Jump to ratings and reviews
Rate this book

მწერლობის მოთვინიერება

Rate this book

225 pages, Hardcover

Published January 1, 1990

4 people are currently reading
45 people want to read

About the author

Akaki Bakradze

12 books21 followers
აკაკი ბაქრაძე დაიბადა 1928 წლის 29 მარტს ქალაქ თბილისში. 1948 წელს დაამთავრა ოზურგეთის I საშუალო სკოლა. 1953 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი.

1955-1960 წლებში მუშაობდა კინოსტუდია ქართული ფილმის სასცენარო განყოფილების რედაქტორად და მთავარ რედაქტორად, ხოლო 1964-1968 წლებში სასცენო-სარედაქციო განყოფილების მთავარ რედაქტორად.

1973-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი, კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი (1968-1988), მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (1988-1989), რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი (1989-1991 წწ.). იყო სსრკ სახალხო დეპუტატი, სსრკ უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი ([1989-1991 წწ.).

1991-1996 წწ. კითხულობდა ლექციებს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1995 წელს აირჩიეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. გარდაიცვალა 1999 წლის 6 დეკემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
23 (60%)
4 stars
9 (23%)
3 stars
4 (10%)
2 stars
2 (5%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 7 of 7 reviews
Profile Image for NEKA.
162 reviews
February 13, 2024
გამორჩეული მოაზროვნე. აუცილებლად წასაკითხი წიგნია
Profile Image for Oto Bakradze.
663 reviews42 followers
April 19, 2023
*ხუტა ბერულავა - “დიდება რუსის უებრო ძმობას”
*ანა კალანდაძე -“მზე ამოდის, მზე, მოსკოვის მხრიდან!”
*ირაკლი აბაშიძე - “ვლადიკავკავში”
*გრიგოლ აბაშიძე - “ძლევის ქედში”
*სერგი ჭილაიას კრიტიკები
*პეტრე სამსონაძე - “ცეცხლის ხმები”, სონეტა იონა ვაკელს”
*კონსტანტინე ლორთქიფანიძე - “ღიმილი”, “პირველის შემდეგ” -“მე ბოლშევიკის გარდა სხვა ვინმე , არც მიმაჩნია ადამიანად”
*ფრიდონ ნაროუშვილი - “პოლიტიკური პოეტის დეკლარაცია” - დახვრიტეს
*კარლო კალაძე - “ამხანაგი ლენინი”
*კალე ბობოხიძე - “შემოდგომა”, “ბოლშევიკური განთიადი”
*ლადო გუდიაშვილი - “გველის პერანგოსანის” ყდის ავტორი კომპარტიის დავალებით 1934
*გოგლა ლეონიძე - “სტალინი, ბავშვობა და ყრმობა”
*დ. შენგელაია - “ფიცი” და “მერხეული”
*გურამ ფანჯიკიძე - “მეათე ხუთწლედი და ქართული მწერლობა”
*ილო მოსაშვილი - “ჩვენი ქვეყნის სიმღერები”
*მუხრან მაჭავარიანი - ლექსები 1956 - გვ.56
*კალე ფეოდოსიშვილი - “ქალაქის ბაღში” - ნამდვილი გვარი ვეკუა- გაანადგურა რევოლუციამ და პარტიამ
*შოთა ნიშნიანიძე - “რკინის კაცისა და ხალიბის დიალოგი”
*ბორის ჩხეიძე - “ფერო”
*გიორგი კაჭახიხე - “მანქანამ უნდა მოგვცეს მანქანა”
*ილო მოსაშვილი - “ჩვენი ქვეყნის დეპუტატებს”
*გრიგოლ მუშიშვილი - კრიტიკა ლევან მეტრეველის თხზულებაზე “ბოლშევიკი”
*ლადო სულაბერიძე - “ნდობის კაშხალი”
*ნოდარ დუმბაძე - მარადისობის კანონი - 1980 წელს მიენიჭა ლენინური კომკავშირის პრემიის მედალი
*კონსტანტინე გამსახურდია - “ბელადს”, “ვაზის ყვავილობას”, 1947 წელს დაწერილი მიმართვა ლავრენტი ბერიასთვის
*პანტელეიმონ ჩხიკვაძე - “სირთულეები”
*იაკინტე ლისაშვილი - “ვარდნილი”, “ძახილი მთაში”
*სევასტი თალაკვაძე - “გადასასვლელი”
*ბესო ჟღენტი - თავის გადასარჩენად დაწერილი კრიტიკა და ცილის წამება მიხეილ ჯავახიშვილის მიმართ “მოღალატური სიტყვა და საქმე” 1937.24.08. თავად ბესო ჟღენტი კი იმავე წლის 27 ნოემბერს გარიცხეს მწერალთა კავშირიდან
*გიორგი ნატროშვილი - “საბჭოთა ხალხის განაჩენი” - 1953 წელს დაწერილი მიმართვა
*გალაკტიონ ტაბიძე - მითითებით დაწერილი რამდენიმე ლექსი პარტიასა თუ ბელადზე
-იოსებ გრიშაშვილი - რომელიც თავდაპირველად ანტისაბჭოთა ლექსებს წერდა, სანამ დაშინებით აზრი არ შეაცვლევინეს

