Jump to ratings and reviews
Rate this book

ნოველები სიყვარულზე

Rate this book
სერიაში „ლიტერატურული ოდისეა“ თავმოყრილია მრავალი ქვეყნის თანამედროვე და კლასიკური მხატვრული ნაწარმოებები, რომლებსაც მსოფლიოში უკვე კარგად იცნობენ და რომელთAა უმეტესობაც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნება.

წინამდებარე კრებული „ნოველები სიყვარულზე“ შედგება იოჰან ბორგენის თოთხმეტი ნოველისაგან. კრებულის უმთავრესი თემა, ბუნებრივია, სიყვარული და თანაცხოვრებაა (ხშირად სახალისო და მეტად უჩვეულო). ნოველების გმირები არაორდინარული, შინაგანი კონფლიქტებითა და ბავშვობისა თუ მოზარდობის დროინდელი კომპლექსებით დათრგუნვილი ადამიანები არიან და ცდილობენ სულისა და ცხოვრების ლაბირინთებში გზის გაკვლევას.
ცნობილი ნორვეგიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე იოჰან ბორგენი (1902-1979) დაიბადა ქრისტიანიაში (დღევანდელი ოსლო), შეძლებული ადვოკატის ოჯახში. მწერლის სახელის დამკვიდრებამდე იგი აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. წერდა ფელეტონებს, პიესებს, მუშაობდა თეატრში მრჩევლად, იყო ლიტერატურულ ჟურნალ „Vინდუეტ“‑ის რედაქტორი. 1925 წელს გამოიცა მისი სადებიუტო ნოველათა კრებული სახელწოდებით „უკუნეთისკენ“. როგორც მწერალს, ბორგენს აღიარება მოუტანა რომანმა „პატარა ლორდი“. იოჰან ბორგენი თხუთმეტი რომანის, ნოველათა ცხრა კრებულის, რვა პიესის, ბევრი ფელეტონისა და ესეს ავტორია. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია მრავალ ენაზე. ქართველი მკითხველი XX საუკუნის ამ აღიარებულ კლასიკოსს პირველად გაეცნობა.

312 pages, Paperback

First published January 1, 1952

6 people are currently reading
97 people want to read

About the author

Johan Borgen

85 books17 followers
Norwegian author, journalist and critic. He was married to Annemarta Borgen. Under the pseudonym of Mumle Gåsegg (Mumble Goose-egg) he wrote shorter articles in the newspaper Dagbladet, particularly during World War II. His articles were ironic and derogatory of the Nazi government, and he kept this up for a long time before being found out. In the end though, he was caught and sent to the prison camp Grini. His best known work is the novel Lillelord (1955). Borgen was editor of the literary magazine Vinduet ("The Window") 1954-1959.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
15 (37%)
4 stars
13 (32%)
3 stars
10 (25%)
2 stars
2 (5%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 10 of 10 reviews
Profile Image for mery.
85 reviews1 follower
November 21, 2020
ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო კრებულია სიყვარულზე,ცხოვრებაზე და ადამიანების პირად სივრცეზე. ვფიქრობ,რომ ეს პატარა კრებული,ბევრ რომანს ჩაისვამს ჯიბეში. ნოველები სიყვარულზე,ცოტა ისე ჟღერს,რა,ხო ხვდებით ბანალურად და უინტერესოდ.მაგრამ, ბანალური სიყვარულის ისტორიას ვერც შეხვდებით,მოთხრობებს სიტყვა სიყვარული აერთიანებთ, ამის გარდა კიდევ ბევრი რამეა. ფსიქოლოგიური ჟანრის ამბებია,ცოტა ჰამსუნსაც გაგახსენებთ. მგონი, ამ მხრივ ბორგენი ყველაზე მეტად ჰგავს ჰამსუნს, თანამემამულეეში. მოკლედ,დიდი რეკომენდაცია ჩემგან,ვისაც არ უყვარს რომანები ,ერთპიროვნულად სიყვარულზე.
მივუბრუნდები ამ წიგნს და თუ რამე დავამატებ მომავალში. ფავორიტ მითხრობებს არ გეტყვით.
Profile Image for Tanano Gurgenidze.
40 reviews10 followers
April 11, 2020
წიგნის ყდა ზუსტად ასახავს ფურცლებში მოქცეულ განწყობას.

