ეს წიგნი იმაზეა, რომ კითხვა სასარგებლოა. არ არსებობს კითხვაზე უფრო მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა, რომელსაც ადამიანის გონების, წარმოსახვის, თვალსაწიერის გაფართოება შეუძლია. კარგი მკითხველები გაცილებით უფრო მდიდარი და ფერადოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ, ვიდრე ადამიანები, რომლებიც არ კითხულობენ. ფსიქოლოგებმაც ხომ დაადგინეს, რომ კითხვა, წარმოსახვითი სამყარო, ზუსტად იმ გავლენას ახდენს ადამიანის ნევროლოგიურ სისტემაზე, რასაც რეალური სამყარო – როდესაც პერსონაჟი განსაცდელშია და ამის შესახებ ვკითხულობთ, ეფექტი იგივეა, ჩვენ, მკითხველები თავად რომ აღმოვჩენილიყავით ამ განსაცდელში. თქვენი წიგნები არავის უნდა მისცეთ თორემ მათ ვეღარ იხილავთ, – ხუმრობდა ანატოლ ფრანსი, – ჩემს ბიბლიოთეკაში მხოლოდ ის წიგნებიღა დარჩა, რომლებიც სხვებს გამოვართვი წასაკითხადო; დეკარტი კი ამბობდა, კარგი წიგნების კითხვა წარსული დროის საუკეთესო ხალხთან საუბარია, თანაც ისეთი საუბარი, როდესაც ისინი მხოლოდ საუკეთესო აზრებს გიზიარებენო" - ლევან ბერძენიშვილი, "წიგნიერების ევოლუცია"
ლევან ბერძენიშვილი დაიბადა ბათუმში. 1970 წელს დაასრულა ბათუმის საშუალო სკოლა. ორი წელი სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო 1977 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია არისტოფანეს შესახებ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1978-95 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს ანტიკური ლიტერატურის ისტორიაში, ასწავლიდა ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებს. 1978 წლიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას. 1978 წლის 21 მაისს ვახტანგ ძაბირაძესთან, ვახტანგ შონიასთან და დავით ბერძენიშვილთან ერთად შექმნა საქართველოს რესპუბლიკური პარტია. დისიდენტური საქმიანობის გამო იყო პოლიტიკური პატიმარი 1984-87 წლებში (გასამართლებული იყო საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით "ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა"). სასჯელი სრულად მოიხადა მორდოვეთის ასსრ ტენგუშოვის რაიონის სოფელ ბარაშევოში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ЖX 385/3-5. 1996 წლიდან შეუდგა მოღვაწეობას არასამთავრობო სექტორში. იყო "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" დირექტორი (1996-97), დააარსა "სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრი" (1996), იყო ფონდ "ქართუს" დირექტორი (1997-98). 1998 წლიდან დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად. იყო 2004-2008 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2009-2011 წელს მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კითხულობდა ლექციებს ამჰერსტის, მოუნტ ჰოლიოკის, სტენფორდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. ამჟამად არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სრული პროფესორი და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამეტის წევრი. რესპუბლიკური პარტიის მდივანი და ეროვნული კომიტეტის წევრი. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი. მისი ძმა, დავით ბერძენიშვილი აგრეთვე პოლიტიკოსია.
