Jump to ratings and reviews
Rate this book

ჩიტის და კაცის ამბავი

Rate this book
"ქართულ ლიტერატურას კარგი მთხრობელი დიდი ხანია არ ჰყოლია. არჩილ ქიქოძე მთხრობელია. მთხრობელი უბრალოდ მწერალი არ არის. მთხრობელი ეპიკური პოეტის უმცროსი ძმაა. მისი მონაყოლი დინჯი და აუღელვებელია, მას არსად ეჩქარება, ოღონდ, ეპოსისგან განსხვავებით, მისი პერსონაჟები გმირები კი არა, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ეპოსისგან განსხვავებით მთხრობელის ამბავი გამოგონილი მაშინაც კი არ არის, როდესაც გამოგონილია. მთხრობელი გამოცდილებიდან მოდის და ეს გამოცდილება, თუ გერმანელ ფილოსოფოს ვალტერ ბენიამინს დავუჯერებთ, ავტორიტეტს სიკვდილისაგან იღებს. სადაც გამოცდილებაა, იქ საიდუმლოცაა, ამიტომ ეს მოთხრობები, მიუხედავად იმისა, რომ სულ არ არის დეტექტივი, დეტექტივიცაა. არჩილ ქიქოძის მოთხრობებს მკითხველი ნელ-ნელა, ჩუმად, შეუმჩნევლად დაუფარავ, შიშველ, შეულამაზებელ ბოლო სიმართლესთან მიჰყავს, რომელიც არც ლამაზია, არც იდუმალი და ამიტომაც უფრო დამაჯერებელია. ამ დეტექტივის დანაშაული და სასჯელი, ცრურწმენა და სიამაყე, სიყვარული და სიძულვილი საქართველოა, ოჯახური ამბების საქართველო, რომლებიც სახელმძღვანელოებიდან ცნობილ ისტორიაზე უფრო ნამდვილია. შავ-თეთრი არ არის და ერთნაირად ეკუთვნის ჯალათებს და მსხვერპლებს, მათ შვილებს და შვილიშვილებს და მათი საერთო დანაშაულის ან სიყვარულის შედეგია".ზაალ ანდრონიკაშვილი

219 pages, Paperback

First published January 1, 2013

1 person is currently reading
58 people want to read

About the author

Archil Kikodze

14 books116 followers
არჩილ ქიქოძე დაიბადა 1972 წელს, თბილისში. 1989 წელს დაამთავრა თბილისის მესამე ექსპერიმენტული სკოლა. 1989 წლიდან 1992 წლამდე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, 1992 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტში ჯერ კონოსაოპერატორო, შემდეგ კი კინოდრამატურგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1999 წელს. 1991-1994 წლებში იყო სამაშველო სამსახურ “სანთელის” წევრი და მონაწილეობას იღებდა სამთო სამაშველო ოპერაციებში. გატაცებული იყო ალპინიზმით. დღემდე მუშაობს როგორც გამყოლი ველური ბუნების და ეკოტურიზმის გამყოლი. 21 წლის ასაკიდან დაკავებულია ლიტერატურული მოღვაწეობით.[1]

არჩილ ქიქოძის მოთხრობები, ესსეები, სტატიები და ფოტოები უკანასკნელი ათი წელია იბეჭდება ქართულ ჟურნალებში და ლიტერატურულ პერიოდიკაში. არის შვეიცარიაში გამოსული ორი ბროშურის ავტორი სვანეთსა და ხევის შესახებ და გარემოს დაცვის სამინისტროს დაკვეთით დაწერილი აქვს ტურისტული გზამკვლევი თუშეთის ეროვნული პარკის და ლაგოდეხის ნაკრძალის შესახებ.

[b]ჯილდოები[/b]
- პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის თბილისის წიგნის ბაზრობაზე, კრებულისთვის “ირემი და ლიმონათი” (2002)
- ლიტერატურული პრემია “გალა” ნომინაციაში წლის წიგნი, კრებულისთვის “მყუდრო” (2009)

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
10 (23%)
4 stars
10 (23%)
3 stars
11 (26%)
2 stars
7 (16%)
1 star
4 (9%)
Displaying 1 - 3 of 3 reviews
Profile Image for Nika Vardiashvili.
252 reviews25 followers
April 23, 2020
ძალიან საინტერესო რომანი გამოდგა. ჩემი აზრით ამ რომანის მინუსი ერთადერთი თავია, რომელშიც ავტორს რატომღაც კალამი გაექცა და ცოტა არ იყოს გაურკვევლობის განცდა დამიტოვა. დანარჩენი, ანუ დასაწყისი და განსაკუთრებით დასასრული ძალიან სასიამოვნო და სითბოთი თუ იუმორით სავსე იყო. თანაც ის თემები რაზეც წიგნშია საუბარი, სათაურიდანვე კარგად ჩანს. ეს არის ჩიტის, ეს არის კაცის და ეს არის ჩიტის და კაცის ამბავი.
4 reviews4 followers
April 23, 2020
სითბოზე პირველი ეს კაცი მახსენდება
Profile Image for Keti Molashvili.
123 reviews6 followers
April 10, 2021
ისე კარგად არის საინტერესო ამბები მოთხრობილი და ვისაც ბირდვოჩერობა გაინტერესებთ, ან ვაშლოვანის ნაკრძალის გაცნობა გსურთ ახლიდან და კიდევ, წნორულ, ქიზიყურ ამბებზეც ყვება 🤗😁
Displaying 1 - 3 of 3 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.