გამოჩენილი რუსი მწერალი ალექსანდრე სოლჟენიცინი თავისი პოპულარული თხზულების („არქიპელაგის გულაგი“) ბოლოთქმაში გვაუწყებს: „ვარლამ შალამოვს შევთავაზე – ერთად დაგვეწერა მთელი ეს წიგნი, მაგრამ უარი მითხრა“.
მომავალი ნობელიანტის სასურველმა თანაავტორმა – ვარლამ შალამოვმა თავისი ცხოვრების მწარე გამოცდილება და ჯოჯოხეთური შთაბეჭდილებანი დიდ ლიტერატურად აქცია.
მწერალი მხოლოდ მემატიანედ კი არ გვევლინება, მისი ნოველების პერსონაჟების ცხოვრებისეული დრამა სცდება კონცლაგერის საზღვრებს და იძენს ზოგად ხასიათს.
Varlam Tikhonovich Shalamov (Russian: Варлам Тихонович Шаламов; June 18, 1907–January 17, 1982), baptized as Varlaam, was a Russian writer, journalist and poet.
Alternate spellings of his name: Варлам Шаламов Varlam Chalamov Warłam Szałamow Warlam Schalamow V. T. Shalamov Varlam Șalamov
ზოგადად, კონცლაგერებზე უფრო მეტი ლიტერატურული მასალა გვაქვს ვიდრე საბჭოურ ლაგერებზე. მაგიტომაც ძალიან საინტერესო წასაკითხია და თან შალამოვის წერის სტილიც სასიამოვნო შესაცნობია. წყალივით იკითხებაო ამაზეა ნათქვამი. არადა meanwhile რა საშინელებებზე წერს და ტრაგედიაც ისაა, რომ ყველა მცირე მოთხრობა, რაც წიგნშია შეტანილი რეალურ ფაქტებს ეფუძვნება. შალამოვი, რომელსაც თვითონ 19 წელი აქვს ლაგერში გატარებული, ისე წარბშეუხრელად აღწერს იქაურ ამბებს რომ გეგონება მისთვის ეს ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი Thursday-ს ნაწილი ყოფილიყო.
6/5 ძალიან მომეწონა და მადლობა ბატონ დავითს, ვისი წყალობითაც აღმოვაჩინე ეს წიგნი