არა, განა ამ რევიუში რამე სპოილერებია, უბრალოდ ასე უნდა ერქვას ბერძენიშვილის ამ წიგნს და არანაირი ევოლუცია და წიგნიერება. მართლა გეუბნებით, კლასიკური ლიტერატურა წაკითხული თუ არ გაქვთ, არც იფიქროთ ამ წიგნის წაკითხვა. და წაკითხული რომც გქონდეთ, მაინც დიდი აზრი არა აქვს - ვერაფერს იპოვით. ჯერ ერთი რომ მთელი წიგნის ნახევარი სხვადასხვა წიგნების მოკლე შინაარსია და მეორე ნახევარი რაღაც ბლოგის მსგავსი ტექსტების ნაკრები. მაგალითად თავი სიყვარულზე 100%-ით პლატონისა და სტენდალის წიგნების ძალიან მოკლე შინაარსებია და მეტი საერთოდ არაფერი. სხვა ტექსტებიც ბერძენიშვილის სხვადასხვა ვიდეო-ბლოგის, რადიო შოკოლადის გადაცემებიდან და [ალბათ] ლექციებიდან ამოკრეფილი ტექსტია. არაფერი ახალი. მეტიც - ზოგჯერ ერთი და იგივე ფრაზები თვითონ ამ წიგნში მეორდება ერთ ჯერზე მეტად. რა თქმა უნდა წიგნიერების განვითარების (ევოლუციის) რაიმე ეტაპები, რო აი ადრე ასე იყო, მერე ესეთი გახდა, ახლა ასეთია - არაფერი მსგავსი.
ნუ ეგ კიდე კაი, მაგრამ რა აზრი აქვს ასეთი პუბლიცისტიკის წერას, როდესაც აშკარაა, რომ ავტორს საერთოდ არ გააჩნია იმის წვდომა, თუ რაზეა მართლა ესა თუ ის წიგნი. უბრალოდ ზედაპირული სიტყვების დონეზეა განხილვა და ეგაა. ეტყობა ბერძენიშვილს, რომ არ განიცდის არ აცნობიერებს წაკითხულს, უბრალოდ რაღაც ჩარჩოებში სვამს, რომელი ჩარჩოებიც ალბათ ასწავლეს.
ეგეც კიდე არაფერი - რაღაც საინტერესო მომენტები რაცაა, უფრო სწორად რაც უნდა იყოს, იქაც ბოლომდე არ ამთავრებს სათქმელს, თითქოს უნდა იცოდე აი ის მწერალი როგორი იყო და რას აკეთებდა ყველამ ვიცით. საერთოდაც ვინ არის ამ წიგნის მკითხველი, ვისთვის დაწერა? ტექსტის მიხედვით ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ზუსტად ის წიგნები აქვთ წაკითხული, რაც ბერძენიშვილს და ზუსტად იმ კუთხით აღიქვამენ, რომლითაც ბერძენიშვილი... და მაშინ რა აზრი ქონდა ამ ყველაფრის დაწერას?
ეხლა კიდე რამდენი რამეა, რაც უბრალოდ არასწორია... ან რამდენი რამე, რაშიც რატომ უნდა დაეთანხმოს ვინმე და მიიღოს როგორც თუნდაც სუბიექტური აზრი, საერთოდ ვერ ვხვდები. ეს მეცნიერი კაცი ვიკიპედიას რატომ იმოწმებს საერთოდ? ან რატომ გონია რომ ფოლკნერს არაფერი შემატა ფოსტალიონობის გამოცდილებამ? ან ნარკოტიკებზე საერთოდ რეები წერია ("ფიოდორ მიხაილოვიჩ დოსტოევსკი ე.წ. ლუდომანი, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული კაცი იყო. მოგეხსენებათ, ეს ავადმყოფობა გახლავთ და ძალიან სერიოზულ დამოკიდებულებას იწვევს, თანაც ისეთივე უკურნებელია, როგორც ნებისმიერი ტიპის ალკოჰოლური თუ ოპიატური დამოკიდებულება"... არა, ნუ აი ამ ერთ წინადადებაში რამდენი ,უკაცრავად და, ბოდიალია)? ტოლსტოიო, ცნობილი ფაქტია რო სიკვილის წინ სახლიდან რო გაიპარა, თბილისში მოდიოდაო კაცო. აქილევსი მსოფლიო ლიტერატურაში ყველაზე დიდი გმირიაო. კაფკაზე საერთოდ რაებს ამბობს ("იშვიათია ასეთი მატყუარა მწერალი - ფრანც კაფკა - კარგი ადამიანი, რომელიც გამუდმებით გვატყუებს და მუდმივად ახერხებს ვიკითხოთ მისი წიგნები, რომელთა წაკითხვაც პრაქტიკულად შეუძლებელია, დასაწყისებით გვაბამს")?! კაცმა არ იცის ჰერმან ჰესე უფრო დიდი მწერალი იყო თუ მხატვარიო... მხარტვარიო! ჰესეო!
