ალეკო შუღლაძე 90-იანებში გამოჩნდა და მაშინვე მიიზიდა მკითხველი თავისი იოლად გამოსარჩევი წერის მანერით, რომელშიც ლაღი იუმორი, ხედვის პარადოქსალურობა და ეგზისტენციალური სიმძიმეები ორგანულად ერწყმოდა ერთმანეთს. მოთხრობების კრებული „გაქცევის მცდელობა“, რომანი „სამსარა“, მანიფესტების ციკლი, გაბნეული ლიტერატურულ პერიოდიკაში... და ამის შემდეგ ის ლიტერატურული სივრციდან გაქრა. გადაიმალა. 15 წლით... რომან „გადამალვაში“ კი მთელი ეს პერიოდია ჩაწნეხილი: 15 წლის განმავლობაში ნაფიქრი, განცდილი და თავს გადამხდარი. ეს წიგნი კონტრასტების წიგნია. ალეკო შუღლაძე ინარჩუნებს თავის სტილს, რომლითაც ლიტერატურაში მოვიდა და ახალ ტონალობებს სძენს მას. ესაა რომანი, სადაც სიკვდილს და ავადმყოფობას ებრძვიან, სადაც ადამიანები ურთიერთთანადგომას სწავლობენ ამ ბრძოლაში, სადაც სტერეოტიპებისა და კომპლექსებისგან თავისუფლდებიან.
ფინალს უწუნებენო, გავიგე. ვაა, რა უცნაურია, არადა, სწორედ ეგ გადასარევი ფინალი ქმნის ამ წიგნს, ჩემი მოკრძალებული აზრით. არ უნდა ბევრი ლაყბობა, წაიკითხეთ აუცილებლად. ძალიან კარგი რამეა.
არსებობს კარგი წიგნი, ცუდი წიგნი და ნაღდი წიგნი. ეს "ნაღდი წიგნია", იმიტომ, რომ სიტუაციიდან დაწყებული, პერსონაჟებით გაგრძელებული და დეტალებით დასრულებული - ყველაფერი ნაღდია.
ალეკო შუღლაძე ნამდვილად არ არის კარგი მწერალი... მეტიც - საერთოდ არ არის მწერალი, უბრალოდ ადამიანია, თუ გინდათ წიგნების გამყიდველი, თუ გინდათ ვაიშნავი, გინდათ ბაქტი-იოგი და გინდათ უბრალოდ რიგითი ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა ზედ ჩაძინების წინ გაჩენილი კითხვებზე პასუხი მოეძებნა. მაგრამ არაა მწერალი და ნიტო ზუსტად ამიტომ, ნიტო მიუხედავად ამისა, დაწერა ძალიან კარგი წიგნი!
ამიტომაც იკითხება ისე, თითქოს რომელიმე მკითხველის დაწერილია და არა მწერლის, მეორე პოლუსია აი მაგალითად ქართული არარეალური ლიტერატურისა და თარგანების, XIX საუკუნის ენით რომ წერენ უკვე XXI საუკუნეში. პირდადა ჩემთვის კი იმდენი რამეა გასაგები ნაცნობი, რომ ცოტა სუბიექტურობასაც ვერ გავექცევი - დაწყებული ყვავილოვანი კომბოსტოთი, გაგრძელებული კამიუ/სარტრითა და ინდოელი მასწავლებლით დამთავრებული. აი თითქოს რაღაცეების თქმა რომ მინდოდა და თავი რომ ვერ მოვაბი - აი ადამიანი დაჯდა და დაწერა ჩემი სათქმელი. დიდი მადლობა!
