Jump to ratings and reviews
Rate this book

ომის ფილოსოფია

Rate this book
სიკვდილი ყველას თანაბარ შიშს აღუძრავს. ის ყველა ადამიანისთვის ბოროტებაა... მაგრამ იწყება ომი… და ჩვენი აზრიც იცვლება. მტრის სიკვდილის ამბავი სასიხარულოდ ჩაგვესმის ყურებში. ერთ დღეში ათასობით ადამიანი იღუპება და თუ ვინმემ ბრძოლაში თავი ისახელა, ჩვენ სასიქადულოდ მიგვაჩნია მისი „რაინდობა“. სხვა დროს კი, ერთი კაცის მკვლელიც კი სასტიკად ისჯებოდა, ახლა კი ათასი კაცის სისხლში ამოსვრილი ხელი, რაინდის ხელად მიგვაჩნია...

32 pages, ebook

First published January 1, 1914

1 person is currently reading
28 people want to read

About the author

Dimitri Uznadze

4 books10 followers
Dimitri Uznadze was a famous Georgian psychologist, philosopher and public benefactor, founder of the Georgian scientific school of Psychology, co-founder of the Tbilisi State University (TSU), Academician and co-founder of the Georgian Academy of Sciences (GAS), Meritorious Science Worker of Georgia, Dr.Sci., Professor. Main fields of scientific activity of Dimitri Uznadze were: philosophy, history of philosophy, theory of upbringing, experimental pedagogics, etc. He was also author of well-known Theory of Attitude and Set and founder of Georgian school of the psychology of pedagogics.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
5 (31%)
4 stars
5 (31%)
3 stars
5 (31%)
2 stars
0 (0%)
1 star
1 (6%)
Displaying 1 of 1 review
Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews50 followers
March 17, 2016
ეს ჩემი პირველი შეხებაა დიმიტრი უზნძესთან და ამ მცირე და ადრეულ ნაშრომშიც აშკარად ჩანს რატომ არის უზნაძე მსოფლიო დონის ფილოსოფოსი/ფსიქოლოგი. რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი რომ ყველა იდეა და ლოგიკური კავშირი ჩემთვის მისაღებია, მაგრამ გასაგებია ნამდვილად ყველა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ სტატია ზოგადსაკაცობრიო თემებს ეხება, რიგ ადგილებში მაინც იგრძნობა კონკრეტული ეპოქისა და ერის კონიუნქტურა. განსაკუთრებით ერის, როგორც ცხოვრების აზრის სუბიექტად მიჩნევისას.

მომეჩვენა, რომ თვითონ მთავარი თემა (ომი) უბრალოდ საბაბია მკითხველების ყურადღების მიქცევისთვის უფრო ღრმა თემებისადმი. ომი კი იმიტომაა კარგი საბაბი, რომ ჯერ ერთი ძალადობა თავისთავად "საინტერესოა". ამის ახსნა არის ნაშრომშიც და დღევანდელი TV-მაც ძალიან კარგად იცის ეს ფაქტი. მეორეც - 1918-ში (როცა დაიბეჭდა) ევროპაში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი, რუსეთში რევოლუციის მერე სულ დიდ-პატარა ომები იყო, სომხეთ-აზერბაიჯანი უკვე სამხედრო კონფლიქტში იყვნენ და სომხეთ-საქართველოს ომის საცაა დაიწყებოდა. მაგრამ მთავარი და ბევრად უფრო საინტერესო გზავნილები ჩემი აზრით ზუსტადად რომ არ ეხება ომს. აი რამდენიმე ციტატა, რომლებიც განსაკუთრებით ღირებული მეჩვენა (რა თქმა უნდა მთლიან კონტექსტში ცოტა სხვანაირად ჩანს, მაგრამ მაინც დასრულებული იდეებია):
ამგვარად, ცხადია, აბსოლუტური ჭეშმარიტების კარები ჩვენი ცნობიერებისათვის სულ დახსული არ ყოფილა. მაგრამ პრაქტიკული ცხოვრების ველზე ცივმა გონების მუშაობამ დამიანის სულის მორევს ყინულის ზედაპირი გადააკრა. იგი ამ ზედაპირზე მუშაობას შეაჩვია. მისი სიღრმე კი მუდმივი უმოქმედობის გამო უძრაობას შეაგუა. ამიტომაც არის, რომ ჩვენი გონება მხოლოდ შედარებით ცნობებს გვაწვდის და ჩვენი გრძნობა აბსოლუტურ ღირებულებათა ფასს ვერ გვითვალისწინებს. მაგრამ ადამიანის სულიერი ცხოვრების მორევი მთლად არ გაყინულა. საჭიროა ძლიერი ამოძრავება ჩვენი სულისა, უტეხი ქარიშხალი, რომ ჩვენი სულის შეუდრეკელი ღელვა გამოიწვიოს და ყინულის ზედაპირი გააპოს. მაშინ დაიმსხვრევა ბორკილი, ჩვენი ცნობიერებისათვის პრაქტიკული ცხოვრების ვარჯიშობას რომ დაუდევს, და შესაძლებელი შეიქნება აბსოლუტურის მეტაფიზიკური სინამდვილის შესახებ ამბის გაგება. მაგრამ ასეთი ძლიერი ღელვა ჩვენი სულისა იშვიათია, პრაქტიკული აზროვნების სალტეები ძნელად იმსხვრევა და ჩვენი სულიერი ცხოვრების პირდაპირი ძალები იშვიათად განთავისუფლდება. ასეთ მომენტში ჩვენ თითქოსდა ვიბადებით, პრაქტიკული ცხოვრების მოსაზრებებს ხელიდან ვუსხლტებით და მისგან განთავისუფლებულნი ჩვენი სულის სამკვიდროში დამოუკიდებელ გრძნობებს ვუთმობთ ადგილს.

ემპირიული მსოფლიოს დამახასიათებელი თვისება, ფილოსოფიის აზრით, აღვირახსნილი ეგოიზმის ბატონობაა; აქ ჩვენ მუდამ დაქსასქსულობასთნ, მუდამ შურთან და მტრობასთან გვაქვს საქმე, სადაც უკლებლივ გამეფებულა დაუსრულებელი ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ. სულ სხვა ხასიათისაა მეტაფიზიკური სინამდვილის ბუნება. [...] იქ განუსაზღვრელი თნხმობა და სიყვარული მეფობს. ის, რაც აქ მტრულად გადაკიდებია ერთმანეთს, იქ, ზეარსებულ სფეროში, უღრმეს ჰარმონიად შეერთებულა იმ დაუსრულებელი სიყვარულის გრძნობის მორევში, რომელიც მეტაფიზიკური რეალობის ნამდვილ პრინციპს შეადგენს. [...] ცხოვრების დანიშნულება, მისი აზრი და მიზანი კი სწორედ, ამქვეყნად სიყვარულის სავსებითი განხორციელებაა. და თუ ეს ასეა, მაშ, ადამიანის ცხოვრებაც არაა გამონაკლისი. ამ შემთხვევაში მთელი ჩვენი ყოფნა-არსებობა სიყვარულის ან ერთობის და სოლიდარობის თანმიმდევარი განვითარების პირდაპირი გამოხატულება უნდა იყოს.

... შემდეგი გაჩერება განწყობის ფსიქოლოგიაა!
Displaying 1 of 1 review

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.