Jump to ratings and reviews
Rate this book

Мир мог быть другим: Уильям Буллит в попытках изменить ХХ век

Rate this book
Уильям Буллит был послом Соединенных Штатов в Советском Союзе и Франции. А еще подлинным космополитом, автором двух романов, знатоком американской политики, российской истории и французского высшего света. Друг Фрейда, Буллит написал вместе с ним сенсационную биографию президента Вильсона. Как дипломат Буллит вел переговоры с Лениным и Сталиным, Черчиллем и Герингом. Его план расчленения России принял Ленин, но не одобрил Вильсон. Его план строительства американского посольства на Воробьевых горах сначала поддержал, а потом закрыл Сталин. Все же Буллит сумел освоить Спасо-Хаус и устроить там прием, описанный Булгаковым как бал у Сатаны; Воланд в «Мастере и i

314 pages, Kindle Edition

First published February 16, 2015

8 people are currently reading
128 people want to read

About the author

Alexander Etkind

35 books53 followers
Alexander Etkind (Russian: Александр Эткинд) was born in Leningrad and moved to Cambridge, UK in 2005. He is now is a Professor in Russian Literature and Cultural History and Fellow of King's College, Cambridge. Alexander has PhD in Psychology from Bekhterev Institute, Leningrad, and another in Slavonic Literatures from the University of Helsinki.

Before coming to the UK, he taught at the European University at St. Petersburg, with which he continues to collaborate. He was a visiting professor at New York University and Georgetown University, and a resident fellow at Harvard, Princeton, the Woodrow Wilson Center for International Scholars in Washington D.C., Wissenschaftskolleg in Berlin, and University of Canterbury in New Zealand.

His research interests are internal colonization in the Russian Empire, comparative studies of cultural memory, and the dynamics of the protest movement in Russia. In 2010-2013, he is directing the European research project, Memory at War: Cultural Dynamics in Poland, Russia, and Ukraine.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
23 (50%)
4 stars
14 (30%)
3 stars
7 (15%)
2 stars
1 (2%)
1 star
1 (2%)
Displaying 1 - 4 of 4 reviews
Profile Image for Mikheil Samkharadze.
229 reviews35 followers
March 5, 2018
ვიცი, ბევრს არ უყვარს ბიოგრაფიული ჟანრის ნაწარმოებები, მაგრამ ეს წიგნი სულ სხვა განზომილებაა. არა წერის სტილის ან ავტორის, არამედ თვითონ პიროვნების გამო.

2005 წელს პირველი ეროვნული გამოცდებით ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე და დიდი იმედი მქონდა, რომ ამ სფეროს ექსპერტი, ან მოქმედი დიპლომატი გამოვიდოდი, ნაწილობრივ დიპლომატობას მივაღწიე კიდეც. რა დასამალია, სწავლების ხარისხი და ლიტერატურა დაბალი დონის იყო. თუმცა ძალიან მაკვირვებს ის ფაქტი, რომ პირველი და მეორე მსოფლიო ომების მიმოხილვისას, ევროკავშირის ისტორიაზე საუბრისას და მეოცე საუკუნის სხვა საინტერესო და გარდამტეხი მოვლენების განხილვისას არცერთ ლექტორს არასოდეს უხსენებია უილიამ ბულიტი, მისი დამსახურებები და რევოლუციური იდეები. ყველაფერი მხოლოდ ჰენრი კისინჯერისა და მისი დიპლომატიის გარშემო ბრუნავდა. არადა, მე თუ მკითხავთ, ბულიტი კისინჯერზე ერთი თავით მაღლა დგას. ჩვენი სპეციალობის ყველა სტუდენტის ლექტორები ესაუბრებიან მეოცე საუკუნის პირველ ნახევარზე, ერთა ლიგაზე, ვუდრო უილსონზე, ცარიზმის მარცხსა და ბოლშევიკურ რევოლუციაზე, საბჭოთა კავშირის შექმნასა და სხვა ამბებზე. ეს ყველაფერი კი ისტორიის ის ნაწილებია, სადაც ბულიტი უშუალოდ იყო ჩართული. ეს იყო ადამიანი, ვისაც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში უდიდესი გავლენა ჰქონდა მოვლენებზე, ხოლო მისმა იდეებმა გაასწრო მის ყველა თანამედროვეს. რატომ ვიგებ ამ ადამაინის სესახებ დრეს, ამ წიგნიდან? რატომ არავინ გვიხსენა ის აქამდე არცერთმა პროფესორმა და ლექტორმა?

უილიამ ბულიტი ეწინააღმდეგებოდა ერთა ლიგის იმ წესდებით შექმნას, რომლითაც საბოლოოდ იხილა კიდეც დღის სინათლე. მან იწინასწარმეტყველა, რომ მსგავსი წესებითა და პოლიტიკით ევროპა ძალიან მალე ისევ დიდ ომში ჩაიხლართებოდა. მან ასევე იწინასწარმეტყველა გერმანიის საომარი განწყობა და ისიც, რომ გერმანია კვლავ წამოიწყებდა ომს. მანვე ითავა 1919 წლის დასაწყისში საიდუმლო მისიის ხელმძღვანელობა, რომელიც ლენინთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა ბოლშევიკების მართულ მოსკოვში და დაითანხმა კიდეც ლენინი წარმოუდგენელ პირობებზე. რომ არა პრეზიდენტი უილსონის პოლიტიკური სისუსტე და პერსპექტივის დანახვის უუნარობა, დღეს ალბათ სრულიად სხვა სამყაროში ვიცხოვრებდით; შეიძლებოდა საბჭოთა კავშირი არც არასოდეს შექმნილიყო და დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე დიდი ალბათობით რამდენიმე სახელმწიფო იარსებებდა. თუმცა ისტორიის ჩარხი სხვა მიმართულებით დატრიალდა, უილიამ ბულიტი კი ამერიკის პრეზიდენტისადმი პროტესტის ნიშნად სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა.