მოკლედ რა...
დავამატებ - ნამდვილად პატივს ვცემ ლევან ბერძენიშვილს და ამ წიგნის შეფასებისას ალბათ ისიც უნდა გამეთვალისწინებინა, რომ პოლიტიკოსის და არა მწერლის დაწერილია (ფილოლოგი არ მგონია მაინც). მაგრამ პოლიტიკოსებისადმი და ზოგადად პოლიტიკისადმი ნამდვილად არ ვარ კარგად განწყობილი - ყველა ყალთაბანდი და მატყუარაა. შესაბამისად, დანარჩენების ფონზე ეს არის უმაგრესი ადამიანი და სუპერ მწერალი. მაგრამ...
არ გირჩევთ რა. ხალტურაა წმინდა წყლის.
P.S. საბა მიუღია ამას (facepalm). ანუ ქართული პუბლიცისტიკა ან მაგარ ტრაკშია, ან საბაა მაგარ ტრაკში. ალბათ კი უფრო მეორე, მაგრამ ეს მეორე არც პირველს გამორიცხავს. ნახვამდის.
საჭირო ლიტერატურა შეიძლება დავუძახოთ ამ წიგნს. ავტორზე არ ვგიჟდები,მაგრამ ორი აზრი არ არსებობს,რომ ძალიან განათლებული ადამიანია და ძალიან დიდ ღირებულებებს მატებს ქართულ მწერლობას.
ბერძენიშვილზე რაც ხალხისგან მომისმენია არის ორი კატეგორიული აზრი, ან ძალიან დადებითი ან პირიქით. მე ვერ ვიტყვი მის პოლიტიკურ მოღვაწეობაში ვერკვევი-მეთქი, თუმცა არც იმდენად საშინელი მგონია რომ ზოგისგან ლანძღვა-გინება დაემსახურებინა. მისი პიროვნება დიდად არ ვიცი და არც მგონია ვინმემ ვიცოდეთ ვინმეზე რაიმე ისე ზუსტად როგორც ვამტკიცებთ ხოლმე. თუმცა ფაქტია რომ ძალიან განათლებული ადამიანია. ასე რომ ამ წიგნს ამ შეფასებას იმის გამო არ ვუწერ რომ ბერძენიშვილი ჩემთვის კარგი ტიპიან, ან პირიქით, უარყოფითად რომ შემეფასებინა მხოლოდ იმიტომ, რომ ცუდ ტიპად მგონებოდა. ვაფასებ წიგნს, რომელშიც ჩემი აზრით, საჭირო ინფორმაციაა თავმოყრილი, მართალია, დიდი ნაწილი მე პირადად აქამდეც ვიცოდი, თუმცა მთლიანობაში შემეცნებითი და საინტერესო იყო.
ერთი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნიო, სამაგიდო წიგნიო, წიგნამდე მისაყვანი წიგნიო და ა.შ. ბევრი დაიწერა ამაზე, მეც არ გავაგრძელებ. უბრალოდ, კარგი იქნება თუ ბერძენიშვილი, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და ათას სისულელეზე არ ისაუბრებს. დაჯდეს და წეროს ლიტერატურაზე. იმაზე, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. ამინ.
აი “სამაგიდო წიგნიაო”, ხშირად გამიგონია გამოთქმა. ხოდა პირადად ჩემთვის, ასეთი შეფასება არცერთ წიგნს არ ერგება ისე კარგად, როგორც ბერძენიშვილის “წიგნიერების ევოლუციას.” უეჭველად წასაკითხი რამეა. ახლაც და მერეც. მეჩვიდმეტე გვერდამდე მაინც.
