Irakli Charkviani (Georgian: ირაკლი ჩარკვიანი; November 19, 1961 – February 24, 2006), sometimes known under his pseudonym Mefe (მეფე, "The King"), was a Georgian poet, prose writer, and musician. Charkviani was known for his eccentric image and poetry, and for eclectic music, which spanned alternative rock, electronic music and hip hop.
In May 2013 Irakli Charkviani was posthumously awarded Georgia's most prestigious Rustaveli Prize for "his significant contribution to the development of contemporary Georgian culture".
მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი არ ველოდები არაფერს. მსახური ცათა, პრომეთეოსი, ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს. მე ვესალმები მძინარე მთვარეს, ვემშვიდობები ცისფერ განთიადს, უმძიმეს ლოდებს ცისკენ მივათრევ, როგორც სიზიფმა ძველად ათრია. ლოდებს აბსურდის, უმიზნოების, მხრით ვეზიდები მომავლისაკენ, გამოცდილებას ყველა დროების, მე მივაგორებ მრგვალი მზისაკენ.შემდეგ, კი ისევ ვბრუნდები უკან, ისევ მიყვარხართ, ისევ ვკამათობ, დროვ მოგონილო, დამნებდი, ნუ მკლავ, ეჰ, ჩემო ღვინო, შენც აღარ მათრობ. სილამაზეში ვერ ვხედავ შვებას და არ მამშვიდებს ტახტი მეფური, არც წამებულის მაღელვებს ვნება, არც გულისცემა მოდუნებული. როდესაც წვიმა წამოვა ციდან, როდესაც მეხი ანგრევს დარაბებს, როდესაც ცაში, თვით ღმერთი გმინავს, მაშინ ოცნება თვალებს გაახელს. და მაშნ ვიგრძნობ მე აღმაფრენას, ბოლო სტრიქონს რომ დავუსვამ წერტილს, მხოლოდ იმ წუთას ვადიდებ ზენას, და ჩემს უმანკო ქმნილებას ვეტრფი. მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი, არ ველოდები არაფერს, ხალხის მსახური პრომეთეოსი, ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.