„კრებულში შესულია სხვადასხვა დროის ჩანაწერები, რეპლიკები, გამოხმაურებები, რუბრიკებად დალაგებული. ვეცადე ისეთები შემერჩია, რომ წიგნი სახალისო და რამდენამდე სასარგებლოც ყოფილიყო მკითხველისთვის. გავართვი თუ არა თავი ამ რთულ ამოცანას, თქვენი განსასჯელია, ძვირფასო მკითხველო“
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1971 წელს. 1978-1986წწ. იყო ჟურნალ "კრიტიკის" პასუხისმგებელი მდივანი; 1990-1991წწ. იგივე ჟურნალის რედაქტორის მოადგილე; 1989-1990წწ. გაზეთ "მამულის" რედაქტორის მოადგილე; 1998-2000წწ. კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის "კავკასიური სახლის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2000 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 2003 წლიდან "გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის" სწავლული მდივანი; 2006 წლიდან ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
2003, 2009 და 2012 წლებში მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია "საბა", ნომინაციაში - წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა.