წიგნში შესულია რჩეული ფრაგმენტები ჯემალ ქარჩხაძის ესეებიდან და ინტერვიუებიდან. ტექსტები თემატურადაა დალაგებული და დასრულებულ სურათს იძლევა მწერლის პიროვნებისა და შემოქმედებითი კონცეფციის შესახებ.
Jemal Karchkhadze (Georgian: ჯემალ ქარჩხაძე; 1936–1998) was a Georgian writer. He is the author of six novels, some short stories and essays. His works are conceptual and gained popularity after his death. His novel Antonio and David (ანტონიო და დავითი, 1987) was published in Swedish in 2013 and in Arabic in 2014.
Jemal Karchkhadze was born in 1936 in the village of Ukhuti in Vani in western Georgia. He graduated in 1960 with a degree in Georgian language and literature at Tbilisi State University. His short story Igi (იგი) was published in 1977. This was followed by his most important novels The Caravan (ქარავანი, 1984), Antonio and David (ანტონიო და დავითი, 1987) and Zebulon (ზებულონი, 1988). He died in 1998 in Tbilisi.
Jemal Karchkhadze was granted three literary awards: 1999 – Georgian State Award for Dimension (განზომილება) and for his Contribution to the National Literature; 2007 – Award “Gala” for Complete Short Stories; 2007 – Award Librarian’s Choice for a novel Antonio and David (ანტონიო და დავითი).
“ადამიანის სულიერი აქტივობა მძლავრი ვულკანური რხევაა, რომელსაც ერთი ბოლო უკიდურეს მისტიციზმში აქვს გადგმული, მეორე - უკიდურეს რაციონალიზმში, ანუ, ამ რხევის ერთი მხარე რელიგიად იშლება, მეორე - ფილოსოფიად, ხოლო შუაში, იქ, სადაც რელიგია და ფილოსოფია ერთმანეთში გადადის, არის ხელოვნება”
“პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ლიტერატურული ცხოვრების გამოცოცხლება მაშინ დაიწყო, როცა დამოუკიდებლობა დავკარგეთ, ხოლო პარადოქსის გასაღები იმაში, რომ ჩამკვდარი ლიტერატურული ცხოვრების გამოცოცხლებისთვის დამოუკიდებლობაზე უფრო მნიშვნელოვანი მშვიდობა ყოფილა” - ძალიან ზედაპირულია და, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები.
კარგი, საინტერესო, ლამაზი ენით მოთხრობილი ამბავია, უფრო სწორად, ინტერვიუების და მოხსენებების მცირე კრებული. სახლიდან უნივერსიტეტამდე გზაზე, რომელიც მიზეზთა გამო კიდევ უფრო დაგრძელდა, შემოგეკითხება ისე, რომ ვერც გაიგებ.
ქარჩხაძის წერის სტილი, მიუხედავად მისი უფრო შედარებით თანამედროვე სტილისა, მაგონებს რჩეულიშვილს - და, ზოგადად, ეს ორი კაცი ჩემს წარმოდგენაში, რატომღაც, სულ ერთად დგას, ერთის ხსენება მეორეს ასოციაციურ გამოჩენას იწვევს ცნობიერის კვარცხლბეკზე და პირიქით.
იმედია, მექნება უფლება, ოდესმე ვთქვა, რომ გარემომცველი სამყარო ჩემშიც ისევე ვიპოვე, როგორც მეტაფიზიკა პოულობს გარეთ.
ნუ, ეხლა გასაგებია რომ ინტერვიუ და ესსე ისეთი მაგარი ვერ იქნება, მით უმეტეს ინტერვიუებიდან ნაწყვეტები და ესსებიდან ამონარიდები. მწერალი მთავარ სათქმელს სხვაგან ამბობს. მაგრამ, უფრო მოფილოსოფიურო ორი ნაწილი რომელიცაა (ენის შესახებ და თვითონ შემოქმედების კანონი) მაინც ძალიან მაგარი, გასაგები, ცხადი და შთამბეჭდავია.
სომერსეტ მოემმა თქვა მწერალი უმთავრესად წერის პრიცესში მიღებულ სიამოვნებას და განცდებს უნდა აღიქვამდეს,წერის დასრულება და საზოგადოების აზრი კი ყოველთვის მეორე ხარისხოვანი უნდა იყოსო. იგივე თქმა ქარჩხაძემაც,მაგრამ იმის გარდა რომ თავისი სიამოვნებისთვის ეწერა(და არა მარტო სიამოვნებისთვის,ალლბათ მეტი რამის გასაცნობიერებლად ) ასეთი პუბლიცისტური წერილები დაწერა,ყველასთვის გასაგები და იმ იმედით დამუხტული,რომ რამით მაინც დაეხმარებოდა ვინმეს ან შთააგონებდა.
" თუ მწერლობის დანიშნულება ადამიანის სულის კვლევაა, ჩვენი მწერლობა ქვეყნის ისტორიული ბედუკუღმართობის გამოისობით ამ სულს უმთავრესად მხოლოდ ერთი კუთხით - სამშობლოსთან მიმართებაში - იკვლევს, რის გამოც თვალსაწიერი შეზღუდული აქვს, ასე ვთქვათ, მისი ხის მხოლოდ ერთი ტოტი ისხამს. თქმა არ უნდა, ეს ნაკლია და სავსებით ბუნებრივია შინაგანი მოთხოვნილება იმისა, რომ ეს ნაკლი დაიძლიოს. მაგრამ აქ ერთი „დამამძიმებელი” გარემოებაა. თუ არ გვინდა სიმართლე ჩვენებურად მივჩქმალოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ მარტო ბედუკუღმართობის ბრალი არ არის ყველაფერი. პატრიოტულ მოტივში ჩვენ სარგებელიც ვიპოვეთ, თავშესაფარიც და ამოუწურავი შემოქმედებითი იმპულსიც, ამიტომ ზარების რეკვას, საჭიროება რომ გაივლის, მერეც არ ვწყვეტთ და ქვეყანას ვაყრუებთ. ჩემი მტკიცე აზრია‚ რომ მწერალი მწერალს წერაში ვერ დაეხმარება და მწერალი მწერალს საყრდენად ვერ გამოადგება. შედევრები გვამდიდრებს და გვწმენდს‚ მაგრამ არ გვასწავლის და არ გვწვრთნის. შემოქმედებას ამგვარი დანიშნულება არა აქვს. "