რომანი "თბილისს ვტოვებ ალიონზე" თანამედროვე ქართული რომანის მოყვარულთა რამდენიმე თაობამ, თითქმის ზეპირად იცის. ეს რომანი 1992 წელს გამოიცა და სამ თვეში 35 ათასიანი ტირაჟით გაიყიდა.
80-იანი წლების თბილისური სამეგობრო, სიყვარული, მეგობრობა, ახალგაზრდული მისწრაფებები, შეცდომები და გამარჯვებები - ამ თემებს ეხება ავტორი რომანში, რომელიც სავსეა ნამდვილი თბილისური იუმორით.
რამდენი ხანია წიგნის მიმართ ამხელა სიყვარული არ მიგრძვნია, არა ქართული მაინც ყველაფერი სხვა არის 🥹🤍 ბოლო თვეებია რასაც ვკითხულობ, ვერაფერი ვერ ამართლებს წინასწარ წარმოდგენებს, აი ამ წიგნმა კი არა მარტო გაამართლა არამედ გადააჭარბა კიდევაც 🤍 წიგნებზე განხილვებს ამ აპში არ ვდებ არასდროს ამიტომ მართლა ძალიან უნდა მომეწონოს წიგნი რომ ეს გავაკეთო. ამ უსაყვარლესი 80იანების თინეიჯერების ცხოვრებამ გული გამითბო, და ცოტას მხრივ ჩემი მეგობრებიც გამახსენა და დამაფასებინა ისინი, რადგან სწორედაც რომ ბავშვობის, სკოლის მეგობრები არიან ყველაზე ახლო და ყველაზე ძვირფასი 🤍🤍 დრო გადის, ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ასეთი ადამიანები ცხოვრებაში არასდროს არ უნდა დაკარგო, რადგან არ იცი როდის რა შეიძლება მოხდეს. თბილისური საღამოები, მეგობრებთან გართობა, ქეიფი, ცოტა დალევა და ცოტა ჩხუბი (ეს უკანასკნელნი სინამდვილეში საკმაოდ ბევრი), ახალგაზრდული სიყვარული და მეგობრული გვერდში დგომა 🤍 არ ვიცი, უბრალოდ ვფიქრობ რომ ყველამ უნდა წაიკითხოს, მართლაც საოცრებაა ☄️…
P.S. იმედია მარტო მე არ ვფიქრობ რომ ბარათაშვილი>>>>?…. 🦋🦋🦋🦋
ძალიან ლამაზად დაწერილი წიგნია, კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა თითქოს მეც ვიყავი იქ, არა როგორც დამსწრე, არამედ ერთ-ერთი პერსონაჟი. ამ წიგნში გადმოცემული მეგობრობა მინდა რომ მქონდეს მეც, ვინაიდან დღეს-დღეისობით შეკრებები, ქეიფი და მსგავსი რაღაცეები აღარ ხდება დიდად, და თუ ხდება, საკმაოდ მოსაწყენ გარემოში, აქ კი ატყობ კიდევაც, რომ ბედნიერები იყვნენ ერთად ყოფნით, სტუმარ-მასპინძლობით და ა.შ.