ერთგვარი მიმოხილვა, გარკვეულწილად ლევან ბერძენიშვილის კლასიფიკაცია დიდი ნაწარმოებებისა - დაწყებული მისი საყვარელი ჰომეროსით და დასრულებული კაფკა, დოსტოევსკი, გოეთე, ფოლკნერით... სახელები ბევრი და ბევრნაირია.
წიგნი გზამკვლევია, პრინციპში, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციით წიგნებზე და ავტორებზე :)
მსუბუქად საკითხავი, გემრიელი სტატიები/ბლოგებია. მართალია, თუ ლიტერატურაში ოდნავ ჩაგეხედებათ, ნახევარი მაინც უკვე გეცოდინებათ, მაგრამ დანარჩენიც საინტერესო და გასაცნობია, თანაც Repetitio est mater studiorum. თუ ლიტერატურის არაფერი გაგეგებათ, ბევრ საჭირო ინფორმაციას მიიღებთ და დროებით სახელმძღვანელოდ გექცევათ.
რა თქმა უნდა, ამ წიგნის დიდი ნაწილი ავტორის საჯარო ლექციებშიც გვხვდება და მე, როგორც მის მსმენელს ბევრი რამ მეცნო. თუმცა არ ვნანობ რომ წავიკითხე და ახალი რაღაცებიც აღმოვაჩინე. აქ უფრო სწორხაზოვნად და ოდნავ უფრო ფართოდ გვესაუბრება სხვადასხვა საკითხზე.
ბატონი ბერძენიშვილი ახერხებს თავისი დიდი განათლება მეგობრულად მოგაწვდინოს და ვისურვებდი უფრო უღრმავდებოდეს ნაწარმოებებს, წყლის ქვეშ ჩამალულ აისბერგს უფრო აჩვენებდეს. უზომოდ განათლებული კაცი რომაა, კარგი იუმორი რომ აქვს და სხვებისთვის კბილის წაკვრაც რომ ეხერხება, არაა ეგ ახალი ამბავი. ;დ მოკლედ, 3.5 რა.
საკმაოდ საინტერესო და მარტივად წასაკითხი აღმოჩნდა. გამაკვირვა უარყოფითმა შეფასებამ (იმედგაცრუებამაც). 200 გვერდში კლასიკური ლიტერატურის სიღრმისეული განხილვა რომ არ იქნებოდა, ცხადია. ვინც მის ლექციებს უსმენს, ბუნებრივია, ბევრი რამ ეცნობოდა. კონკრეტულ ნაწარმოებთა ანალიზიც (საფუძვლიანი თუ მოკლე) სუბიექტურია - პირადად ავტორის აზრებს ასახავს და ესეც საცნაურია. მხატვრული ლიტერატურის დანიშნულება, მისი სტრუქტურა, აქტუალური საკითხები, მწერლებისა და წიგნების შესახებ ზოგადი ინფორმაცია, მოკლედ და გასაგებად იყო გადმოცემული. მიზანიც ეს ქონდა წიგნს :დ საინტერესოა, რომ ბერძენიშვილი მრავალფეროვნადაა აღქმული საზოგადოების მხრიდან - უბრალოდ დილეტანტობიდან დაწყებული, ვიდრე ,,ქართველთმოძულეობამდე" და უცხოეთის აგენტობამდე... არაა გასაკვირი, რომ მისი შემოქმედებაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს :დ
"მწერლობა საშიში რამაა, ამიტომ, დიდი მწერლები, განსაკუთრებით დიდი წიგნების დასაწყისები გვაფრთხილებენ – შენ წინაშე დიდი ლიტერატურაა, მოემზადე, მკითხველო, და თუ ატყობ, რომ საქმე ცუდადაა, 23-ე გვერდიდან წამიკითხე. მე კი ყველას ვურჩევ მეჩვიდმეტე გვერდამდე მაინც მივიდეს, ბიბლიოთეკები აქ ბეჭედს არტყამენ და იმას მაინც გავიგებთ, მოპარულია ეს წიგნი თუ არა" 🤍