Jump to ratings and reviews
Rate this book

თბილისის ძველი სასტუმროები

Rate this book
თბილისური სასტუმროების ისტორია ერთი იმ ხიდთაგანია, რომლებიც საქართველოს ისტორიას ევროპის ისტორიასთან აკავშირებს. სასტუმრო, როგორც ეკონომიკური, სოციალური და არქიტექტორული ფენომენი ახალმა დრომ მოიტანა, და შესაბამისად, ის იყო ამ ახალი დროის მონაბერი ბევრი სიახლის მიკროსამყარო.

დავით ხოშტარიას წიგნი მოგვითხრობს თბილისის სასტუმროთა ისტორიას 1810-იანიდან 1920-იან წლებამდე. განხილულია როგორც ცალკეული სასტუმროები, ისე სასტუმროთა საქმის ზოგადი ასპექტები. ისტორიულ სურათის წარმოსაჩენად გამოყენებულია ვრცელი მასალა — მოგზაურთა ნაწერები, პრესა, გზამკვლევები, საარქივო დოკუმენტები, ძველი ფოტოსურათები და შენობათა პროექტები.

136 pages, Paperback

First published January 1, 2011

1 person is currently reading
30 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
12 (70%)
4 stars
5 (29%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 4 of 4 reviews
Profile Image for Giorgi Robakidze.
17 reviews7 followers
April 17, 2020
იდეალური წიგნია თბილისური სასტუმროების ისტორიის გასაცნობად. საინტერესო და მარტივი საკითხავია.
4 reviews
November 14, 2018
"ქალაქი, რომელიც არაფერს ჰგავს ამქვეყნად თავისი თავის გარდა"... XIX საუკუნეში თბილისი მართლაც გამორჩეული იყო, როგორც რეგიონში, ასევე მთელს რუსეთის იმპერიაში. საკმაოდ საინტერესოდ და რაც, მთავარია, ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით შემდგარი წიგნია, დართული ძველი ფოტოებით, ლითოგრაფიებითა და საგაზეთო რეკლამებით. თავისუფლად შეიძლება იქნეს გამოყენებული, როგორც ერთგვარი გზავმკვლევი, როგორც იმპერიის დროინდელი თბილისის ისტორიისა, ასევე ქალაქში შემორჩენილი ძველი სასტუმროების შენობებისა, რომლებიც დღე არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ წარმოდგენას გვიქმნიან, როგორი იყო ადრე თბილისი. მადლობა ავტორს გაწეული შრომისთვის და წიგნის შედგენისთვის.
Profile Image for Gvantsa Chaduneli.
123 reviews15 followers
April 1, 2017
მე19 საუკუნეში ევროპა ვიყავით. რაც რუსეთის ოკუპაციამ, თბილისის სამოქალაქო ომმა და დრომ ხელუხლებელი დატოვა, იმასაც ახლა ფულიანი ბიძები სპობენ უფრო მეტი ფულისთვის, რომელსაც ევროპაში დახარჯავენ ალბათ. ამ წიგნმა მთელ ამ ორომტრიალს კომიკური იერიც კი მისცა, შესანიშნავი იყო.
Displaying 1 - 4 of 4 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.