ფრანც კაფკას საყოველთაოდ აღიარებული მცირე შედევრი. მოთხრობის მთავარი გმირი, გრეგორ ზამზა ერთ დილასაც გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ უზარმაზარ, ამაზრზენ მწერად ქცეულა. თავისთავად, ასეთი ხვედრი შესაშური არაა, მაგრამ ზამზასთვის უფრო მტანჯველი აღმოჩნდება დანაშაულის გრძნობა, რომ ასეთი მეტამორფოზის შემდეგ ოჯახის რჩენა აღარ შეუძლია.
Prague-born writer Franz Kafka wrote in German, and his stories, such as "The Metamorphosis" (1916), and posthumously published novels, including The Trial (1925), concern troubled individuals in a nightmarishly impersonal world.
Jewish middle-class family of this major fiction writer of the 20th century spoke German. People consider his unique body of much incomplete writing, mainly published posthumously, among the most influential in European literature.
His stories include "The Metamorphosis" (1912) and "In the Penal Colony" (1914), whereas his posthumous novels include The Trial (1925), The Castle (1926) and Amerika (1927).
Despite first language, Kafka also spoke fluent Czech. Later, Kafka acquired some knowledge of the French language and culture from Flaubert, one of his favorite authors.
Kafka first studied chemistry at the Charles-Ferdinand University of Prague but after two weeks switched to law. This study offered a range of career possibilities, which pleased his father, and required a longer course of study that gave Kafka time to take classes in German studies and art history. At the university, he joined a student club, named Lese- und Redehalle der Deutschen Studenten, which organized literary events, readings, and other activities. In the end of his first year of studies, he met Max Brod, a close friend of his throughout his life, together with the journalist Felix Weltsch, who also studied law. Kafka obtained the degree of doctor of law on 18 June 1906 and performed an obligatory year of unpaid service as law clerk for the civil and criminal courts.
Writing of Kafka attracted little attention before his death. During his lifetime, he published only a few short stories and never finished any of his novels except the very short "The Metamorphosis." Kafka wrote to Max Brod, his friend and literary executor: "Dearest Max, my last request: Everything I leave behind me ... in the way of diaries, manuscripts, letters (my own and others'), sketches, and so on, [is] to be burned unread." Brod told Kafka that he intended not to honor these wishes, but Kafka, so knowing, nevertheless consequently gave these directions specifically to Brod, who, so reasoning, overrode these wishes. Brod in fact oversaw the publication of most of work of Kafka in his possession; these works quickly began to attract attention and high critical regard.
Max Brod encountered significant difficulty in compiling notebooks of Kafka into any chronological order as Kafka started writing in the middle of notebooks, from the last towards the first, et cetera.
Kafka wrote all his published works in German except several letters in Czech to Milena Jesenská.
„გარდასახვა“ ის ნაწარმოებია, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა საფრთხეშია, რა ემუქრება ადამიანს, რომელიც სხვებისთვის ყველაფერს აკეთებს, ეს სხვები კი ზიზღით, სიძულვილით, არაფრად ჩაგდებით, მწერად, უმწეო არსებად გადააქცევენ, მისი სიკვდილით კი ახალი სიცოცხლის წყაროს იძენენ. საზოგადოება ებრძვის ყველაფერ იდეალურს, სწორედ ამიტომ ისჯება გრეგორ ზამზა - იდეალური ადამიანი.
კაფკა არის გენია. მისი გენიალურობა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ მის მიერ დაწერილ ნაწარმოებს უამრავი თვალით შეგიძლია შეხედო. უმარტივესი ენით წერს. შესაბამისად მარტივადაც იკითხება, მაგრამ ტექსტის შინაარსზე მეტად, თვითონ იდეის მასშტაბურობა არ გაძლევს მოსვენებას. "გარდასახვა" სწორედ ამ მოსაზრების კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს.
თვითონ გარდასახვა საინტერესოა. დანარჩენებში კაი ბლომად აქვს ნაბოდიალები, თუმცა მათ შორისაც გამოირჩევა კარგები (მაგალითად, პროცესიდან რომ არის კანონზე, ე ის...).