რა თქმა უნდა არის ცოტა უკეთესი და ცოტა უარესი ადგილები, და ისეთებიც, რომლებიც რაღაცნაირად ამოვარდნილია სიუჟეტიდან imho და გავს მცდელობას უფრო მეტად დაემსაგვსოს ეს რომანი ლიტერატურას და არა ავტობიოგრაფიას. და ყველაზე მეტად ის მომენტებია შთამბეჭდავი, რომლებიც ნამდვილია, იმინა გრძნობ რომ აი ზუსტად ეს ნახა და განიცადა ადამიანმა (ტკივილის შეტევის ეპიზოდი მაგალითად). მეორეს მხრივ კიბატონო ლიტერატურაა მაინც და ნუ რაღაცა მოსაგონებელიცა და რაღაც გასახსენებელიც, მაგრამ
აქვე გადავხედე სხვა რევიუებსაც და ღმერთმანი სასაცილოა ზოგიერთი. ერთი ეგზისტენციალიზმთან დაპირისიპირებას და "ისკეპიზმს" უწუნებდა. ჯერ ერთი ეს დაპირისპირება არაა სასერთოდ, უფრო გადაძახილია. მეორეც - მაგალითად როკანტენის ეგზისტენციალური კრიზისი (თუ უბრალოდ გამოცდილება) საკუთარ ტყავზე თუ არ გამოცადე, ისიც მარტო სიტყვები იქნება და შუღლაძის მთაც - მარტო რაღაცა ქიმერა მთა და სულიერების ძებნა - ისკეპიზმი. ამიტომ, კრიტიკამდე ჯერ ჯობია ადამიანმა განიცადო და მერე კრიტიკაც კი კიდევ უფრო დამაჯერებელია. + მარტო უარყოფითი რევიუები კიარა, დადებთშიც შევნიშნე სადღაც - ამ წიგნით ავტორს უნდა აჩვენოს ადამიანი, რომელიც ეძებს, და თუნდაც ისეთ სისულულეებს მიადგება, როგორიც კარმა და რეინკარნაციააო. არ იციან ეტყობა ალეკო შუღლაძე ვინაა :)
სხვათა შორის, წაკითხვის შემდეგღა გავიგე ალეკო შუღლაძის ვინაობა და სახეზეც მეცნო და მერე გამახსენდა რომ ნანახი მყავდა ადრე ვაიშნავების ერთ-ერთ შეკრებაზე, როგორც ჩანს მასთანვე სახლში. იმ დროს ბაგავატ გიტაში და შრი იშოპანიშადში ვეძებდი ჭეშმარიტებას, მაგრამ რაღაც შეკითხვა მაწუხებდა, ზუსტად არც მახსოვს რა, რაღაც ღმერთთან დაკავშირებული და ჩემივე პასუხი ბოლომდე არ მაკმაყოფილებდა. ხოდა, ვკითხე ალეკოს მეთქი როგორაა ეგ-თქო? და პასუხისთვის დიდად მადლობელი ვარ, რადგან იმ პასუხმა დამარწმუნა რომ pure bhakti ბოლომდე საჩემო ამბავი არაა, გავაგრძელე ძებნა და ვიპოვე კიდეც ის, რასაც ვეძებდი. და აი, 10 წლის შემდეგ, იგივე ადამიანმა კიდევ ერთი სასარგებლო რამ გააკეთა ჩემს ცხოვრებაში ამ წიგნის დაწერით. მოთხრობებსაც წავიკითხავ, სამსარასაც და კიდევ მოუთმენლად დაველოდები ახალ რამეს.
ჰარე!
P.S. გავარკვიე და არ შევხვედრივარ ალეკო შუღლაძეს, ვაიშნავების სხვა სასტავი და სხვა წვერებიანი კაცი იყო იყო ის.
უნივერსალური წიგნია, ყველა თაობა გააიგივებს საკუთარ თავს ამა თუ იმ პერსონაჟთან, რაც მთავარია ძალიან მიწიერი ენით არის დაწერილი ჰიპერრეალისტური ტრაგიკომედია. აჩვენეთ ეს წიგნი პედრო ალმადოვარს და დიდებულ ფილმს გადაიღებს. 3.5/5
აი, ოცდამეერთე საუკუნის ქართული ლიტერატურული კანონი ერთი წიგნით გაიზარდა. სანამ სხვა კარგი მწერლები, რახან სიტყვა უჭრით და ყველა ამბის კომბინაცია აქვთ თავში, კონვეიერულ წერაზე არიან გადასულები, ალეკო შუღლაძე 15 წელიწადში ერთხელ დებს ასეთ სრულიად საოცარ რამეს.
