Jump to ratings and reviews
Rate this book

უცნობი

Rate this book
"უცნობს" მურმან ლებანიძემ "მოულოდნელი წიგნი" უწოდა, ტარიელ ჭანტურიამ – "უცნაური რომანი" და განმარტა: – ვახტანგ ჯავახაძემ გენიალური ქართველი პოეტი ხელიდან გამოსტაცა ჯალათ დროსა და მედროვეებს და შექმნა აპოლოგიის თანამედროვე კლასიკური ნიმუში. – ვახტანგ ჯავახაძის "უცნობმა" წმინდა ტაძარში შეგვიყვანა. – ეს მეტაფორა გურამ დოჩანაშვილს ეკუთვნის. – ვახტანგ ჯავახაძემ შექმნა ქართული ბიოგრაფიული რომანის მშვენება – წიგნი გალაკტიონ ტაბიძის გენიის ანატომიაზე. – ეს უკვე ბესიკ ხარანაულის სიტყვებია. – თქვენ თვითონ თუ იცით, რა გენიალური წიგნი დაწერეთ? – უთხრა ავტორს თენგიზ აბულაძემ, რომელიც აპირებდა რომანი ეკრანზე გადაეტანა.

254 pages, Paperback

First published January 1, 1988

3 people are currently reading
46 people want to read

About the author

Vakhtang Javakhadze

8 books3 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
9 (50%)
4 stars
7 (38%)
3 stars
1 (5%)
2 stars
0 (0%)
1 star
1 (5%)
Displaying 1 - 3 of 3 reviews
Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews50 followers
December 8, 2015
ბავშვობაში უფრო ნახატების თვალიერება მიყვარდა, მერე წავიკითხე და ბევრი ვერაფერი გავიგე... ეხლა გადავხედე და, ძალიან მაგარია! აი თუ გინდა გაიგო ღმერთთან მოლაპარაკე გენიოსი პოეტის სული რა სხეულსა და გონებაში ცხოვრობდა, იდეალური წიგნია. ძირითადად თვითონ გალაკტიონი ყვება ფაქტიურად, მარა ცოტა სხვებიც. ოჩენь რეკამენდუიუ!
Profile Image for Nato Akhsabadze.
79 reviews
November 3, 2017
თავის დღიურში ჩაუწერია გალაკტიონს: "მე ვცხოვრობდი სიზმარში, ღმერთებს ვქმნიდი თვითონ მე."
"მე აღვაგე ტაძარი, ტაძარი ჩემი ტანჯვა-წამების, რომელშიც შესვლა არ შეუძლია, ჩემს გარდა, არავის."
ამ დიდი გენიოსის ცხოვრებას ზუსტად ეხმიანება მისივე ეს ჩანაწერები. აკი ერთ-ერთმა კრიტიკოსმა თქვა, გალაკტიონი ციხეს ჰგავს კარების გარეშე, რამდენიც არ უნდა უარო გარშემო, შესასვლელს მაინც ვერ იპოვიო.
ძალიან სამწუხაროა, რომ ისევე, როგორც ძალიან ბევრ სხვა დიდ ადამიანს, მასაც ჩვენივე ხელით მოვუღეთ ბოლო (რისი დამადასტურებელი ფაქტებიც ამ წიგნში საკმაოდ ბევრია).
"უცნობის" შემდეგ სულ სხვანაირად აღვიქვი "პოეტების მეფის" შინაგანი სამყარო და ზოგადად, ცხოვრება...
Profile Image for Ia Laudien.
9 reviews
August 13, 2021
არაჩვეულებრივი წიგნია. ბატონ ვახტანგს ზუსტად ის ასპექტები აქვს ახსნილი, რომელიც მე პირადად ძალიან დამაინტერესებდა. ყველაფერი თემატურადაა დაყოფილი, სხვა ავტორებთან პარალელები გავლებული და ავტორის აზრები საფუძვლიანად დასაბუთებული. წიგნში ჩანს გალაკტიონის პიროვნება, გენია, ეპოქის გამოწვევები და ქართული ელიტის ქცევა. ჩემმა ქართულის მასწავლებელმა სწორედ ამ წიგნზე დაყრდნობით მასწავლა გალაკტიონი, ბევრი ნაწყვეტი ვიცანი. საოცრად პროფესიონალური, ამომწურავი და ძალიან ღირებული წიგნია. ავტორმა თავისი გული და სული მიუძღვნა ამ საქმეს და ამით უდიდესი წვლილი შეიტანა ახალგაზრდობის (და არა მარტო) განათლებასა და სწორ ხედვაში. არასდროს დამავიწყდება ამ წიგნით გამოწვეული აღფრთოვანება.
Displaying 1 - 3 of 3 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.