Jump to ratings and reviews
Rate this book

ყოველმან ჩემმან მპოვნელმან

Rate this book
"რომანის წაკითხვის შემდეგ განუწყვეტლივ ვფიქრობ, განა შეიძლება ამაზე მშვენიერი, ამაზე სრულყოფილი რამე კიდევ დაიწეროს? ეს გახლავთ თანამედროვე პროზის სრულყოფილება." - რადუ სერაფიმოვიჩი; - ოთარ ჭილაძის რომანი "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" XIX საუკუნის საქართველოს ფონზე იშლება. მკითველის თვალწინ იბადება ახალი ხასიათის ადამიანი, რომელმაც დასაბამი უნდა მისცეს მომავალ ცხოვრებას. ნაწარმოები პირველად გამოიცა 1982 წელს, ხოლო მეორედ ერთი წლის შემდეგ.

490 pages, Paperback

First published January 1, 1976

43 people are currently reading
838 people want to read

About the author

Otar Chiladze

29 books180 followers
Otar Chiladze (ოთარ ჭილაძე) was a Georgian writer who played a prominent role in the resurrection of the Georgian prose in the post-Stalin era. His novels characteristically fuse Sumerian and Hellenic mythology with the predicaments of a modern Georgian intellectual.

Chiladze was born in Sighnaghi, a town in Kakheti, the easternmost province of then-Soviet Georgia. He graduated from the Tbilisi State University with a degree in journalism in 1956. His works, primary poetry, first appeared in the 1950s. At the same time, Chiladze engaged in literary journalism, working for leading magazines in Tbilisi. He gained popularity with his series of lengthy, atmospheric novels, such as A Man Was Going Down the Road (1972–3), "Everyone That Findeth Me" (1976), "Avelum" (1995), and others. He was a chief editor of the literary magazine Mnatobi since 1997. Chiladze also published several collections of poems and plays. He was awarded Shota Rustaveli Prize in 1983 and State Prize of Georgia in 1993.[1]

Chiladze died after a long illness in October 2009 and was buried at the Mtatsminda Pantheon in Tbilisi, where some of the most prominent writers, artists, scholars, and national heroes of Georgia are buried..[2] His elder brother Tamaz Chiladze is also a writer.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
429 (82%)
4 stars
64 (12%)
3 stars
17 (3%)
2 stars
8 (1%)
1 star
4 (<1%)
Displaying 1 - 30 of 32 reviews
Profile Image for Kristina Surguladze.
82 reviews26 followers
November 9, 2018
არ ვიცი, რამდენად უყვართ ჭილაძე საზღვარგარეთ ან რამდენად კარგად არის ნათარგმნი სხვადასხვა ენებზე, მაგრამ ჩემს ერთ მეგობარს ვეთანხმები და მეც მგონია, რომ ძალიან ცოდო იყო საქართველოში მწერლობისთვის. სხვაგან რომ ეცხოვრა და ეწერა, უფრო დიდ და უფრო განვითარებულ ქვეყანაში, მისი რომანები მსოფლიო კლასიკად და "სავალდებულო საკითხავ ლიტერატურად" იქნებოდა აღიარებული. თუმცაღა კიდევ ერთხელ რომ მოიტანა ვინმემ ის უცნაური სიამაყე, შენ საკუთარ ენაზე რომ მაგარ ტექსტს კითხულობ, მაგან ალბათ ჩემი მისი "ნაკლებდაუფასებლობისადმი" მწუხარება გადაწონა.