რაღაც ის არის დროის დამარცხება სამხრეთამერიკელი მწერლები შვრებიან ხოლმე მაგას მაგრამ სხვანაირად, აქ კიდევ ლამის მაგიური რეალიზმის კიდემდე მისული, 'მოკვდა და მერე ხის ქვეშ იწვა'-ების გარეშეა დრო გაბათილებული
მშვენიერი რომანია! ქართული ლიტერატურა თუ გაინტერესებთ, ამის გარეშე არ შეიძლება! 21-ე საუკუნის საქართველოს ისტროიული კონტექსტიდან გამომდინარე, ძალიან კარგად აიგო სიუჟეტი ერთი ოჯახის (უფრო კი ერთი კაცის) გარშემო: წიგნის დისტრიბუტორი ალეკო შუღლაძე მომაკვდავ დედას, მომაკვდავ წარსულს უვლის და ერთის მხრივ თითქოს მისი სიკვდილის მოლოდინშია, მაგრამ მეორეს მხრივ არ ემეტება სასიკვდილოდ. დაწერილია ძალიან სხარტად, თავისუფლად, აშკარად ეტყობა გამოცდილი მწერლის ხელი; ლიტერატურული ფორმის დადებით მხარეზე ისიც მეტყველებს, რომ ამ 200-გვერდიან სიკვდილის ანალიზში შიგადაშიგ ძალიან ხმამაღლა გაგეცინება, ზოგ მომენტებში კი ტრაგედიისგან დამუნჯდები. ერთგან ამბობს მთხრობელი, რომ ტკივილსა და სიცარიელეს შორის მომიწია არჩევანის გაკეთება და ტკივილი ავირჩიეო, ჰოდა, რატომღაც მგონია, რომ მთელმა მისმა თობამ აირჩია ეს ტკივილი, ჰოდა, ეს დეტალი არის ძაან კარგად დაჭერილი. გარდა ამისა, ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ რომანი პირველ პირშია დაწერილი და მეტწილად მწერლის თავგადასავალია, ტექსტი მაინც დისტანცირდება ავტორისგან. საბოლოო ჯამში, ერთმანეთთან დაპირისპირებული დღეების, ფიქრების, ქმედებების ამბავია ეს წიგნი და ამის გამოა, რომ ყველა სხვა გზა იჭრება და ყველაფერი გადამალვისკენ მიდის, სიკვდილისგან გადამალვისკენ. ერთადერთი რის გამოც რომანმა 5-ვარსკლავიანი შეფასებისგან თავი შემაკავებინა, არის დასასრული. სადღაც უნდა აფეთქებულიყო რაღაც და ვერ აფეთქდა. კულმინაციამდეც კი მშვიდად და აუღელვებლად სხარტად მივიდა. რაღაც მაინც დამაკლო.
ნეტა წერა შემეძლოს, ამ წიგნზე დავწერდი ბევრს... ბევრს თუ არა რაღაცას... კითჰვისას ჰან გული მომეწურებოდა ჰან შეშლილივით მეცინებოდა... წიგნების ადგილი, ისეთი ნადმვილი და მწარეა... ჰანდაცვაში სიარული, მყიდველებზე ნადირობა... იქ წიგნებზე 2 წამიანი ფრაზები... გურულის დღიურებზე გურულების დაპუტვა, უცებ ჩემი ფრაზა გაიჩითათქო, მერე მივჰვდი რომ ყველას ფრაზააა... წასვლაზე კიდევ, მაგაზეც მეგონა რომ ჩემიანია ავტორი. ბიოგრაფია არ ვიცი ალეკოსი, მაგრამ კიბოიანთან ნამდვილად აჰლოს ჰქონია შეჰება, ყველაფერი გამაჰსენა, ყველა მომენტი და ბოლოს გააკეთა ის, რაზეც მე და მიშას დიდი ჰანია მოლაპარაკებული გვაქვს. ოღონდ ანაპურნა რა პონტში დაიწუნა, ნუ შეიძლება ის მთა მართლა უკეთესია, გადავამოწმებ იმედია ოდესმე : ))) აჰა თავიდანვე ჰომ ვთქვი, რომ წერა ვიცი, ბევრწერტილიანი პოსტები იცოცჰლე... ჰოდა ბოლოს ვიტყვი, რომ ყველაზე მეტად კარგი ქართული ტექსტები მიჰარია, რატომ არ ვიცი, მაგრამ მიჰარია : )))
სამხრეთული სპილო აშკარად ბევრად უფრო კარგი ნაწარმოებია ვიდრე გადამალვა imho. რაღაც მომენტები სრულიად აბსურდული და გაუგებარი აღმოჩნდა წიგნში, შეიძლება ითქვას, უადგილოც და არაფრისმომცემიც. ეს ამდენი ვარსკვლავიც მხოლოდ ბოლო მონაკვეთს გამო უფრო დაიმსახურა, სადაც ინდოეთში ყოფნის ამბავია მოთხრობილი. ერთი, რასაც ვერ დაუკარგავ ამ წიგნს, არის გულწრფელობა და სიმართლე, რომელსაც ღიად ამბობს და გადმოსცემს. ტკივილით და სიმძიმით სავსე ცხოვრების აღწერა. თავის გატანის სირთულე და გადარჩენა ყოველდღიურ ბრძოლაში - ამისთვის ნამდვილად ღირს წაკითხვა. ფილოსფიური წიაღსვლები ნამდვილად არაა ამ წიგნის ძლიერი მხარე.
