რეი ბრედბერის მოთხრობების კრებული "მთელი ზაფხული ერთ დღეში" საინტერესო და გამორჩეული წიგნია, რადგან თავად ავტორისთვის უსაყვარლეს მოთხრობებს აერთიანებს. ზოგიერთი მათგანი პირქუში და ცოტა საშიშია, ზოგი კი ლაღი და ოპტიმისტური. წიგნი სავსეა ახალი პლანეტების და სამყაროების აღმოჩენის ჟინით. უცნაური და ცოცხალი პლანეტებით, ადამიანთა უამრავი ნაკლითა დაღირსებებით, საოცარი დაუვიწყარი ზაფხულებით და ოდნავი სევდით შეზავებული, იმედიანი ამბებით.
Ray Douglas Bradbury was an American author and screenwriter. One of the most celebrated 20th-century American writers, he worked in a variety of genres, including fantasy, science fiction, horror, mystery, and realistic fiction.
Bradbury is best known for his novel Fahrenheit 451 (1953) and his short-story collections The Martian Chronicles (1950), The Illustrated Man (1951), and The October Country (1955). Other notable works include the coming of age novel Dandelion Wine (1957), the dark fantasy Something Wicked This Way Comes (1962) and the fictionalized memoir Green Shadows, White Whale (1992). He also wrote and consulted on screenplays and television scripts, including Moby Dick and It Came from Outer Space. Many of his works were adapted into television and film productions as well as comic books. Bradbury also wrote poetry which has been published in several collections, such as They Have Not Seen the Stars (2001).
The New York Times called Bradbury "An author whose fanciful imagination, poetic prose, and mature understanding of human character have won him an international reputation" and "the writer most responsible for bringing modern science fiction into the literary mainstream".
სიმართლე ვთქვა შეფასების ამბავმა ჩამაფიქრა,რადგან ზოგიერთი მოთხრობა მართლა მომეწონა,ზოგი კიდევ აუტანლად უინტერესო და ხელოვნური წასაკითხი გამოდგა,თანაც 1.ვერ მივხვდი ვისთვის წერს მწერალი,ბავშვებისთვის,დიდებისთვის,ორივესთვის,მოზარდებისთვის.რა თქმა უნდა მრავალფეროვნება საინტერესოა,მაგრამ ერთ კრებულში თავმოყრილი გაბნევს კიდევააც და ემოციურადაც ვერ განგაწყობს და 2.რა არის მთავარი მისთვის თვითონ ახალი სამყრაოები თუ ადამიანები ახალ სამყაროებში. ორივეს შემთხვევაში დავალება რთულია, მოთხრობები კი საკმაოდ მოკლე(პრინციპში სათანადო ოსტატობას ყველაფერი შეუძლია).
მოკლედ, ეს დიდი არაფერი პრობლემაა,მაშინ როცა წერის მანერა ზოგან ისეთი უხეში,გაუთლელი და ხელოვნურია,რომ კითხვას აუტანელს ხდის,განსაკუთრებით ეს იმ შემთხვევებში ხდება,თუკი ცდილობს ხუთგვერდიან მოთხრობაში უზღვავი რაოდენობით ინფორმაცია ჩადოს ახალ სამყაროებზე თუ მისტიკაზე,და რა თქმა უნდა თითქმის ყოველთვის ასე იქცევა(ალბათ ამ მხრივ ყველაზე მძიმედ ქარის ამბავი იკითხება).