Jump to ratings and reviews
Rate this book

წინასწარმეტყველი

Rate this book
ეს ნარკვევი არის ილია ჭავჭავაძის მწერლური სიდიადის წარმოჩენის კიდევ ერთი ცდა. ზოგიერთი ასპექტი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებისა ახსნილია ახლებურად.

60 pages, Mass Market Paperback

Published January 1, 1987

1 person want to read

About the author

Tamaz Chiladze

23 books10 followers
Tamaz Chiladze (Georgian: თამაზ ჭილაძე)was a Georgian writer, dramatist and poet. He was the elder brother of a Georgian writer Otar Chiladze.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
0 (0%)
4 stars
0 (0%)
3 stars
0 (0%)
2 stars
1 (100%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 of 1 review
Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews48 followers
April 1, 2016
ეს არის ჩემი პირველი შეხება თამაზ ჭილაძესთან. და ვფიქრობდი, ნეტა ეს მწერალ-პოეტ-პუბლიცისტი თამაზ ჭილაძეა თუ უბრალოდ ოთარ ჭილაძის დედმამიშვილი-თქო? და რამდენადაც შეიძლება პუბლიცისტიკის ერთი მაგალითით მსჯელობა - დედმამიშვილია, თანაც უფროსი დედმამიშვილი. ხოლო როგორც კაი ხანია დავასკვენი, საშუალოსტატისტიკურად უფროსი დედმამიშვილები უფრო ვერ ქაჩავენ, ვიდრე უმცროსები. ამას თავისი ობიექტური მიზეზი აქვს - პირველი შვილისთის მშობლები უფრო გამოუცდელები არიან, ამ სიახლეს ჯერ თვითონ უნდა შეეგუონ, ბავშვს უფრო უჭირს თავისი თვისებიბის ჩამოყალიბება და ა.შ. მომდევნო ბავშვებისთვის კი შედარებით გაკვალულია გზა და შეუძლიათ თავისი თანდაყოლილი თუ შეძენილი თვისებების უფრო მეტად და უფრო მარტივად რეალიზაცია. მე უფროსი დედმამიშვილი ვარ და ვიცი საკუთარი გამოცდილებითაც :)

თამაზ ჭილაძეს კი აღმოაჩნდა წერისა და იდეების ისეთი მანერა, რომელიც ძალიან არ მომწონს, განსაკუთრებით კი პუბლიცისტიკაში - როდესაც ყველაფერი საშინლად სუბიექტური, ჰიპერბოლიზებული და რეფრაქციულია, როცა ფორმის ხათრით სინამდვილე შელამაზებულია და ეს ყველაფერი გავს საფლავზე წაკითხულ პათეტიკურ სიტყვას. და ამას დაუმატეთ მცირე, მაგრამ მაინც ხარკი ცენზორებისთვის - ამან ყველაზე მეტად გამაოგნა - 1987 წელია და მაინც [თამაზ ჭილაძის აზრით] 1907 წელს ილია თამამად შეებრძოლა ცარიზმის ამ მანკიერებას (სიკვიდლით დასჯაზეა საუბარი)... ამას კიდე რა უჭირს - რა ვუყოთ აშკარად საყოველთაოდ აღიარებული და აღიარების გარეშეც აშკარა იდეების ხელოვნურ ინტერპრეტაციას, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია? რომ ილიას აზრით სოციალური/შრომის თავისუფლების გარეშე ეროვნულ თავისუფლებას აზრი არა აქვს - თითქოს ზუსტად პირიქით რომ იყო მაგიტომაც არ ქონდა პოლემიკა მარქსისტებთან და სოციალისტებთან და თითქოს ზუსტად ამიტომაც არ მოკლეს ბოლშევიკებმა? ანდა თითქოს ილია განდეგილს სულიერი პრინციპების ღალატის გამო სჯის - მაშინ როცა, ზუსტადაც რომ პირიქით - საეროზე უარის თქმა უწუნებს.

... კიდე რამდენი ჩამოვთვალო? წმინდა წყლის "ლაკიროვკაა"... ქართულ ლიტერატურაზე პუბლიცისტიკა თუ გინდათ, აკაკი ბაქრაძე წაიკითხეთ.
Displaying 1 of 1 review

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.