"გარდასახვა"-ს 5/5. ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობაა რაც წამიკითხავს თავის შემზარავი ფინალით. თვითონ კრებულს რაც შეეხება, მსგავსი მოთხრობა არცერთი არაა,მაგრამ "კანონის წინ", "სათლზე ამხედრებული" და "შრომა-გასწორების კოლონიაში"-ც მომეწონა.
„ ადამიანმა შეიძლება დროებით დაკარგოს შრომის უნარი,მაგრამ სწორედ მაშინ უნდა გავიხსენოთ მისი ადრინდელი მუშაობა და ჩავთვალოთ, რომ დაბრკოლებათა გადალახვის შემდეგ, მომავალში ის კიდევ უფრო ბეჯითად იმუშავებს“.
ადამიანის "მწერად გადაქცევა" დროში გაწელილი და შესაბამისად უხილავი, შეუმჩნეველი პროცესებით... "ტოტალური სახელმწიფო რეჟიმით, ადამიანის ღირსების შემლახავი ყოფით, მექანიკური ყოველდღიურობით."
“გარდასახვა” (ჩემთვის მაინც უფრო “მეტამორფოზა”) არის გენიალური მოთხრობა. საკმაოდ სოციალური დრამაა მძიმე ტრაგედიის ფონზე. დანარჩენებიც ძალიან კარგია. ❤️ “კანონის წინ”განსაკუთრებით.❤️
ფრანც კაფკას „გარდასახვა“ მსოფლიო ლიტერატურის ,ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და შემაშფოთებელი ალეგორიაა, რომელიც ადამიანის არსებობის აბსურდს, მარტოობასა და თვითმყოფადობის დაკარგვას, გამოხატავს. ეს მცირე მოცულობის, მაგრამ უსაზღვროდ შთამბეჭდავი მოთხრობა გვიჩვენებს, ადამიანის ტრაგედიას სამყაროში, სადაც ინდივიდის ღირებულება მხოლოდ მისი ფუნქციური სარგებლობით, იზომება.
მთავარი გმირი, გრეგორ ზამზა, ერთ დღეს იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ უდიდეს მწერლად არის ქცეული. ამ ზებუნებრივი გარდასახვის შემდეგ იწყება მისი ნელი, მტკივნეული დაშორება არა მხოლოდ ადამიანურ სახესთან, არამედ საკუთარ ოჯახთან და ცხოვრებასთანაც. ზამზა, რომელიც ოდესღაც შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი შვილი იყო, უმწეო არსებად იქცევა, რომლის არსებობაც ნელ-ნელა ტვირთად იქცევა ყველასთვის, ვისაც ოდესღაც უყვარდა.
„გარდასახვა“ არ არის მხოლოდ ფიზიკური მეტამორფოზის ამბავი, ეს არის ფსიქოლოგიური და სულიერი დაშორების ისტორია, სადაც ადამიანი იძულებულია საკუთარ უცხოობაში, იცხოვროს.
დღეს კაფკას „გარდასახვა“ ითვლება ეგზისტენციალური ლიტერატურის ქვაკუთხედად, ნაწარმოებად, რომელიც ასახავს ადამიანის გაუცხოებას, თანამედროვე საზოგადოების სიცივესა და პიროვნული ღირსების დაკარგვას. ეს ტექსტი არ გვაძლევს პასუხებს, მაგრამ გვიტოვებს ფიქრებს როდის იწყება გარდასახვა ,ჩვენს ცხოვრებაში და ვის ვემსგავსებით ჩვენ თვითონ, როცა ადამიანი საკუთარ არსებობას ემალება.