ნამდვილად არ გვანებივრებს თანამედროვე ქართული ლიტერატურა იმდენად, რომ ეს ძალიან კარგი ტექსტი გამოტოვოთ. წაიკითხეთ და საბურთალოდან გაუსვლელად იმოგზაურებთ ინდოეთში.
მძიმე და სევდით სავსე წიგნია, თუმცა საერთოდ არ უშლის ხელს ეს სიმძიმე კითხვის პროცესს. ძალიან კარგი რამეა.
“ქართველი მეზობელი საშიშია, ის ფიქრობს რომ მის მიწაზე რაღაცას აშავებ”
“ყველაფრის კეთება თავისუფლებას არ ნიშნავს”
“ - ცვლილებას ერიდებით? - ცვლილებას არა, უფრო გაურკვევლობას, რაღაც უცხოს, ვერიდები ძველის ნგრევას, როცა ახალი არ ჩანს.”
“ როცა ჯანმრთელი ხარ, საყვარელი წიგნის მხოლოდ დანახვაც კი განწყობილებას გიუმჯობესებს. მაგრამ ძვლამდე გასულ ფიზიკურ ტკივილს ვერ გაიყუჩებ ფრაზებით საყვარელი წიგნიდან. “
არ არის მარტივი, იუმორით და ისეთი ენით მოჰყვე ის ამბები, რასაც ამ წიგნში გვიყვება შუღლაძე. ერთი ფერის გრადაციას ჰგავდა ეს წიგნი. თავიდან იწყება მსუბუქად და ყველაზე მძიმე ამბავიც კი შეიძლება მსუბუქად "წაგაკითხოს" ავტორმა, თავისი მარტივი და იუმორისტული წერის სტილის წყალობით. თანდათანობით კი მძიმდება და შეიძლება მსუბუქი ამბავიც კი აღარ მოგეჩვენოს მსუბუქად, პირიქით, შეიძლება იმაზე მუქადაც აღიქვა, ვიდრე შეიძლება იყოს. რამდენად ჰქონდა ავტორს ამის განზრახვა არ ვიცი, მაგრამ ჩემთან ასე მოვიდა ეს წიგნი.
ასეთი მშვენიერი დასაწყისი (შუამდე) ბოლოში ასე გაეფუჭებინოს ავტორს, არ მინახავს :( ძალიან სევდიანი, ცრემლიანი იუმორით სავსე, ზომიერი თვითირონია, ლაღი თხრობა, მიუხედავად მძიმე თემებისა.... და ამ დროს - მიფუჩეჩებული ფინალი, გაუგებარი გადაჭრა პრობლემისა, რომელიც თითქოს ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა მთელი თხრობის განმავლობაში.
ჩვენს ირგვლივ რომ ხდება და რომ ვერ ვხედავთ ან არ ვხედავთ, იმ ამბებზეა ეს წიგნი. ფინალიც ზუსტად ისეთი აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს, მაგრამ ძალიან უცებ გვატყდება თავზე, თითქოს პროლოგსა და ბოლოსწინა თავს შორის კიდევ ერთი ნაწილი აკლია ისტორიას.
