თამაზ ჭილაძის ჩანაწერები 1948 წლიდან იწყება და ეხმიანება ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურულ და სამწერლო ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენებს.
„ისეთი გრძნობა მაქვს, იმ ჭაში ვბრუნდები, საიდანაც ეს-ეს არის ამოვედი. თითქოს რაღაც ისეთი ჩამრჩა იქ, რომლის მიტოვების არც უფლება მაქვს და არც სურვილი...“ – ეს თამაზ ჭილაძის ერთ-ერთი ჩანაწერია, რომელიც ერთგვარად განსაზღვრავს წიგნის ხასიათს.
“არის ორ ადამიანს შორის ჩამოვარდნილი სიჩუმე, რომელიც ერთ-ერთმა უსათუოდ უნდა დაარღვიოს, რადგან უხერხულობის შემაწუხებელ გრძნობას იწვევს. მაგრამ არის სიჩუმე, რომელიც გინდა გაგრძელდეს უსასრულოდ, რადგან არ არსებობს ქვეყნად არაფერი, რასაც უკეთესად შეეძლოს, ანდა უფრო სწორად - რაც იყოს უფრო მეტყველი, უფრო დამაახლოვებელი, ვიდრე ეს სიჩუმეა…”
“ჩვენს სულში უნდა მოვიძიოთ ის ბალახი, რომელიც წამლად დაედება ჩვენს ჭრილობებს. სხვა არავინ მოგვხედავს, არც დაგვეხმარება!”
“ღმერთს მწერლობა რომ მოენდომებინა, რუსთაველივით დაწერდა…”
“როცა ღმერთს ვევედრებით, ფაქტობრივად, საკუთარ თავს მივმართავთ, რადგან ღმერთი ჩვენშია”.