ვაჟა-ფშაველაზე საუბრისას ლევან ბერძენიშვილს უყვარს ხოლმე იმ 2x2=4 ფაქტის აღნიშვნა, რომ მწერლის შემთხვევაში არსებობს ორი ადამიანი, 1 - ვინც წერს და 2 - ვინც ცხოვრობს. ვაჟას შემთხვევაში საერთოდაც ამ ორ ადამიანს სხვადასხვა სახელი ქვიაო. საბოლოო ჯამში ვეთანხმები, თუმცა მცირე კორექტივით, რომ აი ამ პოემების თითქმის სრული კრებულის მიხედვით, აქ ბევრი რამე სწორადაც რომ ლუკა რაზიკაშვილის დაწერილია და არა ვაჟა-ფშაველასი, იმდენად დიდი და თვალსაჩინოა სხვაობა ტოპ-პოემებსა და სხვა დანარჩენებს შორის, ხოლო 1900-იანების პოემებიდან "ცოლი ანუ ჩემი თავგადასავალი" საუკთესო რომ იქნება, ისიც მხოლოდ კომედიური ეფექტის გამო, რაღა უნდა თქვა (გველის-მჭამელი (1902) გამონაკლისია).
თუმცა, მანამდე წაკითხული "სკოლის მასალა" შედევრებს უნდა ვაღიარო, რომ მიემატა ერთი, "სისხლის ძიება", ოღონდ დააკლდა ერთიც - "ბახტრიონი" (ძალიან მაგარია ესეც, უბრალოდ არა იმ დონის).
მოკლედ, 5-ბალიანი სისტემით პოემებს ასე შევაფასებდი:
5 - გველის-მჭამელი, სტუმარ-მასპინძელი, ალუდა ქეთელაური, სისხლის ძიება,
4 - გოგოთურ და აფშინა, ბახტრიონი, ხის ბეჭი
3 - გიგლია, სულა და კურდღელა, კოპალა, ივანე კოტორაშვილის ამბავი, უიღბლო იღბლიანი, ცოლი ანუ ჩემი თავგადასავალი, საშობაო ამბაი
2 - მოხუცის ნათქვამი, მონადირე, დაჭრილი ვეფხვი, ილო, ანა-ბულბული, მეჯლისი ლომისა, ახუნდი, მამიდის დანაბარები, ძაღლიკა ხიმიკაური, სიტყვა, ნახევარ-წიწილა, ღილა და კვირისა, მთათა ერთობა, დედა-შვილები, მანდილი, კაცი მართალი
1 - ყველა დანარჩენი