ეს იმ “ნაწარმოებების” არასრული სიაა, რომლებიც პარტიის დავალებით შექმნეს ქართველმა მწერლებმა საბჭოთა კავშირში. უმეტეს მათგანთან შიში და ტერორი განაპირობებდა კომუნისტური ტექსტების წერას, ზოგ მათგანთან კი კარიერული მიზნები. ასეთი ტიპები მზად იყვნენ საკუთარი მეგობრებიც კი დაესმინათ ან კრიტიკული ტექსტები ეწერათ მათზე, მწერალთა კავშირში დაწინაურების გამო.

საბჭოურმა რუსეთმა 20-იან წლებში შეადგინა მონა-სპათა რაზმი, პროლეტარული მწერლობის სახით, რომლის ძირითად მიზნად დასახეს ქართველ ხალხში ნაციონალური გრძნობის საბოლოოდ ჩაკვლა. ლიტერატურის პარტიულობის პრინციპმა ქართულ მწერლობას ჩამოართვა უფლება, ემსახურა ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესს.იგი რუსული შოვინიზმის სამსახურში ჩააყენა, ეროვნული ტრადიცია დაკარგა და სხვისი იარაღი გახდა. პარტიულ მწერლობას ერთადერთი დანიშნულება აქვს; შექმნას ამა თუ იმ მშენებლობის გარშემო ცრუ ენთუზიაზმისა და ცრუ აღტაცების ცრუ პათოსი. ამის გაკეთებას არ სჭირდება არავითარი აზრი. მისთვის საკმარისია პათეთიკური შეძახილების კორიანტელი - ფოლადი, კვამლი, ღორღი, ჟინი, მტვერი, შეტევა, გუგუნი და ა.შ. ამით ცრუ შრომისა და ენთუზიაზმის ატმოსფეროც დახატულია.

მეორე მხრივ, რა უნდა ექნათ? წერდნენ ნაგავს რომ თავი ერჩინათ. ძალიან რთულია გმირობა და ყველას ვერ მოსთხოვ მას. განსაკუთრებით მაშინ როცა ძალაუფლებას შუბლზე იარაღი აქვს მოშვერილი. ბევრი იყო ისეთი მწერალიც, ვინც წერდა კომუნისტურ ტექსტებს, მაგრამ მაინც ვერ გადაურჩა გადასახლებას ან დახვრეტას. იყვნენ ისეთებიც ვისი გვარიც არასოციალისტურად მიიჩნეოდა მწერალთა კავშირში, იკეთებდნენ გვარებს, მაგრამ ვერც ამით იცილებდნენ სასჯელს.

ეს ნაწილი კი რუსეთთან დაკავშირებით, დღესაც იგივეა.

“ქართველობას ყოველთვის ატყუებდა რუსული თავისუფალი აზრის არსებობა. ვერ ხედავდა რუსეთისათვის დამახასიათებელ უცნაურ კანონზომიერებას: რუსეთში თავისუფალი აზრი არსებობს ცალკე და დესპოტიზმი - ცალკე. ამ დესპოტიზმზე თავისუფალი აზრი ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს. დესპოტიზმს კი შეუძლია, როცა მოესურვება, მაშინვე გაუსწოროს ანგარიში თავისუფალ აზრს.
-ყოველთვის ასე იყო და დღესაც ასეა: თავისუფალი აზრის მოქადაგეს რუსეთში ან კატორღა ელოდა ან ემიგრაციაში გაძევება.”