კითხვისას ხვდები, რომ ამ კონკრეტულ სიუჟეტთან ერთად სხვა ბევრ რამესაც ღეჭავ. ის, რომ რომელიმე კონკრეტული ადამიანის ან ადამიანების ამბის ნაცვლად, 450 გვერდიანი რომანი მთელი საგვარეულოს ამბებს გვიყვება, ძალიან მაგონებს მანის "ბუდენბროკებსაც" და მარკესის "მარტოობის ას წელიწადსაც." იწყება ახალგაზრდა წყვილით და მთავრდება მათი შვილიშვილების ამბით.
შიგადშიგ, მაგალითად პეტრეს შიშებში, როცა სამქმარგარდაცვლილი ცოლის მოყვანას გადაწყვეტს, პოულობ ჯოისის "დუბლინელების" ბოლო მოთხრობაში უცებ ამოთხრილ შიშსა და მწუხარებას იმაზე, რომ შენ ცოლთან ერთად საწოლში, თქვენს საწოლში, საბნის ქვეშ სხვა - უკვე მკვდარი ადამიანიც იწვება. პოულობ "ბიჭს, სახელად ყვავს", თუმცა იცი, მას აქ არაფერი ესაქმება, ამიტომ ხვდები, რომ ეს ყვავი პოს ყორანია, ცოტათი გადასხვაფერებული, მაგრამ მაინც ეგ.
კითხვისას კიდევ ერთხელ ხვდები, რომ მართალია ატიკუსი, როდესაც ამბობს, რომ სანამ სხვის ტყავში არ ჩაძვრები, მანმდე მას ვერ გაუგებ. ამიტომ თუ ერთ თავში ერთი პერსონაჟი ბოროტი გგონია, მეორე თავში ხვდები, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, იქნება ეს სიკეთე, ბოღმა, სიყვარული, ზიზღი თუ სხვა მრავალი ურთიერთგამომრიცხავი გრძნობები, ყველა ადამიანში ერთნაირადაა და თითოეულ მათგანს გარემოპირობები და სხვა ადამიანები ააქტიურებენ. მერე ხვდები, რომ პატიობ, რადგან შენც დამაშავე ხარ , მაგრამ მიუტევო საკუთარ ძალით ან უნებლიედ დაბრმავებულ თავს, ყველაზე რთულია, განსაკუთრებით ბოლოს, როცა უკვე დაკარგულ ადამიანზე ხვდები, თურმე რა მნიშვნელოვანი რამ ყოფილა შენთვის.
მნიშვნელოვანი და აუცილებელი. და არა "საჭირო" აღათიასავით, რომელმაც ბოლოს აღიარა საკუთარ თავთან ის, რაც მთელი ცხოვრება იცოდა და რასაც გაურბოდა, აღიარა, რომ კონკრეტულად ის კი არ ჭირდებოდათ, არამედ ვინმე, მისი მსგავსი, მისი საქმეების გამკეთებელი. ამიტომ იყო საჭირო და არა აუცილებელი, ადვილად ჩანაცვლებადი. აღიარა თუ არა დაიმსახურა კიდეც ზეწარში გადახვეულმა ცივ მიწაში ჩაგდება. თუმცა მისი სიკვდილი გიორგას სიკვდილზე ნაღდიც კი იყო. და მერე რა თუ აყროლებულ სოფელში ირემი აღარ მოვიდა.
ხანდახან შეიძლება კიდური დაკარგო ადამიანმა და ძალიან გვიან მიხვდე, რომ ნებისმიერი კიდურის გარეშე შეიძლება იცოცხლო, თუ გყავს ვინმე, ვინც კიდურის მაგივრობას გაგიწევს, ოღონდ თუკი იცნობ ასეთ ადამიანს და თუ არ უკუაგდებ ცხოვრების გამო გაბოროტებული. მაგრამ ისევ პასუხგაუცემელი რჩება შეკითხვა, თუ რას სჭირს ადამიანს, რა შეურია ღმერთმა ასეთი მიწას.
სიკვდილთან ყველა ბრძოლა ჩანასახშივე წაგებულია.
ანას და ექიმის ჩუმი სიყვარული, ავტორმაც კი რომ წაუყრუა თითქოს, ჩემთის ყველაზე რთული რამეა მთელს წიგნში.
ბევრი წლის წინ შენი ხელით ნასრესი პურის გული რომ ჩუმად შევჭამე მაგან გამაძლებინა აქამდეო.
სხვა რაღა არის სიყვარული?!
ან მართლა რა ჯანდაბა გვჭირს ადამიანებს?!
Profile Image for Davit Bakhturidze.
14 reviews
July 6, 2023
მეგონა ბოლო გვერდს ცრემლების გარეშე წავიკითხავდი,რადგან უკვე ისედაც ბევრი ემოცია გამოიწვია ამ წიგნმა კითხვისას,მაგრამ მაინც ვერ შევძელი...
2 reviews
March 22, 2013
One of the bestest books i have ever read
Profile Image for Oto Nemsadze.
13 reviews
May 11, 2017
ეს წიგნი ბავშობაში რო წამეკითხა ალბათ უკეთესი ადამიანი გავიზრდებოდი
Profile Image for mery.
85 reviews1 follower
October 4, 2016
უდიდესი მწერალია ჭილაძე!
Profile Image for Keti Soloshvili.
61 reviews55 followers
February 9, 2017
არც კი ვიცი რა ვთქვა. ძალიან მძიმე წიგნია.
საოცარია, როგორ ახერხებს ჭილაძე ადამიანთა ფიქრებში ასე სიღრმისეულად ჩაძრომას.
Profile Image for Tamuna Topeshashvili.
88 reviews4 followers
May 3, 2023
ჩვეული სიღრმით გადმოგვცემს ოთარ ჭილაძე ადამიანური ვნებების, განცდების, ცოდვებისა და მონანიების ამბებს, გვაფიქრებს ადამიანად ყოფნის მიზანსა და არჩევანზეც, რადგან ჩვენ , როგორც ზოსიმე მღვდელი ამბობს, ვართ ,, ქრისტე ბარაბაში და ბარაბა ქრისტეში”, თუ რომელი რომელს დაძლევს, ეს ჩვენზეა დამოკიდებული.
თუ გვინდა, ქრისტემ გაიმარჯვოს და აღვიდგინოთ ადამიანური სრულყოფილება, ძმა უნდა ვიპოვოთ, დავაბრუნოთ და თავადაც დავბრუნდეთ კაენური ცოდვისგან განწმენდილნი, მარჯვენა აღდგენილნი, რწმენით აღვსილნი. მხოლოდ მაშინ გაგვიჩნდება განცდა, რომ მისია შევასრულეთ, ,,ცალხელა კაცს მეტი რა მოეთხოვება”- დროით დასაზღვრული ადამიანური ყოფის მთავარი მიზანიც ესაა.
Profile Image for Dato Samniashvili.
Author 2 books56 followers
November 13, 2017
ყოველ ადამიანს საკუთარი არსებობის გამართლება უნდა. იმისთვის, რომ "გადარჩე", უნდა ეძებო. არსებობას გამართლების პოვნა უნდა : )