მოკლედ, არ ითქმის, რომ ცუდი წიგნია, მაგრამ არც ის, რომ გადასარევია. მე უბრალოდ ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, ერთსა და იმავე წელს, ამ წიგნმა აიღოს “საბა” წლის საუკეთესო რომანში და “სამხრეთულმა სპილომ” - ვერ.
გაამართლა მოლოდინებმა და ძალიან მომეწონა. ეტყობა წიგნს რომ მისი ავტორი 15 წლით ინდოეთში "გადაიმალა" და რაც ნაფიქრ-გამოცდილ-გააზრებული ჰქონდა, ყველაფერი მოზომილად ჩაატია ამ რომანში. ამიტომაც თან ძალიან ქართული რომანია: მოხუცი დედა, თბილისის ქუჩები და 90-იანების გახსენება, მეზობლები და ნათესავები, თან აღმოსავლური, ინდური გემო და ფერები დაჰკრავს. წრიული დროისა და სიკვდილის, როგორც უბრალოდ სიცოცხლის გაგრძელების და არა რამის დასასრულის, აღქმაც ისე შემოგვაპარა, თითქოს ძაან ჩვენი ყოფილიყოს. სახელიც შესაფერისი ჰქვია მესამე ნაწილს - "ირაციონალურის შემოშვება". ამ "ჰარე კრიშნა" სფირითის პარალელურად მთავარი ამბავი, რასაც ავტორიც და მკითხველიც ვუტრიალებთ, ძალიან მძიმე და ტკივილით სავსე აღმოჩნდა, ემოციურად იმდენად გრძნობ, რამდენადაც გამოგიცდია ახლობელი ადამიანის ფიზიკური ტკივილი, რომელიც ფსიქოლოგიურადაც მოიცავს და შთანთქავს ყველაფერს. ბოლოსკენ ყველაფერი გადასხვაფერდა და სულ სხვა სამყაროში გადავიდა, რეალურობას და პერსონაჟის გამონაგონებს შორის ავირიე, ალბათ ესეც იყო ჩაფიქრებული ან არც იყო, მაგრამ კარგად კი გამოვიდა. მოკლედ, მშვენიერი წასაკითხი რომანია, განსაკუთრებით ინდურ CHAI tea-ს უხდება :დ
4,5-ს უფრო დავუწერდი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი აკლია ამ წიგნს. არც მარტივია და არც თავის ამატკიებლად კომპლექსური. ისეთი წიგნია, დაჯდომას და საკუთარ თავზე დაუსრულებელ ლაპარაკს რო მოგანდომებს. სერიოზული fluency აქვს, რაც ძალიან მომწონს. ჰოდა, მგონი, ცოტა ზედმეტად ირაციონალურ რივიუს ვწერ, ამიტო, უბრალოდ - კაი იყო ინდოეთში. https://www.youtube.com/watch?v=M0Iyp... "ჰარე და კრიშნა და რამა რუნები დრონები კარმა"
რა მძიმე თემაა... ძალიან მძიმეა ავადმყოფი დედის მოვლა. ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად - მძიმეა და თუ უიმედო ავადმყოფია ხო საერთოდ. ძალიან გიჭირს. და ეს ასპექტები და სხვა დანარჩენი, რაც თან ახლავს და გარშემოა- ყველაფერი ძალიან რეალურად და გულწრფელადაა აღწერილი. მძიმეა საკითხავად. რაც შეეხება ინდოეთს და აღმოსავლურ თუ როგორიც ჰქვია შეხედულებებს- ძალიან საინტერესოა. თუმცა ვფიქრობ, ერთგვარი მცდელობაა მდგომარეობის შემსუბუქების, არსებული სიტუაციის უფრო მსუბუქად მიღების... რავიცი. ალბათ იმ შეხედულებების მიზანიც ეგაა.
ფრიად მოხიბლული ვარ ამ რომანით, რომელმაც ძალიან დამასევდიანა, მაგრამ ამავე დროს გამამხიარულა, სევდით და საოცარი იუმორითაა გაჯერებული, ერთ თავში შეიძლება რამდენიმე გრძნობა ერთდროულად დაგეუფლოს, როგორც მკითხველის, ამ მიზეზის გამო "გადამალვა" კიდევ უფრო საინტერესო და ძლიერ რომანად მომეჩვენა.