აღსანიშნავია, რომ რუზველტის ადმინისტრაციაში ბულიტი ისევ დაწინაურდა და სწორედ ის გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ელჩი საბჭოთა კავშირში. მისივე აღმოჩენილი და აღზრდილია ჯოზეფ კენანი, ცნობილი „გრძელი ტელეგრამის“ ავტორი, რომელიც ბულიტმა მისი ელჩობის დროს საბჭოთა კავშირში ამერიკის საელჩოში დაასაქმა. უილიამ ბულიტი წინასწარმეტყველებდა თანამშრომლობას ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, თუმცა რუზველტმა მას არ დაუჯერა. ამერიკის პრეზიდენტს, რომ ბულიტის განგაშისთვის ყური დაეგდო, შეიძლება არც არასოდეს მომხდარიყო პერლ ჰარბორის ტრაგედია, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი ისევ თავის საზღვრებში დატეულიყო, ევროპა კი ამერიკის ჯარებს დაეკავებინათ. თუმცა ისტორიის ჩარხი ამჯერადაც ბულიტის იდეების საწინააღმდეგოდ ბრუნავდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანის იდეები პირველმა პირებმა ვერ გაიგეს, ვერ გადახარშეს, ვერ ჩაწვდნენ, მათ არ ჰქონდა ბულიტის მსგავსი ხედვა, ისინი მხოლოდ ახლო მომავალს ხედავდნენ და შორეულ მომავალში წინ ვერაფერს არჩევდნენ. ბულიტი, კი მუდმივად რამდენიმე ნაბიჯით წინ იყურებოდა.

ეს იყო ადამიანი, რომელიც ახლოს მეგობრობდა ფროიდთან და ვისი დამსახურებაცაა ამ გენიალური ადამიანის ნაცისტებისგან გადარჩენა. მოგვიანებით მან და ზიგმუნდ ფროიდმა საერთოდ წიგნიც კი დაწერეს. საბჭოთა კავშირში ელჩობის პერიოდში ბულიტი მეგობრობდა ბულგაკოვთან და ითვლება, რომ „ოსტატი და მარგარიტას“ პერსონაჟ ვოლანდის პროტოტიპი უილიამ ბულიტია. წიგნის ავტორმა ვოლანდის მეჯლისის მონახაზი სწორედ ბულიტის მიერ ამერიკის საელჩოში მოწყობილი მეჯლისიდან აიღო.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჯერ კიდევ 1944 წელს უილიამ ბულიტმა წამოაყენა ევროპის ერთიანი სახელმწიფოს იდეა, რომელსაც იგი ევროპის შეერთებულ შტატებს უწოდებდა. მასვე ეკუთვნის მარშალის გეგმის იდეა, რომელიც ევროპის აღდგენას ისახავდა მიზნად.

წიგნის ყოველი გვერდი გაწვდის უზარმაზარ ინფორმაციას, მეოცე საუკუნეზე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს წიგნი იმაზე მეტს გაძლევს ვიდრე თანამედროვე ისტორიის არაფრისმომცემი სასკოლო სახელმძღვანელო. მეტსაც გეტყვით, ამაზე ნათელი წარმოდგენა პირველ და მეორე მსოფლიო ომზე, უნივერსიტეტში ნასწავლ არცერთ საგანს არ მოუცია. ეს წიგნი კულუარებში გახედებს და გაცნობს ადამიანს, რომელმაც ისტორიაზე დიდი გავლენა იქონია.

წიგნში კიდევ უამრავი საინტერესო ფაქტია მიმოხილული და გირჩევთ, წაიკითხოთ იგი. ეს არ არის მხოლოდ ამ ერთი ადამიანის ბიოგრაფია, ეს არის წიგნი მეოცე საუკუნის საკმაოდ ჩახლართულ რეალობაზე და მოვლენებს სხვა კუთხიდან გვიჩვენებს, იმ კუთხიდან, რომელიც აქამდე მე პირადად არ ვიცოდი.

გვეწვიეთ ბლოგზე: https://minilibraryblog.wordpress.com...
Profile Image for Denis Vasilev.
817 reviews106 followers
November 21, 2017
Любопытные исторические сюжеты. Особенно часть касающаяся американского посольства в Москве в 30-е годы. Сама книга сумбурная, все в кучу.
47 reviews2 followers
May 23, 2020
If you like interesting people who had interesting lives with high impact on the recent history,this book is must read. I only wish the ideas of William Bullitt were fully implemented, we would have much less tragedy, death and suffering. And the country I grew up in, Soviet Union, might not have been... Well written and highly recommended.
Displaying 1 - 4 of 4 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.