edited
Profile Image for Anuki Goguadze.
10 reviews
May 30, 2023
,,რადაც უნდა დასჯდომოდა,უნდა გაეძლო,რათა ეცოცხლა,და უნდა ეცოცხლა,რათა მომკვდარიყო. რაც არ ცოცხლობდა,არც კვდებოდა. ადამიანი მხოლოდ სიცოცხლე ან მხოლოდ სიკვდილი კი არ არის, არამედ ორივე ერთად, სიკვდილიცა და სიცოცხლეც, სიკვდილ-სიცოცხლე, ერთი მეორეს ქმნის, ორივე ერთად კი - ადამიანს. ეს ღვთაებრივი წყვილი ისევე აუცილებელია ადამიანის შესაქმნელად,როგორც ბავშვის გასაჩენად -მშობლები”

მარტო ესეც ამტკიცებს იმას რომ ოთარი ერთადერთია.
ერთადერთი და განუმეორებელი.
მორჩა.
❤️
Profile Image for Salome Khaindrava.
84 reviews3 followers
August 6, 2019
საქართველოს პანაშვიდზე ვიყავი.
Profile Image for ანა.
124 reviews7 followers
April 18, 2022
დავასრულე. და ვაი, ამ დასრულებას. მე მართლა არ ვიცი, ქართველი მკითხველი რამდენად ხშირად კითხულობს ოთარ ჭილაძეს, მაგრამ მოვითხოვ, რომ ახლავე წაიკითხონ! ეს არის წიგნი, ადამიანურ სევდაზე და უამრავ წვრილმანზე, რაზედაც არ ვფიქრობთ, ეს ოხერი ადამიანები. ჩამთრევი სიუჟეტი, მწერლის ტექნიკა და თავად პერსონაჟები, გახდნენ ჩემი თავშესაფარი ამ მოგზაურობაში. მართლაც კარგი და საოცარი რამ არის. დიდი ხანი ვიფიქრებ და მოვიგონებ. განსაკუთრებით კი, ალექსანდრე და თავისი მართა მომაგონდებიან. ტკბილად, თბილად და სასიამოვნოდ. უხელო რაინდი და თავისი პატარა პრინცესა.
Profile Image for Veko.
1 review
November 18, 2020
არსებობენ კარგი წიგნები, რომელთაც წაიკითხავ, დახურავ და ერთი დღე (ან ერთი თვე) გახსოვს, მერე ემოცია გრჩება მარტო. და არსებობს ეს, რაღაც უბრალოდ წიგნზე, ფურცლებზე მეტი, რომლის სევდა, უბრალოება, სიბრძნე და სინატიფე მთელი ცხოვრება მიგყვება. თითქოს უდროო დროს და უდროო ადგილას შეგახსენებს თავს და მისი წაკითხვით მოგვრილი ყველა გრძნობა, ყველა აბზაცი, ყველა სიტყვა ერთიანად, ერთბაშად მოგეზღვავება, თითქოს არც არასდროს დაგიხურავს, არც არასდროს დაგისრულებია წაკითხვა...
1 review
August 4, 2025
მოქმედება ვითარდება გამოგონილ სოფელში, სახელწოდებით ‘’ურუქი’’. რომანის სათაურის განმარტება - ყოველმან ჩემმან მპოვნელმან - ძველ აღთქმაში უნდა ვეძიოთ. ,,ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ კაენის სიტყვებს წარმოადგენს. მას მერე, რაც კაენმა მოკლა საკუთარი ძმა - აბელი და შეიგრძნო ნატვირთი ცოდვის სიმძიმე, სინანულით უთხრა ღმერთს ,,და უკუეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე.“

კაენის მოკვლა ყოველ შემხვედრს შეეძლო, მას ცხოვრება სიკვდილის შიშში უნდა გაეტარებინა, მაგრამ ღმერთმა აღუთქვა, რომ ვინც გაბედავდა კაენის მოკვლას, მას შვიდგზის მიეგებოდა. კაენს საკუთარი ცოდვა მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა ეზიდა და ამგვარად მოენანიებინა იგი.