იუმორი, სევდა, გასაჭირი, ლხინი, დღესასწაული, ეგზისტენციალური, შუახნის თუ ფინანსური კრიზისი... ყველაფერია ამ წიგნში! ზოგადად, მგონია, რთულია წერო სიკვდილზე, ალეკო შუღლაძეს ძალიან ორიგინალირად გამოუვიდა ეს ამბავი! განსაკუთრებით ტკბილად იკითხება ემიგრანტობაში!
დიდად არ მიყვარს იმედები რომ მიცრუვდება. ამ წიგნს ქმნის ფინალი. ოთხს ვწერ გულწრფელობისთვის და იმ სევდისთვის,რომელიც ბოლო წინადადებამდე არ ტოვებს რომანს.
ლაღად და მსუბუქად იწყება და მერე იმდენი სევდა ჩნდება, გამძიმებს თითქოს. შუალედში რაღაც მომენტები ზედმეტი იყო ჩემთვის, თუმცა საბოლოოდ მომეწონა. დასასრულიც ნორმალურია.
თანამედროვე და თანაც შენი ეროვნების მწერლების ტექსტების (კარგი ტექსტების) კითხვის სასიამოვნო განცდა ისაა, რომ თავი შენც იმ წიგნის ნაწილი გგონია, რომელსაც კითხულობ.
"ვერავინ დამწამებდა ინდიფერენტულობას, უფრო ხშირად ზედმეტადაც ემოციური ვიყავი. ეს იყო გადარჩენის ინსტინქტი და ახლავე გეტყვით თუ როგორ. ჩემმა იმუნიტეტმა გადარჩენის ისეთი მეთოდი შემომთავაზა, რომელიც მთლიანად ეფუძნებოდა რეალურ, ყოველდღიურ ცხოვრებას და ნაკლებად ჰგავდა სამედიტაციო დარბაზებში სამშაბათობით და ხუთშაბათობით მოვარჯიშე ადამიანების გამოცდილებას. მე ვაძლევდი უფლებას პატარ-პატარა ყოფით წვრილმანებს, წონასწორობიდან გამოვეყვანე ცოტა ხნით და ზედაპირულად, მაშინ როცა, ნამდვილად რთულ ვითარებაში გონიერებისა და სიმშვიდის შენარჩუნებას ვახერხებდი".
გადამალვა აღმოჩნდა კარგი წიგნი, ისეთი შეგრძნებაა რაღაც უშველებელმა ჯოჯომ გადაგიარა, ტვინი ამოგიღო და მაგით ფეხბურთი ითამაშა, მერე მობეზრდა და ისევ უკან ჩაგიჩურთა, ოღონდ ისე არა როგორც უნდა ყოფილიყო, რაღაცნაირად დაუდევრად. ჰოდა ამ დაუდევარი ტვინით ცდილობ რაღაცეების შემეცნებას ხან გამოგდის ხან არა.
მომღერალი და უჩინარი მთების ამბებიც გადასარევი იყო, ღირდა ^-^
დასაწყისი ნორმალური აქვს, განსაკუთრებით კარგად იუმორისტულ ეპიზოდებს წერს ავტორი, მაგრამ ჩემთვის მაინც ძალიან ბევრი სიქრინჯე იყო დასაწყისშიც, შუაშიც და ბოლოშიც. ლატიკას, სანდროს და ელენეს გარდა, არცერთი პერსონაჟი არ იყო ჩემთვის ოდნავ მაინც საინტერესო, შესაბამისად რადგან მათზე დიდად არ ყოფილა ფოკუსირება, ვერც მე მივიღე სიამოვნება კითხვით. პროტაგონისტი ისეთი საცოდავი და საზიზღარია ჩემთვის, როგორც მისი დედა. რაც უფრო მეტს ვკითხულობდი, მით უფრო მეკიდა რა მოუვიდოდათ, საერთოდ, აი არანაირი ინტერესი არ მქონია. ისეთი მიმართულებით მიდის სამყარო რა იცი, შეიძლება მეც ჰარე-კრიშნას ძახილი მომიწიოს მალე, უკვე თუ არ ვყვირივარ უარესს. ეჰ.