ამავე დროს სხვაგან,როცა აქცენტი ახალ თემაზე გადააქვს,ისეთი ბუნებრივი ხდება რომ შეუძლებელია შემჩნეულმა მეტამორფოზამ არ გაგაკვირვოს. მეორე ძირითადი პრობლემა პერსონაჟეებია: რაც არ უნდა უნიკალური წარსულის თუ შესაძლებლობებისა და სიტუაციის მქონე იყოს პერსონაჟი,მაინც სწორხაზოვანია, ამასთან არც ერთი პერსონაჟი არ გამოირჩევა 'გონებრივი ბრწყინვალებით',თვით მეცნიერებიც. ამ მხრივ გამონაკლისი შეიძლება ითქვას თომას ვულფის ამბავზე,სადაც ადამიანის ბუნებას ყველაზე მეტად უღრმავდება,ისიც მხოლოდ თავად ვულფში და ამიტომ ერთი ჩასუნთქვით იკითხება(სხვათაშორის აქვეა ის მეცნიერი ნერვები რომ მომიშალა თავიი სიშტერით). ბოლო პრობლემა,რომელმაც ყველაზე მეტად გამანაწყენა,ის შემკვრელი,დამამთავრებელი ფრაზა,წინადადება თუ მონაკვეთია, რომელიც ავტორის მთავარ სათქმელს გვამცნობს და შექმნილ ემოციას საბოლოოდ ამძაფრებს,შემთხვევებში ისეთი არაადეკვატურია,რომ აღნიშნული ეფექტის მაგივრად,ლამის მთელი კითხვის სიამოვნება გააქროს(განსაკუთრებით ეს ეხება ყინვის და ცეცხლის მოთხრობას,რომელიც კრებულში ვფიქრობ ისტორიით ყველაზე უნიკალურია.მაგრამ როგორ ვთქვა ბოლომდე არ წაკითხვა,როცა ერთი სული გაქვს პერსონაჟების ბედი გაიგო).განკუთვნილ ემოციურ ეფექტს არაჩვეულებრივად აღწევს 3 გვერდიან მოთხრობაში "აკვედუკი",რომელიც სხვებთან შედარებით მეტად მომცროა,მაგრამ ვფიქრობ ყველაზე სრულყოფილი. ყველაფერს აკეთებს,რაც 3 გვერდიან ნაწარმოებს შეუძლია გააკეთოს: დასაწყისს ფიქრებით სხვაგან მიყავხარ და როცა ფიქრობ რომ კარგად ხვდები რაშიცაა საქმე,ეგრევე სულ სხვა სიმართლეს გაჯახებს,რომელიც პირღიას და სასიამოვნოდ გაკვირვებულს გტოვებს(ისე კი იდეას სასიამოვნო ვერაფერი ეთქმის).აქვე, არაფერია ზედმეტი,არაფერია უხეში.მოკლედ კარგად გამაცურა და ჩემი 'highlight'-იც ეგაა. როგორც არ უნდა ვთქვა არ იყო ცუდი მოგზაურობა.
აბსოლუტურად ყველა მოთხრობა არის ძალიან კარგი. ვერც კი გამოვყოფ რომელიმეს, ძალიან მაღალი დონისაა ყველა და ძალიან ვისიამოვნე თითოეულით.
და კიდევ ერთი:
ბრედბერი არ არის მხოლოდ ძალიან მაგარი ფანტასტი, ბრედბერი საოცარი და ძალიან მაღალი დონის ლიტერატორია, რომელსაც რომელ ჟანრშიც არ უნდა ეწერა, მაინც ძალიან მაგარი იქნებოდა და ეს კრებულიც ამას ცხადყოფს.
მგონი რეიმ სიცოცხლის 91 წელი სხვა სამყაროში გაატარა და ალბათ ძალიან ბევრი ღამე გაათენა მომავალზე ფიქრში და იმაზე, რომ სხვა პლანეტაზე არსებობენ ადამიანები, ან თუნდაც სხვა სულიერი არსებები, რომლესბსაც ერთ დღეს აუცილებლად დავუკავშირდებით *.*
შესანიშნავი კრებულია იმისათვის მთელი ზაფხულის ერთი დღე რომ დაუთმო.
ბუნებრივია, არის შედარებით კარგი და შედარებითვე სუსტი მოთხრობები, მაგრამ - "ღმერთო, რეი, ეს საშინელება რამ დაგაწერინა, სხვა მოთხრობები რომ არ მენანებოდეს, ახლავე ცეცხლს მივცემდი"-ს ვერცერთზე იტყვი. სამაგიეროდ, ზოგიერთი მოთხრობა იმდენად კარგია - "ღმერთო, რეი, ეს რა კარგი საშინელება დაგიწერიაოს" რომ გათქმევინებს და ზოგზე შეიძლება სულაც მხოლოდ "რეი ღმერთო!" თქვა. თუკი ღმერთობისთვის მეტისმეტად მაღალი კრიტერიუმები არ გაქვს განსაზღვრული, ცხადია.
ძალიან, ძალიან მიყვარს ბრედბერი! ყოველთვის ახერხებს რეალობა დამავიწყოს, ხეტიალში ამიყოლიოს და სადღაც შორს წამიყვანოს. ყველა მოთხრობა ძალიან მომეწონა, მაგრამ "მთელი ზაფხული ერთ დღეში" და "პაწაწინა მკვლელი" ზუსტად ვიცი, რომ დიდხანს მემახსოვრება. და,ჰო, კიდევ "ნისლის საყვირი" . ამ პატარა მოთხრობამ ძალიან დამამწუხრა.