კაენისა და აბელის ეპიზოდი, რომანში რამდენიმე ადგილას გვხვდება. რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირი ქაიხოსრო მაკაბელია. ადამიანი, რომელსაც ბავშვობიდანვე სდევს შიში, კაენის შიშის მსგავსი - რომ მოვა დრო და მას მდევარი აუცილებლად დაეწევა და გამოასალმებს სიცოცხლეს. მკვლელი კი, შესაძლოა ნებისმიერი შემხვედრი აღმოჩნდეს... საინტერესოა ის ფაქტი, რომ მაკაბელები ძველი აღთქმის ისტორიაში მამაცი, ღირსეული მეომრები იყვნენ, რისი თქმაც ქაიხოსროზე არ შეგვიძლია. ქაიხოსრო მაკაბელი, ფსევდო-მაკაბელია - ეს არის ადამიანი რომელმაც ვიღაც გარეშეს გვარი მიიღო, მას შეაფარა თავი და საკუთარი იდენტობაც მშობლიური გვარის მსგავსად მიჩქმალა, ჩაიმარხა გულში.

ყველანაირი ნეგატივის, უარყოფითის საწყისი, რომანში სწორედ ქაიხოსრო მაკაბელია. ადამიანი, რომელსაც მძიმე ბავშვობა ჰქონდა, ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ საერთოდ არ ჰქონდა ბავშვობა. პატარაობიდანვე, მის სულში ჩაიბუდა შიშმა, რომელიც სიკვდილამდე თან სდევდა და ჩადენილ ცოდვასთან ერთად, არსებობას უწამლავდა. მაკაბელი, ურუქში მკვიდრდება და ცოლად ირთავს ქვრივ ანას, რომელსაც ჰყავს შვილი - გიორგა. გიორგა, ასევე ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა რომანში. ჭილაძის რომანებში, ზოგადად არ არის მეორეხარისხოვანი პერსონაჟები ან ისეთი გმირები, რომლებსაც მკითხველი იყვარებს და მათ გულშემატკივრობს. მწერალი გვიხატავს ადამიანებს, თავიანთი ცოდვა-მადლით და ისინი მრავალ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობას იწვევენ მკითხველში. თითოეული პერსონაჟი, რომელიც რომანში ჩნდება, რაღაც წინასწარგანსაზღვრული ნიშნის მატარებელია.

ანას, საყვარლად თათარი ჰყავდა. გიორგის ბავშვობიდანვე სძულდა თათარი და „მშველელად“ მაკაბელი წარმოიდგინა, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ქართული ანდაზა ,,ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო“ ზედგამოჭრილია. ქაიხოსრო ლაჩრულად დაჭრის თათარს და თავად დაეპატრონება დედა-შვილს. მაკაბელს მთელი ცხოვრება აწვალებს არმოკლული თათრის ცოდვა და მოწინააღმდეგის თვალებში ამოკითხული უეჭველი შურისძიება. ქაიხოსრო საძირკველს უყრის კაენის ცოდვას, სიმბოლურად ქაიხოსროს აღქმა კაენადაც შეგვიძლია, რომელმაც მუხანათურად და საკუთარი უპირატესობის წარმოსაჩენად მოკლა თათარი. ამასთან ერთად, ქაიხოსროს სიცოცხლეც, კაენის სიცოცხლის მსგავსად ხანგრძლივი და შფოთვით სავსე იყო, რაც კიდევ ერთ მსგავსებას წარმოადგენს ბიბლიურ პერსონაჟსა და ჭილაძის გმირს შორის.

ქაიხოსროსა და ანას საერთო შვილი, პეტრეა, რომელსაც ავტორი ,,პეტრიკელად“ მოიხსენიებს. ჭილაძე აკნინებს მის სახელს, რადგან სწორედ ასეთი დაკნინებული და დამახინჯებული გახლდათ პეტრეს ბუნება - ცოდვის სიმძიმე მემკვიდრეობით გადაეცა და მამის მსგავსად, თავადაც ვერ იგემა ბედნიერი ცხოვრება. კიდევ ერთი ადგილი, სადაც კაენისა და აბელის ეპიზოდი ჩანს წიგნში, ეს პეტრესა და გიორგის ურთიერთობაა. ქაიხოსროს შთამომავალი, კვლავ კაენის ამპლუაში გვევლინება, რომელიც მართალია არ კლავს ძმას, მაგრამ მის მიმართ უკიდურესად უარყოფითადაა განწყობილი. პეტრეს პიროვნება მხოლოდ შურს, ბოღმასა და სიავეს ასხივებს, რაც მის ირგვლივმყოფებზეც მოქმედებს. ამის მაგალითია ის ფაქტი, რომ პეტრეს სამივე შვილი (ალექსანდრე, ნიკო, ანეტა), რომლებშიც ცოდვის გადმონაშთი შედარებით ნაკლებია, - გარბიან სახლიდან; სახლიდან - რომელშიც არც სიყვარულია, არც სიკეთე, არც გულწრფელობა და არც თანადგომა.
,,– ყარს, ყველაფერი ყარს… რადგან სახლი საძირკველშივე იყო დამპალი და საძირკვლიდან ედებოდა ყროლის სუნი.“

