წინამდებარე გამოცემაში შესულია მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრის, ფსიქოლოგისა და ფილოსოფოსის ერიხ ფრომის ორი ნაწარმოები: "ფსიქოლანალიზი და რელიგია" და "დოგმატი ქრისტეზე". პირველ ნაწარმოებში ავტორი განიხილავს ისეთ რთულ საკითხს, როგორიცაა ათეიზმი და რელიგია. ზოგადი იდეა სულაც არ მდგომარეობს ერთი მათგანის დამდაბლებასა და მეორის ამაღლებაში. "დოგმატი ქრისტეზე" საინტერესოა იმით, რომ ფრომი ცდილობს მიუახლოვდეს ადამიანის საიდუმლოს, უპასუხოს კითხვაზე, თუ ბოლოს და ბოლოს ვინ არის ადამიანი.
Erich Fromm, Ph.D. (Sociology, University of Heidelberg, 1922) was a German-American social psychologist, psychoanalyst, sociologist, humanistic philosopher, and democratic socialist. He was a German Jew who fled the Nazi regime and settled in the United States. He was one of the founders of The William Alanson White Institute of Psychiatry, Psychoanalysis and Psychology in New York City and was associated with the Frankfurt School of critical theory.
Fromm explored the interaction between psychology and society, and held various professorships in psychology in the U.S. and Mexico in the mid-20th century.
Fromm's theory is a rather unique blend of Freud and Marx. Freud, of course, emphasized the unconscious, biological drives, repression, and so on. In other words, Freud postulated that our characters were determined by biology. Marx, on the other hand, saw people as determined by their society, and most especially by their economic systems.
ფრომი, როგორც ძენ ბუდიზმისა და ფსიქოანალიზის განხილვა-შეთანასწორებისას ირჩევს გასაგებ, ამომწურავ ენას, რომელსაც თან ახლავს გაოცება და მშრალი კმაყოფილება, ამ ორ ნაშრომშიც, "ფსიქოანალიზი და რელიგია" და "დოგმატი ქრისტეზე" აგრძელებს ადამიანის სამყაროს ცენტრში დაყენებას და პირველ რიგში მის დახმარებას. ეს კი უპირველესად ფსიქოანალიზით და სამყაროს წარსული გამოცდილების გააზრებით მიიღწევა. ანუ აგრძელებს მორალს - "ადამიანი თავისი თავისთვის".
ფრომი ცდილობს აჩვენოს რელიგიის ამოცანა ადამიანისთვის, მისი ფსიქიკისთვის, სულისთვის და ცხოვრებისთვის, რა ხდება როდესაც რაიმე სარწმუნოებას მივაკუთვნებთ თავს, რატომ გვჭირდება რწმენა ან რაში გვეხმარება ის. განიხილავს ფროიდისა და იუნგის იდეებს ამასთან მიმართებაში და ანახებს, რომ ფროიდი არ ყოფილა რელიგიის "მოწინააღმდეგე", ხოლო იუნგი "მომხრე", რომ ზოგადად ეს "მოწინააღმდეგე-მომხრეობის" ფენომენი არია ზედაპირული, ტექსტის არცოდნაზე დაფუძნებული, შიში ან მარგინალიზების საშუალება. ადამიანებს ხომ ყოველთვის ურჩევნიათ მიაწოდონ რაიმე აზრი, ვიდრე თავად წვდნენ ამ აზრს.
ფრომი რელიგიის ქვეშ მოიაზრებს ნებისმიერი ჯგუფის მიერ გაზიარებული აზროვნების და ქმედების სისტემას, რომელიც ინდივიდს აძლევს გააზრებული არსებობის საშუალებას და რომელიც იძლევა ობიექტს ერთგული მსახურებისთვის. ანუ რელიგია არა წმიდად სულიერი ხედვის, არამედ ნებისმიერი ფორმით, რომელიც დამყარებულია ადამიანთა რწმენით, მიჰყვეს, განადიდოს, დაემორჩილოს მთავარს, იქნება ეს სახელმწიფო, კულტი, იდეოლოგია თუ სხვა რაიმე გაერთიანება. საკითხი რელიგიაში ან მის არსებობაში კი არ არის, არამედ იმაშია, თუ რა სახისაა რელიგია. ეხმარება ის ადამიანის ძალების განვითარებას, თუ პირიქით, ამ ძალებს პარალიზებას უკეთებს. სამწუხაროდ, ისტორია მეორე ასპექტის გამოვლინებაა, როდესაც საზოგადო ელიტები ე.წ. "რელიგიურობის" გამო, ჩვეულებირივი ადამიანების სიცოცხლეს განკარგავენ. ფრომი ანახებს როგორ იკარგება ინდივიდის პირადი პასუხისმგებლობა და თავისუფლება ასეთ სისტემაში, რომ ქრისტიანობა ჰუმანისტური მხოლოდ მის ადრეულ პერიოდში იყო. რელიგიური ორგანიზაციების ჩამოყალიბება კი ეს არის მიმართულება შიშში, რომელბიც ადამიანებს აცლიან თავისუფლებას. რომ "ცოდვა - ეს უპირველეს ყოვლისა ცოდვაა საკუთარი თავის, და არა ღმერთის მიმართ".
მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ, ფრომის ეს ნაშრომიც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და ვურჩევ ყველა მკითხველს. უნდა გავაანალიზოთ და მივხვდეთ, რომ "ილუზია, რომელსაც ყველა ინაწილებს, რეალობა ხდება".