ მახასიათებლებს აკონტროლებენ, ასევე გადაჯაჭვული არიან ქცევაზე პასუხისმგებელ გენებზე, შესაბამისად სოციალური გადარჩევა იწვევს ფენოტიპურ ცვლილებებსაც. სწორედ ასეთ მაგალითად განიხილავენ მაგალითად მელიების 40 წლიან ხელოვნურ გადარჩევას, მელიების გადარჩევა ხდებოდა ერთი ქცევითი ნიშნის მიხედვით, ეს იყო ადამიანისადმი ლოიალურობა, ამ პროცესმა მოიტანა სრულიად შემთხვევითი გვერდითი ფენოტიპური ცვლილება, კუდის აგრეხვა, ყურების ჩამოყრა, ლაქებიანი ქურქი. ასევე მსგავს მაგალითად განიხილავენ ჟირაფის კისრის დაგრძელებას, თუმცა ამ შემთხვევაში მაგალითი არ არის გაშიფრული და გაუგებარი დარჩა თუ კონკრეტულად რა სოციალურმა ქცევამ განაპირობა კისრის დაგრძელება.

ეს განსხვავებული მიდგომა ძალიან ლოგიკურად აჩვენებს ასევე ღმერთის იდეის გაჩენის ევოლუციურ მიზეზს.
ვისურვებდი რომ წიგნში მსჯელობა კიდევ უფრო გაშლილი ყოფილიყო, თუმცა თემის განსხვავებულობის და საინტერესო მიდგომების და დასკვნების გამო ნამდვილად იმსახურებს ხუთ ვარსკვლავს.


Displaying 1 of 1 review

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.