ალექსანდრეშიც იჩენს თავს მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა, მასშიც გაიღვიძებს კაენი, რომელსაც შურს ძმის. ალექსანდრე და ნიკოს ერთობლივი ქმედების (ქაიხოსროსადმი პროტესტის ნიშნად საღორის აფეთქება) შედეგად, ალექსანდრე ცალ ხელს კარგავს, რასაც მტკივნეულად ეგუება და ითავისებს. ეს ფაქტი შურს აღუძრავს ძმისადმი, რომელიც ქალაქში სწავლობს, განათლებულია და მეგობრებიც ჰყავს. ,,ვიღაცა უნდა მომეკლა, დაღუპვას რომ გადავრჩენილიყავი, მთლად რომ არ ჩავფლულიყავი შურისა და სიძულვილის ჭაობში. ვიღაცა კი არა, პაპაჩემი უნდა მომეკლა, რადგან პაპაჩემს ჩამოვყევით ჩვენც საიდანღაც, პაპაჩემმა მოგვცა დასაბამი, მაგრამ ვერ შევძელი. მინდოდა, ვნატრობდი, მაგრამ ვერ შევძელი, უძმოდ და უმკლავოდ, და ისევ ჭაობში ჩახრჩობა ვამჯობინე..."

მაგრამ ალექსანდრე ჭაობზე ძლიერი აღმოჩნდება და რომანში იმედის ნაპერწკალი დაიწყებს კიაფს. ჭილაძის იმედები ხომ, მთლიანად ალექსანდრეს „მოქცევაზე“ იყო დამყარებული. გარდა ამისა, ალექსანდრეს ბუნებაში, უძღები შვილის დანახვაც შეგვიძლია - მის არსებაში კაენი და უძღები შვილი თანაბრადაა შერწყმული, თუმცა თითოეული მათგანი თავს, სხვადასხვა გარემოებაში ავლენს. მაკაბელების სახლში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ალექსანდრეში ���აენი ჭარბობს, თუმცა იმ ეპიზოდში, როდესაც ალექსანდრე ციმბირისკენ მიმავალ გზას დაადგება, სადაც ძმის პოვნის და მასთან შერიგების იმედი აქვს - მის სულში უძღები შვილის დანახვაა შესაძლებელი. ციმბირისკენ მიმავალი გზა, სიმბოლურად განწმენდის გზაა, რომელიც შეგვიძლია ღვთის სასუფევლამდე მისასვლელ გზას შევადაროთ. ძე შეცთომილი ინანიებს საკუთარ ცოდვებს, გონებიდან იშლის უკეთურ ფიქრებს და ძმისადმი კვლავ სიყვარულით ევსება გული. ამ გზიდან დაბრუნების შემდეგ, ალექსანდრემ იცის ვინ არის, რატომ და რისთვის მოევლინა ამ სამყაროს - იგი ცხოვრების აზრს პოულობს.

ალექსანდრეს მიერ, საღორის აფეთქებაც, ძე შეცთომილის იგავის ანარეკლია. უძღები შვილი ღორების მწყემსი იყო, ალექსანდრე კი ღორს, რომელსაც ქაიხოსრო რუდუნებით ასუქებს (,,საღვთისმეტყველო სიმბოლიკით, ღორი უწმინდურებას, უგუნურებას, სიხარბეს განასახიერებს. ღორის გასუქებით ქაიხოსრო ცოდვას ამრავლებდა მაკაბელთა გვარში’’) - აფეთქებს და ამგვარად სახლში ჩაბუდებული ბოროტების წინააღმდეგ ილაშქრებს.

