Jump to ratings and reviews
Rate this book

პოეზია

Rate this book
წიგნი პოეტის ლექსების სრულ კრებულს წარმოადგენს. მირზა გელოვანი მე-20 საუკუნის იმ პოეტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ომისა თუ საკუთარი ბედუკუღმართობის გამო „მარად ახალგაზრდები“ შემორჩნენ ქართულ პოეზიას. მისი ლექსები მეორე მსოფლიო ომში წასვლამდე ოთხი წლის განმავლობაში იბეჭდებოდა ქართულ პერიოდიკაში. გარდაცვალების შემდეგ, გამოიცა მირზა გელოვანის ლექსების კრებულები: „ლექსები“ (1954), „შავნაბადა“ (1956), „ცხრაკარა“ (1960), „უბის წიგნაკიდან“ (1964), „თეთრი მიწა“ (1972), „ფრონტული ლექსები“ (1975). მირზა გელოვანი დაკრძალულია ბელორუსში, ვიტებსკის ოლქის ერთ-ერთ სოფელში.

ebook

Published January 1, 2015

Loading...
Loading...

About the author

Mirza Gelovani

4 books8 followers
მირზა (რევაზ) გედეონის ძე გელოვანი - ქართველი პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975, სიკვდილის შემდეგ). მირზა გელოვანი 1936–1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა „ფედერაციაში“, „საბჭოთა აფხაზეთის“ რედაქციაში. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა „ჩვენს თაობაში“ და სხვა ჟურნალ გაზეთებში. 1939 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს. დაიღუპა სსრკ–გერმანიის ომის მიწურულს. დაკრძალულია ბელარუსიში, ვიტებსკის ოლქის ბერნეკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.

მირზა გელოვანი იმ ახალგაზრდა პოეტთა თაობას ეკუთვნოდა, რომლებმაც თვითმყოფადი, ხალასი და ალალ–მართალი ლექსებით თავისებური ხიბლი შემატეს თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას. მირზა გელოვანმა შექმნა თავისთავადი პოეტური სამყარო. მისი ლექსები (განსაკუთრებით სამიჯნურო) გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
2 (50%)
4 stars
1 (25%)
3 stars
0 (0%)
2 stars
1 (25%)
1 star
0 (0%)
No one has reviewed this book yet.