იწყებ კითხვას და პირველივე წინადადებიდან ნათელია, რომ რაღაც ტრაგიკული, არასასიამოვნო და უჩვეულო მოვლენის მოწმე ხდები. იშვიათია, რომ წიგნმა პირველივე წინადადებიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინოს ჩემზე და მეტამორფოზა, ამ მხრივ, ნამდვილად აღმოჩენა იყო. ის ემოციები რაც კითხვისას გამიჩნდა, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ხნის მანძილზე გამყვება. განსაკუთრებით კი ის სინანულის გრძნობა, რაც ზამზას მიმართ ვიგრძენი. როგორ მინდოდა, რომ უცბად წიგნში აღმოვჩენილიყავი და დავხმარებოდი, ოდნავ მაინც შემემსუბექინა ის ტკივილი, რომელსაც ოჯახის წევრები და ზოგადად გარემო აყენებდა. არ გაუმართლა გრეგორ ზამზას ცხოვრებაში და ისე მოკვდა, რომ ვერ იგრძნო ვერც სიყვარული, ვერც დაფასება და ვერც მადლიერების გრძნობა ოჯახის წევრებისგან, იმ ადამიანებისგან, ვის გამოც შრომობდა ამდენს და საერთო��, ვის გამოც დაივიწყა საკუთარი თავი, გვერდზე გადადო მიზნები, ოცნებები და ცხოვრობდა სხვებისთვის. ეს კი იმის დამსახურება იყო, რომ მას მათ მიმართ უზარმაზარი სიყვარულის გრძნობა გააჩნდა და ამავე დროს გრძნობდა პასუხისმგებლობასაც. კი, შეიძლება შემომეწინააღმდეგოთ, რომ გრეტას უყვარდა ძმა და ზრუნავდა მასზე, მაგრამ ვფიქრობ, მისი ნამდვილი სახე ბოლოში გამოჩნდა… მიუხედავად იმისა, რომ გრეგორ ზამზა შესანიშნავი, მზრუნველი, შრომისმოყვარე ადამიანი იყო, იგი აუცილებლად მოკვდებოდა, რადგან ასეთი ცხოვრებით ადამიანები დიდხანს ვერ გასტანენ. ის მხოლოდ შემოსავლის წყარო იყო ოჯახისთვის, რომელიც მალევე გამოუსადეგარი და უბრალოდ ზედმეტი ტვირთი გახდა.
რა თქმა უნდა, უფრო სიღრმეებში წასვლაც შეიძლებოდა და დეტალურად განხილვა, მაგრამ ჯერჯერობით ასე იყოს. აქვე გაგიზიარებთ ჩემს საყვარელ ფრაზას წიგნიდან:)
,,ნუთუ მაინც ცხოველი იყო, თუ მუსიკა ასე აფორიაქებდა?”🎶⭐️
This entire review has been hidden because of spoilers.
ნაწარმოები რომ დავასრულე საათზე მეტი ჩუმად ვიჯექი, გაბრაზებული, შუბლშეკრული. ასე მძაფრად ჩემზე ბევრ წიგნს არ უმოქმედია. ყველა პატარა დეტალი, პატარა ქმედებაც კი რამდენს გვეუბნება გრეგორი ზამზასა და მისი ოჯახის ემოციებზე, ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაზე. თითქოს არარეალურია, მართლაც ხომ არ გადავიქცევით ხოჭოდ, მაგრამ მაინც რეალობას გვიჩვენებს. ჩვენი ნებისმიერი გარდასახვა, რაც შეიძლება სხვას ულამაზოდ მოეჩვენოს, არ იქნება მათთვის სასიამოვნო, ვერ მიიღებენ, სიძულვილით შემოგხედავენ და ისე მოგექცევიან, როგორც ზამზას მოექცა თავისივე ოჯახი. დასაწყისში თითქოს გრეგორის და ეგუება სიტუაციას. ცდილობს იზრუნოს ძმაზე, და მიუხედავად იმისა, რომ არ სიამოვნებს მისი შესახედაობა, მაინც ბეჯითად განაგრძობს თავის საქმიანობას. თუმცა შემდეგ ვხედავთ, რომ სწორედ მისი და ნატრობს ძმის თავიდან მოშორებას, მის სიკვდილს. თითქოს გრეგორი იყოს ყველაფერში დამნაშავე, თავად სურდეს ხოჭოდ გადაქცევა.. სიტუაციას გრეგორის დამოკიდებულება უფრო ასევდიანებს. ის მართლაც ფიქრობს რომ მისი ბრალია ყველაფერი, მან გააუბედურა ოჯახი. არცერთი წამით არ ამტყუნებს მათ, არც მამასთან მომხდარი ჩხუბის შემდეგ, არც დის საქციელის მომსწრეს არ გაუვლია გულში რომ სწორედ ოჯახის დამოკიდებულება კლავს მას. და ბოლო ნაწილი, სადაც მოახლე ქალი მოახსენებს მათ რომ არ ინერვიულონ, მან უკვე იზრუნა ყველაფერზე და ოთახი თავისუფალია. ეს ნაწილი განსაკუთრებით გულისამრევია, ყველანაირ ადამიანობას მოკლებული. სილის გაწვნასავით იყო მთელი ნაწარმოები :) ძალიან მომეწონა. 🙌
This entire review has been hidden because of spoilers.