თავის მხრივ, ქაიხოსრო ანტი-ნოეს სახით გვევლინება - მისი მთავარი მიზანი და საწუხარი არა ირგვლივმყოფთა, არამედ საკუთარი თავის გადარჩენაა. მართალია, თავად არ იცის უნებურად ანტინოე რომ გამხდარა, მას თავი ჯერ კიდევ გადარჩენილ ადამიანად, ნოედ წარმოუდგენია: ,,ნოე ჩემი ღმერთია, რადგან სიკვდილი ყველას შეუძლია, გადარჩენა კი – არა.“. ქაიხოსრო გალავნიან სახლს აშენებს, სიმბოლურად კიდობანს, თუმცა ნოეს კიდობნისგან განსხვავებით, შენობა მხოლოდ დაუცველობის, უიმედობის შეგრძნებას ბადებს.

რომანი დახუნძლულია სიმბოლოებით. მაგ. ,,მაიორი - რუსეთის იმპერიის სიმბოლოა, გიორგა - იმდროინდელი ქართველობის, რომელსაც არ შეეძლო თავისი სამშობლოს (ანას) დაცვა, თათარი - მაჰმადიანობაა, გიორგას მამა კი - ძველი საქართველოს სიმბოლური ხატია; კარადისხელა საათი - ულმობლად წარმავალი დრო და გარდაუვალი სიკვდილის აჩრდილია, გაგიჟებული მამლის ყივილი - გიორგას დასასრულის მაუწყებელია, გზის ინჟინერი - განზოგადებული სახეა მართებული გზის მცოდნისა“, ირემი - გიორგას სულია, მართა კი - საქართველოს მომავალი.

ოთარ ჭილაძე გენიოსია და ამის დასტური, მისივე წიგნებია. კითხულობ რომანს და ხვდები რომ შენში, ისევე როგორც პერსონაჟებში, იბადება რაღაც დიდი, კეთილი და ადამიანური, რომელზეც სახელის დარქმევა მეტად ჭირს. გაოგნებული და აღფრთოვანებული ვკითხულობდი ჭილაძისეულ შედარებებს. არც ერთ წიგნში არ მოვუხიბლივარ ასე სიტყვათა კომბინაციებს და საოცრად ზუსტად შეხამებულ სიტყვებს, როგორც აქ:

,,ადევნებდნენ თვალყურს ქვრივის სარკმელს, სიზმრით შეშინებული ბავშვივით მოულოდნელად რომ დააჭყეტდა ხოლმე თვალს შუაღამისას;

,,...(ჩოხა) კუპრის შხეფივით ჩამოწუწულიყო კედელზე, ჩამოღვენთილიყო, ჩამოთითხნილიყო, მკვდარი კაცის მუქარასავით უნდილი და ცარიელი.

,,კაცის ოცნება და ლობიოს ყვავილი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ორივეს მაღლა-მაღლა უყვარს ძრომიალი! "
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Gode.
139 reviews34 followers
Read
May 2, 2024
როგორც იქნა დავასრულე :დ
Profile Image for Qeti Ghelagutashvili.
23 reviews
August 5, 2025
●,,ოცნება ჯილდო იყო, რომელსაც ცხოვრებასთან შეგუებულ ადამიანს აძლევდა ღმერთი."(თავი 2 ,გვ.52)
●,,ცხოვრება გაწბილებული ოცნებაა, საწინააღმდეგოდ ამხდარი სიზმარია, ლამაზი, ყურის მაამებელი, გულის გამკეთებელი სიტყვა კი არაა, არამედ ამ ლამაზი სიტყვებიდან დაბადებული, მკაცრი და დაუნდობელი სიმართლე."
(თავი 2, გვ. 57)
●,,ათი მცნება ხომ სხვა არაფერია, თუ არა ათი ძირითადი ადამიანური თვისების აღმოჩენა, ხოლო ადამიანობა – ამ ათი, ერთმანეთზე ძლიერი და ერთმანეთზე ძნელად მოსარევი თვისების დათრგუნვისა თუ მიჩქმალვის ცდა. ადამიანი ყოველთვის კლავდა ანდა ეკვლევინებოდა საკუთარ ძმას, რადგან სწორედ ძმის, მისი მსგავსის, მისი ჩამონაჭერის არსებობა აღიზიანებდა ყველაზე მეტად, მაინცდამაინც ძმის ხელობა ეგონა თავისაზე სარგებლიანიცა და იოლიც, მაინცდამაინც ძმის ხელშენავლები ქალი ეჩვენებოდა ლამაზად, და დარწმუნებული იყო, უძმოდ უკეთესად მოიწყობდა ცხოვრებას, იმ ხელობას მოეკიდებოდა, რომელიც ძმის არსებობის გამო მისთვის მიუწვდომელი გამხდარიყო და იმ ქალს დაისვამდა ცოლად, რომლის გაბახებაც უკვე დაესწრო ძმას."(გვ.128 თავი 4)
●,,გაუზიარებელი ბედნიერება გაზიარებულ უბედურებაზე მწარეა".(გვ.220 თავი 7)

