ავტოპორტრეტი ირაკლი ჩარკვიანის ლიტერატურულ შემოქმედებას აერთიანებს – სხვადასხვა დროს გამოცემულ ლექსებს და მოთხრობებს. ამ ლექსებიდან ბევრი თავის დროზევე იქცა ჰიტად და მათი პოპულარობა სულ უფრო მატულობს.
თითქოს აქამდე ყველასთვის ნაცნობი ირაკლი ჩარკვიანისგან ეს კრებული მოულოდნელი შეხვედრაა მკითხველთან, შეხვედრა სიტყვის (ლოგოსის) კოსმოსში, სადაც ყოველი ადამიანური შესაძლებლობა შეუცნობლის, უსასრულოს და ხანდახან შეუძლებლისკენაც მიემართება.
ამ წიგნში თანამედროვე ადამიანის სულის ბიოგრაფიაა მოთხრობილი, მისი ამქვეყნიური ცხოვრების ყველა სისუსტით და ამაღლებით, და რაც მთავარია, თავისუფლების ისეთი ხარისხით, როგორიც მხოლოდ ირაკლი ჩარკვიანის პირადი ნიშანია.
Irakli Charkviani (Georgian: ირაკლი ჩარკვიანი; November 19, 1961 – February 24, 2006), sometimes known under his pseudonym Mefe (მეფე, "The King"), was a Georgian poet, prose writer, and musician. Charkviani was known for his eccentric image and poetry, and for eclectic music, which spanned alternative rock, electronic music and hip hop.
In May 2013 Irakli Charkviani was posthumously awarded Georgia's most prestigious Rustaveli Prize for "his significant contribution to the development of contemporary Georgian culture".