У Тамаза Чиладзе лирический, эмоционально насыщенный и даже чуть нервный стиль, свободная и раскованная интонация, свой голос. Буквально с первых строк он подчиняет вас тому настроению, той напряженной психологической атмосфере, в которой живут, действуют и размышляют его герои. Чувство сопереживания не оставляет вас, пока вы не дочитаете его рассказ или повесть до конца.
ბევრი რომ არ ვწერო, უბრალოდ ვიტყვი რომ უმაგრესი მოთხრობაა. ზოგადად ბატონი თამაზის შემოქმედებაა სრულიად განსხვავებული, ნატიფი წერის მანერით გაჯერებული და ორიგინალურად შეკრული. ერთ–ერთი ყველაზე მაგარი ნაწარმოებია ავტორის შემოქმედებაში
ეს კრებული სახლის სხვენში გამოვძებნე ძველ წიგნებში. მგონი თაგვის ნაკბილარები ატყვია ყდის პატარა ნაწილს. თან ძალიან ლამაზი ყდა აქვს, დაწვეწილი და კოხტა და მოთხრობებიც, რაც ამ კრებულშია ძალიან ახლობელ თემებზეა, ადამიანებზე, მათ ურთიერთობებზე, სიყვარულზეც, სევდაზეც და ბავშვობის მონატრებაზეც. თან ძალიან უბრალოა თითქოს ეს ყველაფერი და ეს კრებულიც მოშრებით დადგა იმ წიგნებისგან, რაც ამ ბოლო პერიოდში წამიკითხავს, თემატიკითაც და ფორმითაც. 60-იანი წლების თბილისის ერთი შეხედვით მშვიდი და ჰარმონიული ცხოვრება ჩანს, სადაც დაიარებიან ადამიანები, ერთმანეთს ხვდებიან, ეჩხუბებიან, უყვარდებათ, ღალატობენ და უბრალოდ გზას აგრძელებენ მომდევნო გადაკვეთებამდე.