●ბუნების კანონი გაცილებით ლმობიერია, ვიდრე კაცისა. ბუნების კანონი სიკვდილთან შეჩვევასაც გულისხმობს, თანდათანობით კლავს ადამიანს, ხოლო კაცისა – ერთბაშად, გაუფრთხილებლად, მოუმზადებლად. კი არ კლავს – ღუპავს.(გვ.469 თავი15)
Profile Image for Irakli.
186 reviews3 followers
December 30, 2022
სიუჟეტური ხაზი შესანიშნავია, პერსონაჟები კიდევ უფრო შესანიშნავი. ერთადერთი, გაწელილმა დახასიათებებმა დამღალა, თითქოს ძალით აბევრებდა ხანდახან ფურცლებს.საერთო ჯამში, ძალიან კარგი რომანია
Profile Image for Nino Grigorievi (Kutaladze).
5 reviews
May 21, 2025
ძირითადი სიუჟეტური ხაზი ერთ რიგით სოფელში ვითარდება და თხრობა დაქვრივებული ქალის მძიმე დილემით იწყება, რომლის გადაწყვეტა განაპირობებს კიდეც თაობების ბედს…

რადგანაც რომანი ოჯახური საგაა, თხრობის ეპიცენტრი ნელ-ნელა ინაცვლებს სხვადასხვა გმირებზე და ეტაპობრივად გვახედებს ყველას სულსა და გულში, თუმცა მთავარი სათქმელი იგივე რჩება - ეს არის ამბავი იმაზე თუ რა მოსდის ოჯახს, რომელიც სიძულვილის ნიადაგზე აღმოცენდება და რა ბედი ელით ადამიანებს, რომლებიც ამ ნიადაგიდან იკვებებიან… რა ბუდობს გარედან მიუდგომელი, სხვისთვის შესაშური მყარი კედლების მიღმა?

ნარატიული სტრუქტურა მრავალშრიანი და ღრმა ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურია, რაც ტექსტს განსაკუთრებულ მხატვრულ ღირებულებას სძენს, თუმცა ამასთანავე, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ რაოდენობის შედარებები ოდნავ მონოტონურსა და მძიმედ აღსაქმელს, ხდის ზოგად აზრებს და პირადად ჩემთვის მეტად დამღლელი აღმოჩნდა. წიგნი არ არის დაწერილი მსუბუქი ტონით, ის ვერ გაგართობთ, პირიქით - სევდიანი და ტრაგიკული ���ონი სიუჟეტს წითელ ხაზად გასდევს.

ნაწარმოები სავსეა ალეგორიებით: აქ იპოვით ბიბლიურ კაენს, გომურში, ვირთან გაგდებულ ნამდვილ სიყვარულს, დაუძლურებულ სიკეთეს და გაბატონებულ ბოროტებას, თოჯინასთან ერთად დამარხულ მარადიული ქალწულის სევდას, დაუმარხავ და ვირზე შესმულ შურისძიებას და პატარა გოგონას სახით მოვლენილ კათარზისს…
Profile Image for Liza Chikviladze.
27 reviews
March 1, 2025
“ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” გპირდებათ, რომ ყოველი მისი მპოვნელისთვის გულუხვად, დაუნანებლად მზად აქვს ავტორისეული სევდა და უკიდეგანო სიმძიმე.
ურთიერთობათა სირთულე, ემპათია, სიკვდილ-სიცოცხლის ჭიდილი, თანაგრძნობის ძალა და ყველაფერი ის, რაც ძალიან ფაქიზად ადამიანურია, ჭილაძემ ოჯახურ საგაში ისე მოაქცია, რომ პერსონაჟები ახლობლურ განცდას ქმნიან.
ბოლო ორი გვერდი აი, ისეთია, წიგნთან განშორებას კიდევ უფრო რომ ართულებს.
❤️
Profile Image for Salome Nodia .
86 reviews7 followers
August 29, 2020
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალია და მისი ყოველი მომდევნო წიგნის წაკითხვისას ვრწმუნდები რატომაც. 5/5
Profile Image for Kristina.
269 reviews9 followers
January 4, 2022
მე ამ ბოდვას ვერ და არ წავიკითხავ
Profile Image for Masho Chiraqadze.
2 reviews
November 14, 2022
ძაან დრამები იყო და პახოდუ მორალიც და დასასრულზე გული ისე ამიჩუყდა რაღაც მომენტში ვიფიქრე კაი ადამიანი ხოარ გავხდეთქო
1 review
July 26, 2023
"ყოველმან ჩემმან მპოვნელმან მომკლას მე..."
ადამიანობის ყველა ტკვილი ვიგრძენი, საოცარია ჭილაძე.
1 review
June 15, 2025
ქართული ლიტერატურის მწვერვალია
Profile Image for Mariam.
16 reviews
April 30, 2023
მხოლოდ ამ მონაკვეთისთვის წავიკითხე ეს წიგნი მეორედ, იგივენაირად მეცოდება და მიყვარს გიორგაც და ანაც.