5/5. ეს არის ნოველა,რომელმაც შეუძლებელია თავზარდაცემული არ დაგტოვოს.რა არია ადამიანი?რისთვის ცხოვრობს? - შეიძლება გაიღვიძოს და ერთ დროს ოჯახისთვის საჭირო უცბად სრულიად გარიყული და მოკვეთილი აღმოჩნდეს იგივე ოჯახისგან,მიზეზად ისიც კმარა რომ უუნარო გახდე როგორც ადამიანი (თორემ მწერად გადაქცევა რომ მეტაფორაა კი ვიცით). მტკივნეულია თვალის გასწორება იმასთან რასაც კაფკა ასე შეფარვით და გადატანით გვთავაზობს.ზოგჯერ რა საშიშია ადამიანად ყოფნა იმ გადმოსახედიდან თუ დავუფიქრდებით,რომ ხშირად ორ ფეხზე მდგომი დიდათ არ განსხვავდება მწერისგან,რომელსაც მრავალფეხებიან საშიშ არსებათ აღვიქვამთ.
დავიწყებ იმით, რომ კაფკა ნამდვილად რომ გენიაა. გრეგორი მთელი ცხოვრება ყველაფერს სხვისთვის აკეთებდა, სხვებისთვის მუშაობდა, სხვებისთვის ცხოვრობდა, თუმცა როგორც კი ამის შესაძლებლობა დაკარგა, ოჯახის წევრებმა მიაგდეს, ვინაიდან ადამიანებს სხვა კონკრეტული პირი მხოლოდ მაშინ გვადარდებს, როდესაც ჩვენთვის სარგებელი მოაქვს, როდესაც მას სარგებელი აღარ აქვს მაშინვე ვივიწყებთ და ჩვენთვის აღარაფერს წარმოადგენს. მთელი ამ მოთხრობის არსი და მწარე რეალობა ისაა, რომ ჩვენც იგივენაირად მოვიქცეოდით, როგორც სამსას ოჯახის წევრები. გრეგორის ხოჭოდ გარდასახვაში ჩემი აზრით ცუდი მენტალური ჯანმრთელობა იგულისხმება. ადამიანი როდესაც დეპრესიაშია აღარანაირი უნარი აღარ შესწევს, მთელი დღე საწოლშია, მარტო გრძნობს თავს, მიაჩნია, რომ აღარავის აღარ ადარდებს, რაც ნაწილობრივ მართალია, როდესაც შენ ასეთ მდგომარეობაში ხარ, როდესაც მთელის დღის განმავლობაში საერთოდ არაფერს არ აკეთებ, რა სარგებელი მოგაქვს შენი ოჯახისთვის, შენი მომავლისთვის ან თუნდაც შენი თავისთვის? არაფერი. დღეს ამ გარდასახვას ტელეფონებს შევადარებდი. ასე არ არის? უმეტესი თინეიჯერი მთელი დღე ტელეფონებში ვართ და ფაქტიურად მთელი დღის განმავლობაში არაფერს არ ვაკეთებთ, მთელი დღე ტელეფონებს ვართ მიჯაჭვული, ჭამის დროსაც კი ეს მოწყობილობა გვიჭირავს. ბევრს მიგვაჩნია, რომ ჩვენი არავის ესმის, ვინაიდან ასეა, ცოტას თუ ესმის მსგავსი მდგომარეობის, კაფკამ კი ეს მდგომარეობა ძალიან კარგად წარმოადგინა, ისე, რომ პირდაპირ არ ულაპარაკია ამ თემაზე. განსაკუთრებით მომწონს ეს ნაწილი "ამ დილით, როცა კარები ჩაკეტილი იყო, ყველა მისკენ მიიწევდა, ახლა კი, როცა მან ერთი თავადვე გააღო, საგულისხმოა, მომდევნოებიც მთელი დღის განმავცლობაში ღია იყო, არავინ მიდიოდა მის სანახავად." როდესაც კარგად ვართ, ყველას ვახსოვართ, ყველას "ვუყვარვართ და ვადარდებთ", ხოლო როდესაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები გვაქვს და სხვისი გვერდში დგომა, სიყვარული და სითბო გვჭირდება, არავინ არის ჩვენს გვერდით, მათ შორის ჩვენთვის ახლო ადამიანებიც. არ ვიცი, ყოველი შემთხვევისთვის მე ამას ასე ვუყურებ.