ამიტომ გამოსავალი ერთია. სანამ ქართველი არ გათავისუფლდება “სიკეთის მომტანი რუსეთის” ილუზიისგან, საქართველოს საშველი არ იქნება.
Profile Image for Natia Morbedadze.
838 reviews83 followers
July 21, 2023
ალბათ არც ისე დიდი ხნის წინ ვერ ვიფიქრებდით, რომ ეს წიგნი თანამედროვეობაში ამხელა მნიშვნელობას შეიძენდა. ხელოვნების მოთვინიერება 21-ე საუკუნეში? ეს ხომ წარმოუდგენელია. შეიძლება ალიო მირცხულავას პოეზია და კონსტანტინე ლორთქიფანიძის პროზა (პირობითად), ჩვენი საყვარელი ნამდვილად კარგი ავტორების "შეკვეთილი" ლექსები, პოემები, მოთხრობები, რომანები დღეს დაიწეროს? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ცენზურის დამკვიდრების, კონკრეტული პიროვნებების ქების ან ლანძღვის წახალისების, ხელოვანების განდიდების ან მოძულების მცდელობა არსად წასულა. არც წავა, სანამ საბოლოოდ არ დავამარცხებთ საბჭოეთს.
Profile Image for Torsten.
277 reviews12 followers
May 7, 2020
თუ თლა არაფელი იცი, თუ რა და როგორ ხდებოდა იმ "ბედნიერ" დროს, ალბათ ძალიან კარგი წიგნია. თუ იცი, მაშინ მეტის მოლოდინი გაქვს, მეტი მაგალითები და ფაქტები და ნაკლები თეორია და სუბიექტური, ხშირად აცდენილი და გადაცდენილი აზრები. მაგრამ ავტორსაც და წიგნსაც ეპატიება, სწორედ იმ დროს დაიწერა, როდესაც საჭირო იყო ასეთი წიგნის დაწერა. უბრალოდ, ჩემთვის მოსაბეზრებელი აღმოჩნდა. რატომღაც მეგონა, მეტს წავიკითხავდი იმის შესახებ, თუ რათ მაადნეს ტიციანი, რატომ იკრა პაოლომ შუბლში ტყვია. რას წერდნენ ამაზე მაშინ. "დიონისოს ღიმილის" დამწერი კაცი, როგორ გახდა "ბელადის" ავტორი, ჯავახიშვილის ბედი და ა.შ. და ა.შ.
Profile Image for Agatha.
41 reviews10 followers
August 2, 2022
"ლიტერატურას ყოველთვის ახლავს მაკულატურა."

თეა წულუკიანს არ ანახოთ, შთაგონება ეწვევა.
Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews50 followers
April 25, 2016
ზოგადად ბაქრაძის კრიტიკა და პუბლიცისტიკა ძალიან რომ მომწონს, ახალი ამბავი არაა და როცა აღმოვაჩინე, რომ თურმე მთელი 25 წელი ეს წიგნი სახლში დევს და წაკითხული არ მაქვს, ძალიან გამეხარდა და მოუთმენლად ველოდი, როდის დადგებოდა ამის წაკითვის შესაბამისი იდეალური მომენტი. და აი როცა დავამთავრე Защита Лужина და ავიღე პაუზა Бесы-მდე, იდეალურ ვარიანტად მომეჩვენა "სემიჩკის" პონტში :)

ეს წიგნი ეხება საბჭოთა ლიტერატურის ტრანსფორმაციის ნიუანსებს დიქტატურის პირობებში. პრინციპში არაფერი ახალი არ წერია, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ თუმცა გამოსულია 1990-ში, დაწერილია 1983 წელს და მასში ნაწინასწარმეტყველები მოვლენები დიდი ალბათობით ახდა. კარგია ისიც, რომ სოციალისტური "ხელოვნების" ძალიან საინტერესო მაგალითებია მოყვანილი და გარჩეული.

მაგრამ არ მომეწონა ორი რამ:
1. მიუხედავად იმისა, რომ ბაქრაძე ავტორიტეტებს არ ცნობს, თითქოს მათ მაინც ინდობს - მაგალითად დუმბაძეს და გამსახურდიას
2. ბაქრაძე განსაკუთრებით მიყვარს იმიტომ, რომ რაციონალურია მისი კრიტიკა - აქ კი ზედმეტად ემოციურია.

პრინციპში იდეალურად შეასრულა თავისი მზესუმზირული როლი :)
13 reviews
November 5, 2022
წიგნი, რომელიც სრულად ასახავს საბჭოთა ჩამპალ მენტალიტეტს, თუ სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი. აუცილებლად წასაკითხი წიგნი.
Displaying 1 - 7 of 7 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.