კითხვისას გაზაფხულიდან ზაფხულში გარდამავალი თბილი ნიავის სუნს ვგრძნობდი და

ზოგჯერ მართლა ვგრძნობდი, რომ ცოცხალი ადამიანი ვიყავი.
Profile Image for Mariam Paichadze.
43 reviews6 followers
August 11, 2016
ყოველი მოთხრობის კითხვისას გრძნობა მქონდა რომ ზღვის პირას ვიჯექი კლდეზე და ხარბად ვისუნთქავდი მლაშე ჰაერს. ყოველი სიტყვა და წინადადების წყობა, ისეთი ლამაზი იყო, როგორი ლამაზი და ზღაპრულიც წამომიდგენია ნორვეგია. უჩვეულოდ, ლამაზად სევდიანია სიყვარულის ფილტრში ნაჩვენები მარტოობაც - "სინამდვილეში ერთმანეთის შესახებ არავინ არაფერი იცის. ვერც ერთი საყვარელი ვერ იქნება ბოლომდე ახლობელი". საოცარი სიახლოვის გრძნობას აჩენდა არა-პერსონიფიცირებული პერსონაჟებიც, რომელთაგან ქალს ქალი ჰქვია და კაცს - კაცი. საერთო ჯამში, ძალიან ღრმა, ყოვლისმომცველი სევდითა და სილამაზით გაჯერებული ნოველებია.
Profile Image for Loreley.
434 reviews99 followers
February 7, 2017
ზუსტად 3 გამოვიდა საშუალო შეფასება :3
ფავორიტები:
ვარსკვლავი
ბზარშეპარული ბავშვობიდან სიყვარულით გამომიყვანე
ჩიტი და მაცდური
ჩვენი დიდი მეგობარი
April 12, 2016
ვკითხულობდი და ვფიქრობდი ნეტაი იოჰანი ახალგაზრდა და ცოცხალი იყოს-მეთქი :დ
სიამოვნებით ყოველდღე წავიკითხავდი მის თითო მოთხრობას.
ძალიან კარგი თხრობის მანერა აქვს და პირველივე მოთხრობიდან ისე გემრიელად იგრძნობოდა ნორვეგიული ატმოსფერო, რომ გადამაცხოვრა თავისთან. ყველა მოთხრობა ჰო თითქოს სულ სხვადასხვანაირია, თან ყველგან ერთი პრობლემა ტრიალებს, რომ სინამდვილეში ვერც ერთი საყვარელი ვერ იქნება ბოლომდე ახლობელი რადგან საბოლოოდ ერთმანეთის შესახებ არავინ არაფერი იცის, ჰოდა ამ მარტოობის გარშემო შექმნილ სასიყვარულო ამბებს ხშირად მაინც იქამდე მივყავართ, რომ საკმარისია ვინმემ გაგვიგოს, ჩვენი აზრები მისი გახდეს და პირიქით, ეს უკვე დიდ სიყვარულს ქმნის. სხვის მიერ ამ გრძნობებისა და აზრების გაგება გვათავისუფლებს, თუარადა მერე ისევ ჩვენს თავებში ვიკეტებით. მოკლედ იოჰანი სულ იმას გვიჩიჩინებს რომ ეს უხილავი ძაფები მაინც ყველაზე კარგი და მთავარი რამაა ცხოვრებაში.
ჰო აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ თარგმანით ვისიამოვნე <3
ჰოდა კიდე ის არ მინდა დამავიწყდეს.. 1940-50იან წლებში დაწერილ მოთხრობებში უკვე ისე მძაფრად იგრძნობა თუ როგორ აქვთ ნორვეგიელებს გამჯდარი ქალისა და კაცის თანასწორობის საკითხი, რომ კიდევ უფრო შემაყვარა ამ ხალხმა თავი.
Profile Image for Oto Bakradze.
666 reviews43 followers
May 27, 2021
ერთადერთი მიზეზი რატომაც არ მიყვარს მოთხობები არის ის, რომ იმ რამდენიმე გვერდზე რასაც ესა თუ ის მოთხრობა მოიცავს, ბოლომდე ვერ ვახერხებ სიუჟეტში შესვლას. რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

თან თუ ჰამსუნსაც ჰგავს რაღაცით მწერალი, საერთოდ.
Profile Image for Pat Holman.
17 reviews
Read
October 31, 2016
სათაურიდან გამომდინარე დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, თუ რა არის ყველა მოთხრობის ძირითადი თემა. ერთხელ გუსტავო მარტინ გარსომ ერთ ინტერვიუში თქვა, სინამდვილეში ყველა მკითხველი ელოდება, რომ წიგნში სიყვარულზე მოუყვებიანო. სიყვარული ადამიანების ცხოვრების ნაწილია და ბუნებრივია,რომ ლიტერატურაც ამ თემის გარეშე არ არსებობს.
ინდივიდუალური ხელწერა აქვს იოჰან ბორგენს. ვერცერთ მოთხრობაში ვერ ნახავთ გაცვეთილ სიტყვებსა და უკვე მობეზრებულ სიუჟეტებს. ისე აღწერს ამ ქალებსა და კაცებს, ზღვისპირა და მთისპირა სახლებს, განშორებებსა და შეხვედრებს, რომ გული აგიჩუყდება. ადრე გავალდასთან დავწერე, მე წვრილმანებში გამოხატული რომანტიკა მომწონსთქო და აქაც იმდენია ასეთი ნიუანსი, არცერთი არ უნდა გამოგრჩეს. ყველა სიტყვა უნდა დააგემოვნო, ყველა ეპიზოდი ნათლად წარმოიდგინო: როგორია საღებავჩამოცლილი ქოხი, როგორ იღება დაძველებული დარაბები, როგორ იკარგება ქალი შუაღამისას ბავშვობის მოგონებებში. სად ტბაა, სად ზღვის მყუდრო ყურე, სად მდინარეში არეკლილი სიტყვები. ყველა მოთხრობას ფონად მარტოობა გასდევს. შეიძლება უყვარდეთ ადამიანებს ერთმანეთი, მაგრამ მაინც ვერ ახერხებდნენ ერთმანეთისთვის მარტოობის შემსუბუქებას.
კარგი მწერალი ყოფილა იოჰანი. კიდევ უფრო მეტად შემაყვარა სკანდინავია. დროდადრო თაროდან უნდა გადმოიღო ხოლმე ეს წიგნი და ისევ თავიდან დატკბე. ჰო, და "ლიტერატურულ ოდისეაზეც" მინდა ვთქვა. გემოვნებიანი და ხარისხიანი წიგნები აქვთ ერთად შემოკრებილი და უკვე შეყვარებული ვარ ამ სერიაზე.
Displaying 1 - 10 of 10 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.