Jump to ratings and reviews
Rate this book

ჩიტების გამომზამთრებელი

Rate this book
ამ პატარა წიგნში თავმოყრილია მცირე ზომის პროზაული ნაწარმოებები - მოთხრობები და მინიატურები.

322 pages, Hardcover

Published January 1, 1978

2 people are currently reading
28 people want to read

About the author

Revaz Inanishvili

21 books24 followers
რევაზ კონსტანტინეს ძე ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. მშობლიურ სოფელში ხუთი კლასი დაამთავრა.
1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში (1943–45) მუშაობდა 31-ე ქარხანაში. შემდეგ სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია.
1947 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირის გამო და მუშაობა დაიწყო “სამგორის” არხის მშენებლობაზე.
1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით.
1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”.
1966 წელს გადავიდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილებაში.
1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად.
1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ "დილას" რედაქტორი.
პირველი მოთხრობა "სახსოვარი" გამოაქვეყნა ალმანახ "პირველ სხივში" 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული "პირველი მოთხრობები" – 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე.
რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წელს. იგი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
10 (47%)
4 stars
7 (33%)
3 stars
3 (14%)
2 stars
1 (4%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews50 followers
April 10, 2016
გ.: სადღაც მოზარდობის შუაში მქონდა ინანიშვილის რაღაცეები წაკითხული და სულ მახსოვდა, რომ მომეწონა. მაგრამ, რა იყო, რატომ მომეწონა - ეგ უკვე აღარ. ხოდა სერიოზულად პირველად წაიკითხე ეხლა და არ დაგიმალავთ - აღვფრთოვანდი. საერთოდ, მინიატურების და ზოგადად მინიატურული პროზის პონტში ლორთქიფანიძე უფრო მახსოვდა, მარა ეს კიდე უფრო სხვაა - მიკროატურაა ფაქტიურად :)

სხვა წიგნები არ ვიცი, არ მახსოვს, მაგრამ აქ ინანიშვილი უფრო მხატვარია, ვიდრე მწერალი. ცოტა პოეტიც, მაგრამ უფრო მხატვარი-გრაფიკოსი - რამდენიმე შტრიხით მთლიან სათქმელს ისე გადმოსცემს, რომ საკუთარი წარმოსახვაც არ გჭირდება რომ შეავსო, ისედაც ყვეალფერი ძალიან მოცულობთი და დეტალიზებული გამოდის. პიდაპირ ვიტყვი (არ მიწყენს ბატონი რევაზი), ყველაფერი ერთნაირად არ მომწონებია - უფრო ცოტა მოზრდილები უფრო ნაკლებადაც კი. მაგრამ ასე 80-მდე მინიატურა-მოთხრობიდან 20-30 მაგარია, 15-20 - ძალიან მაგარი და ასე 10-იც ისეთი გენიალური, რომ მეტი არ შეიძლება. უფრო გასაგები რომ იყოს, სიტყვას გადავცემ ავტორს და თან ვთხოვ ერთი მინიატურაც წაგვიკითხოს.

რ.ი.: გმადლობთ. ჩემი სათქმელი ამ კრებულის შესავალშივე კი ვთქვი, უფრო სწორად - ვთქვი, რომ ვერაფერს ვამბობ... მაგრამ მინიატურაზე არ დაგზარდებით, კიბატონო:
მოკვდა მოხუცი პეტრე. ივანე, მისი ძმაკაცი, მისი კბილა, მშვიდად დაჰყრდნობია ჯოხს და მშვიდი თვალებით უყურებს ახალგაზრდების ტირილსა და ქოთქოთს.
გ.: FIN

