„ალეკო შუღლაძეს პირველად 90-იანების დასაწყისში შევხვდი, დუბლინში. წერა ახალი დაწყებული ჰქონდა და ერთი პატარა მოთხრობა წამიკითხა: ვიღაც აპირებს სახურავიდან გადმოხტომას, მოაჯირის კიდეზე დგას, მაგრამ ეშინია და ვერაფრით გადმომხტარა. ქვემოთ სანაძლეოს დებენ - გადმოხტება თუ არა. მეორე მოთხრობაც ჰქონდა, იმასაც თითქოს არა უშავდა, მაგრამ ვეღარ ვიხსენებ, რაზე იყო... მერე ერთად დავლიეთ. ნიჭიერი ტიპის შთაბეჭდილებას სტოვებდა. მოგვიანებით, პირველი რომანის დაუმთავრებელი ეგზემპლარი გამომიგზავნა - „სამსარა“ ერქვა. მაგრამ მთვრალს ტაქსში დამრჩა და ვეღარ წავიკითხე... ვერ გავუმხილე, ვიფიქრე, არ წყენოდა. მაგარი იყო-მეთქი, შევაგულიანე. ჩემი „მაკულატურა“ მოსწონს ძალიან და სულ მეუბნება: ერთი მოთხრობა შენ უნდა მოგიძღვნაო. მომისმინე, მეგობარო, ვეუბნები, მაგას სჯობს, კარგ შოტლანდიურ ვისკიზე დამპატიჟო-მეთქი. მაგრამ არ ეწევა და არ სვამს და როგორ უნდა დამპატიჟოს? ინდოეთში იყო წასული და იქ რას აკეთებდა, არ ვიცი. წმინდანობას ჩალიჩობს ეტყობა“