" ანას დასაფლავების დღეს სოფელში ირემი შემოვიდა. თავაწეული მოდიოდა, ფრთხილად, გამოზომილად აბიჯებდა ადამიანის ნაფეხურებით გადატკეპნილ თოვლზე. ფერდები ჩასცვენოდა, ბღუჯა-ბღუჯა ეკიდა ბალანი ტანზე. მოცლილი კაცი თავისუფლად დაითვლიდა მის ძვლებს. მშიერი ნადირის დანახვამ ურუქელები შეაწუხა, საყელოებით ეჭირათ ირმის სუნით აღგზნებული და პატრონების საქციელით გაცოფებული, თვალებგადათეთრებული ძაღლები, ღობეებს მოსდგომოდნენ, რაღაცნაირად დაბნეულნი და დასევდიანებულნი მისჩერებოდნენ ტყეთა ბინადარს, დატოტვილ რქებზე ზამთრის სუსტი მზე სინათლეებივით რომ ანათებდა და მშვიდად, აუჩქარებლად მოაბიჯებდა ორღობეში, თითქოს ვერც ხალხს ამჩნევდა და არც გაგიჟებული ძაღლების ყეფა ესმოდა. შიმშილსა და სიმარტოვეს დაებრმავებინა და დეყრუებინა, შიში ტყეშივე დაეძლია, ყველაფერს წინასწარვე შეჰგუებოდა, რაკი თავისივე ფეხით მოსულიყო ადამიანთან, რომელსაც მთელი სიცოცხლე გაურბოდა, ემალებოდა და რომლის თოფმომარჯვებული აჩრდილი იქაც, ტყეთა წიაღში ჩაკარგულს, ელდასავით ეცემოდა ხოლმე გულზე. ახლა სოფლის ორღობეში მოაბიჯებდა, მშვიდი და ლამაზი, როგორც ღარიბი, მაგრამ პატიოსანი მშობლების გაზრდილი ბავშვი, სიბრალულის კი არა - დანაშაულის გრძნობისა და სსიკეთის ჩადენის სურვილის აღმძვრელი. მისი მხდალი გულის ბაგაბუგი სოფელს აოგნებდა, ანამუსსებდა, ხელ-ფეხს უბორკავდა კიდევ ერთი ცოდვის ჩასადენად და ისიც, სხვა რომ ვერაფერი გაეწყო, სხვა რომ ვერაფერი მოესაზრებინა, "ფუჩი-ფუჩიო", - ეძახდა აქეთ-იქიდან ღობეებზე მკლავებგადმოწყობილი, გაბავშვებული თუ უარესად გაადამიანებული, სამათხოვროდ მოსული ნადირის ნდობით. ირემი გრილი, ხაოიანი, ორთქლიანი ნესტოებით ყნოსავდა მისკენ გამოწვდილ ხელისგულებს, რომლებზედაც ზამთრის სუსტი მზე ქვამარილის ნამტვრევებივით ბრჭყვიალებდა. ირემმა ორღობე აიარა, გასცდა სადალაქოს, უკან მოიტოვა გაოცებული სახეებით ამოვსებული გარეგინას დუქნის გამოღებული კარიც. რუზე გადებულ პატარა ბოგირზე გადაბრაკუნდა და, დაბარებულივით, პირდაპირ მაკაბელების რკინის ალაყაფს მიადგა, დრუნჩი ცას მიუშვირა და სატირალში მოსული კაცივით დაიზმუვლა. ირმის ზუილმა ანას ჭირისუფლებიც წამოშალა, ყველანი აივანზე გამოეფინენ და ერთი წუთით ყველას დაავიწყდა ჩიხტაკოპიანი მიცვალებული, მშვიდად რომ იწვა კუბოში და კეხიან ცხვირზე სინათლის ალი დასთამაშებდა.
- ეგ გიორგის სულია. დედას მოაკითხა. - თქვა ზოსიმე მღვდელმა და მოჟუჟუნე თვალები ქაიხოსროს მიაშუქა. მერე პირჯვარი გადაიწერა და დაამატა: დიდება შენდა, ღმერთოო."

ეს წიგნი სიცოცხლის, ადამიანის არსებობის ტრაგედიაა.
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews48 followers
November 20, 2017
მგონი ამ წიგნით საბოლოოდ დავრწმუნდი რო მაგიური რეალიზმი თუ პესიმიზმი, მარადიული სევდა და გულისტკივილი საჩემო მგონი არაა... მაგიურიც რა არის აქ რო? ან გინდა რეალიზმი? საერთოდ ტყუილია, მაგრამ კარგი ხელით დაწერილი.
Displaying 1 - 30 of 32 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.