10/10 ჩემთვის კაფკას პირველი ნაწარმოებია და მართლა წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე. არასდროს წამიკითხავს ასეთი მცირე მოცულობის და ამავდროულად ამხელა აზრის მქონე ნაწარმოები. კაფკა თითქოს "გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი"-ის პრინ��იპით მოქმედებს. ყველაზე მეტად მომწონს ამ ნაწარმოებში ის, რომ ძალიან საზოგადოა, ყველას ეხება და შესაძლოა ყველას შეემთხვას. არც რომელიმე კონკრეტულ დროსა თუ ადგილას არ ხდება. კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჯერ შენი თავი უნდა დააყენო და შემდეგ სამსახური/ოჯახი/მეგობრები იმიტომ, რომ თუ გრეგორივით უუნარო გახდები, უანგაროდ არავის ეყვარები და შენი სიკვდილი ყველასთვის შვება იქნება. ვფიქრობ ამ მოთხრობის ერთხელ წაკითხვა არ კმარა, ყოველი წაკითხვისას რაღაც ახალს აღმოაჩენ. მადლობა მაქს ბროდს, რომ კაფკას ანდერძი არ გაითვალისწინა <3333
როდესაც ადამიანი, რომელიც მთელ მის ცხოვრებას განვლის სხვების დახმარებაში, არ აქვს მნიშვნელოვა მატერიალურად თუ ფიზიკურად. ზრუნავ სხვებზე და იხარჯები, ამის შემდეგ შეიძლება ყველაფერი, ან კარგად წარიმართოს, ან უარესობისაკენ შეიცვალოს. გრეგორ ზამზა, ხალხზე მზრუნველი ადამიანი, რომელსაც ზურგი აქციეს ხდება მსხვერპლი იმავე ხალხისა, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი მოაკლო. ადამიანმა ცხოვრებაში არც ზედმეტი უნდა აკეთო და არც მცირედი. ჩემის აზრით სრულყოფიერება ზომიერების უკან იმალება და ამას ბევრი ვერ ამჩნევს. პ.ს დიდი ხანია მინდოდა ამ წიგნის წაკითხვა, მიზეზების გამო ვერ მოვახერხე. მაგრამ საბოლოოდ შევძელიი. ყველაზე გაოცებული გრეგორის დის საქციელით დავრჩი. ადამიანი მსხვერპლი ხდება მაშინ როდესაც ლაპარაკი არ შეუძლია… კიდევ ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ დარჩა გრეგორ ზამზა ოჯახის “უიმედო” წევრად…
ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს. ყველას ერთხელ მაინც ვგიგვრძვნია თავი გრეგორივით, როცა ჩვენი არავის არ ესმის, ალბათ ყველამ ვიცით ეს რა შეგრძნებაცაა...არ ველოდი, რომ ბოლოს მოკვდებოდა, იმედები გამიცრუვდა, თუმცა მაინც შესანიშნავი წიგნია
ძალიამ ბევრჯერ წაკითხვის შემდეგაც, ძალიან ბევრ კითხვას ტოვებს. კითხვები რომელიც წესოთ არ უნდ გიჩნდებოდეს და შეიძლება არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ კითხვებია უპასუხოდ და ეს გაწუხებს.