P.S. ამბობენ, რომ ინანიშვილი ისევეა კახეთი, როგორც კლდიაშვილია იმერეთი და დუმბაძე - გურია. მაგრამ, მგონი არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ინანიშვილი ისევე არ არის მარტო კახეთი, როგორც ვაჟა არ არის მარტო ფშავი!
Profile Image for Tebro Pkhikidze.
141 reviews5 followers
Read
June 16, 2024
მარტივი ცხოვრებისეული სიტუაციაა. მამაკაცი მთელ დღეს სამსახურშია, ცოლი-სახლში. შესაბამისად, მამაკაცი ვერ აღიქვამს ცხოვრებისეულ წვრილმან პრობლემებს მძაფრად. არ აღელვებს მაინცდამაინც მოუწმენდავი იატაკი, გაციებული სადილი ან ის, რომ ბავშვმა ორიანი მიიღო და ამის გამო, შეიძლება, "პროფში" გადაიყვანონ. ის მსხვილმან პრობლემებს უფრო ხედავს და ცოლისაგან განსხვავებით, ეზიზღება ის ყალბი გარემო, რაც ქვეყანაშია შექმნილი. ერთი მხრივ, თითქოს იფიქრებ კაცი, რომ ადეკვატურად აღიქვამს სიტუაციასო, მაგრამ, სინამდვილეში, თურმე, ყველაფერი ფეხზე ჰკიდია და საქმე საქმეზე რომ მიდგება, ვერაფერს და არაფერს აკეთებს ........
ქალი კი ყელამდე ოჯახურ პრობლემებშია ჩაფლული. მისი თავსატეხია სადილიც, ტანსაცმელიც, საოჯახო საქმეებიც და ბავშვიც... როგორც ტრადიციული ქართველი დიასახლისი, ალბათ, მთელ დღეს ხეხავს, ხარშავს, წვავს, წმენდს, იატაკს სკიპიდარით აპრიალებს, დადის სკოლაში, ისმენს მასწავლებლების საყვედურებს და მუდმივად ნერვებმოშლილია... ხოლო ქვეყანაში გამეფებული ის სიყალბე, რასაც მამაკაცი ამჩნევს და იზიზღებს, ქალისათვის კეთილდღეობის და მშვიდი ცხოვრების განსახიერებაა...
ანუ, ცოლსა და ქმარს, რომლებიც წლების წინ, ალბათ, სიყვარულით შეუღლდნენ და შეჰხაროდნენ თავიანთ ერთას, დღეს ყველაფერში დაუკარგავთ ურთიერთგაგება. ეს სიტუაცია გრძელდება და მწიფდება წლობით. ჩვენ მხოლოდ კულმინაციას ვხედავთ. ის ბავშვი კი, რომელსაც თავის დროზე ფოტოგადაღებისა ეშინოდა, ამასობაში, იზრდება და თავის ადგილს ვეღარ პოულობს ოჯახში, სადაც დედა და მამა გაუცხოებია ერთმანეთს. ამიტომაც, აღარც სკოლა აინტერესებს და აღარც არაფერი...თავის სამყაროში ცხოვრობს. ჩიტებიც ზუსტად მაგის გამომხატველია. ჩვენში ჩიტირეკიას ეძახიან ასეთ ადამიანს- მეოცნებეს და მიწას მოწყვეტილს... აბა, ვის როგორ წარმოუდგენია, რომ ადამიანმა ოთხ კედელში გამოაზამთროს ჩიტი, რომელიც სივრცეში ფრენას არის მიჩვეული?
დასასრულიც ლოგიკურია. აგრესია ენთხევა ყველაზე სუსტსა და უმწეოს - ჩიტს... დედა მათ ხოცავს, მამა კი არაფერს აკეთებს მათ დასაცავად... ჩიტბატონებთან ერთად იჩეჩქვება ბიჭის ბავშვური ოცნებებიც და ის უხეშად ეცემა დედამიწაზე.. მხოლოდ ერთი სიტყვაღა აღმოხდება ბოლოს და ამაშია ჩატეული საყვედურიც, იმედგაცრუებაც, სასოწარკვეთილებაც.. როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები შემდეგში, ამის გამოცნობას ავტორი მკითხველს აკისრებს.
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.