თავიდან ვფიქრობდი, რომ ,,ტანმოხატული კაცი" სჯობდა, მაგრამ მოთხრობების მეორე ნახევარმა შემიცვალა განწყობა. რამოდენიმე მოთხრობა მართლა კარგია, რამოდენიმეს აზრი კიდევ საერთოდ ვერ გავიგე. მოკლედ, კარგია მაინც, ნამდვილად ღირს წაკითხვა.
პ.ს.თომას ვულფთან შეხვედრა განსაკუთრებით სასიამოვნო იყო.
მადლობა რეის ერთ-ერთი საუკეთესო "თრიფისთვის". წიგნის პირველივე გვერდზე რომ ყოფილიყო წარწერა "რეალური ამბები" , ერთი წამითაც არ შემეპარებოდა ეჭვი. იქნებ რეიც გადაიყვანეს მომავალში და მანაც მთელი რვა კვირა პლანეტათაშორის იმოგზაურა. მჯერა რომ ამხელა სამყარო მხოლოდ დედამიწელებისთვის არ შექმნილა და ოდესმე მეც მექნება შანსი შევხვდე სხვაპლანეტელებს ან გეომეტრიული ფიგურების ფორმის ადამიანებს, რომლებსაც არც მეტი არც ნაკლები განზომილება გვაშორებს.
კრებულის 70% ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ეს მოთხრობები საინტერესო სიუჟეტებით და ემოციებით არის სავსე, მარა დანარჩენი 30%-ში ისეთი მოთხრობებია, რომლებიდან აზრის გამოტანაც კი გამიჭირდა, ისეთი მოკლე, აბსურდული ან უაზრო წასაკითხი იყო.
დიდხანს ვფიქრობდი, ეს კრებული 3 ვარსკვლავით შემეფასებინა - თუ 4-ით. ბოლოს 4ზე შევევაჩერე არჩევანი, რადგან ამ მოთხრობების კრებულმა დამარწმუნა, რომ ბრედბერის (უმეტესად) შესანიშნავად გამოსდის სხვადასხვა ჟანრში წერა, დიდი დრამატიზმით და ემოციით.
უნდა გამოვტყდე, რომ მოთხრობები დიდად არ მიყვარს. მირჩევნია კარგი სქელტანიანი წიგნი წავიკითხო, ვიდრე - მოთხრობების კრებული. ვთვლი, რომ მოთხრობა არის სრულფასოვანი წიგნის ერთგვარი Trial Version, რომ დააგემოვნო და მერე ნამდვილი წიგნის წაკითხვა მოგინდეს. ამიტომაც არ მიყვარს მოთხრობების კითხვა: შედიხარ სამყაროში, გმირებს ეცნობი, ამბავი ვითარდება, ჩაგითრევს და მერე ეს ყველაფერი ძალიან მალე მთავრდება. უკმარისობის სერიოზულ შეგრძნებას ტოვებს.
თუმცა მოთხრობების ეს კრებული, რაღაც გამონაკლისია. ძალიან მომეწონა. ყველა მოთხრობა განსაკუთრებულად ჩამთრევია. რამდენიმე მოთხრობა კი ისეთი შიშისმომგვრელი თრილერია, რომ ღამით სიბნელეში წაკითხვას არ გირჩევთ. ბრედბერის მოთხრობებში ძალიან საინტერესოდ არის ხოლმე აღწერილი უცხო პლანეტები სადღაც გალაქტიკის შორეულ კუთხეებში.
განსაკუთრებით გამოვარჩევ რამდენიმე მოთხრობას: "მთელი ზაფხული ერთ დღეში","პაწაწინა მკვლელი", "ქარი", "მომავლის ბავშვი" და "მარადისობა და დედამიწა".
როდესმე აუცილებლად გადავიკითხავ ამ წიგნს კიდევ ერთხელ!
აშკარად ეს უკეთესი კრებულია იმჰო. ბევრად კაი მოთხრობებია და მოქმედებაც ერთნაირად სულ მარსზე არ ვითარდება ყველა მოთხრობაში. "მარადისობა და დედამიწა" მევასა ყველაზე ძაან და "არმაგედონში ჩაძინებული". "პაწაწინა მკვლელი" და "ყინვა და ცეცხლი"ც 'მაგარია.
ყინვა და ცეცხლი, ეს იყო საოცრება, ამდენი გრძნობა და ემოცია, ცხოვრების და ჩემი ცხოვრების შესახებ არ მიგრძვნია არასოდეს, არცერთ წიგნში თუ სხვა მომენტში ცხოვრებისეულ.