„არსებობს ქალაქები და არსებობს ჯოჯოქალაქები. არსებობს სახელები და ამბები, სცენარი და ისტორია, სახეხატები – უამრავი, არქეტიპები, დამახსოვრებული კადრები, სიტყვათწყობები, კოსტიუმები, სხვადასხვა ფაქტურა, შიში და მოლოდინი, ღრენები და გაღიმებები, წინამდებარე წიგნში ერთმანეთს დაუსრულებლად რომ ენაცვლება – სწორედ ისე, როგორც ადამიანურ ცნობიერებაში.“ [...] აინე მერმეს სადებიუტო რომანი „ეუარა“ [...] „უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ დღეს, ჩვენი ქვეყნის, პლანეტისა და მთელი კაცობრიობისთვის ამ უმძიმეს დროს, ხელს ვაწერ წინამდებარე წიგნის წინასიტყვაობას, ყოველივე ზემოთქმულის დასამოწმებლად კი ვიმეორებ მთავარ, პირველად და პასუხგაუცემელ კითხვას: რატომ არ შეიშალეთ, რამ შეგაგუათ?“
აინე მერმეს “ეუარა” ყველაზე მგრძნობიარე ტექსტია, რაც კი წამიკითხავს. სათუთი. მყუდროდ სევდიანი და იმედიანიც. თითოეული სიტყვა, ფრაზა და წინადადება თავს გაფერებინებს და იმდენ ემოციას იძახებს, თითოეულზე ჩუყს გული, ცრემლითურთ. თან ძალიან ნაცნობია, თან უცნობი ზღაპრული. თან ძალიან ჩემია/მკითხველისაა, თან მაინც ამოუცნობი/ამოსაცნობი. თან ჩემზე მელაპარაკება, თან ავტორის სამუდამო საიდუმლო აქვს და ეს დუალობა იდეალური სიმყუდროვეა ჩემთვის 💚 გამოცნობანასაც გეთამაშება. მაგრამ გკარნახობს, არაა საჭირო, გამოიცნო. (თავს და ბოლოს) ისედაც გაგრძნობინებს. და ეს გრძნობებიც როგორი გაპიროვნებულებია💚 გულში ჩასაკრავი წიგნია, მოკლედ. მადლიერი ვარ, რომ არსებობს 🌱
წიგნში კოდირებულია ავტორის სულიერი გამოცდილება. მას საკუთარი საიდუმლო ენით სურს გადმოსცეს თავისი მოგზაურობა, როგორც ალტერ ეგოს, აინე მერმეს სამყაროში და ამ ენის C2 დონე მხოლოდ თავად ავტორმა იცის. ალბათ წიგნი მისი ცხოვრების საიდუმლო გამოცდილებაზეა და ამას ნატუკა ნაცვლიშვილი წარმატებით ახერხებს თავისი იდუმალი და ზღაპრული სამყაროს ისტორიის მთავარი პროტაგონისტის, აინე მერმეს მეშვეობით.